81 წლის სოფი ლორენი DOLCE&GABBANA-ს პომადის რეკლამაში
ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი Dolce & Gabbana-ს სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. ბრენდის პომადის რეკლამაში მონიკა ბელუჩი და ბიანკა ბალტი 81 წლის დივამ შეცვალა, რომლის საპატივცემლოდაც სიახლეს მისი სახელი ეწოდა. კოსმეტიკური პროდუქტი შეზღუდული რაოდენობით გამოვა და მისი ფასი 37 დოლარს შეადგენს.
”პომადა Sophia Loren № 1 – რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ : ”გმადლობთ, სოფია!”, გამოვხატოთ მოკრძალება ადამიანისადმი, რომელიც მსოფლიოს უყვარს” – განაცხადეს დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ.
იხილეთ ვიდეო:
The legendary Sophia Loren stuns in new Dolce & Gabbana lipstick advertisement