ისლანდია: ელფებისა და ტროლების ქვეყანა, სადაც ერთმანეთის მიმართ ნდობა უმაღლეს დონეზეა
ვულკანური ენერგია
ისლანდიის მცხოვრებლები აქტიურად იყენებენ განახლებად ბუნებრივ რესურსებს. ვულკანებმა და გეოთერმულმა წყლებმა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება განაპირობეს. ამ მიზეზით, ისლანდია არ საჭიროებს ხელოვნურ გათბობას. გეოთერმული ენერგია ისლანდიის სახლების უმეტესობას სითბოთი ამარაგებს.
ეროვნული სამზარეულო
ისლანდიის კულინარული ტრადიციები აოცებს. მაგალითად, ტრადიციული ეროვნული კერძი ჰაუკარლი წარმოადგენს წვრილად დაჭრილ ზვიგენის დამპალ ხორცს. თუ ამ კერძის დაგემოვნებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მას შარდის გემო დაჰკრავს. ეს იმით აიხსნება, რომ კერძის მოსამზადებლად გრენლანდიურ ზვიგენს იყენებენ, რომელსაც საშარდე გზები არ გააჩნია. ასეთი ხორცი შხამიან ამიაკს შეიცავს. საკვებში მოხმარებამდე, ზვიგენს 3-4 თვით მიწაში ფლავენ, კარგად რომ დალპეს.
უსაფრთხოება
ისლანდიის მცხოვრებლებს საერთოდ არ ადარდებთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ქვეყანას არ გააჩნია ჯარი, ფლოტი და სამხედრო-საჰაერო ძალები. პოლიციელებიც კი არ ატარებენ თან იარაღს. ძალოვანი სტრუქტურებიდან ყველაზე გავლენიანი – სანაპირო დაცვაა. თუკი ისლანდიელი მამაკაცი ჯარში მსახურობას მოისურვებს, მას შეუძლია ნორვეგიულ ჯარში იმსახუროს შეთანხმებით, რომელიც 2 ქვეყანას შორისაა დადებული.
ნდობის ფაქტორი
ისლანდიაში ერთმანეთის მიმართ ნდობის უპრეცედენტოდ მაღალი დონეა. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება. ქვეყანაში მოგზაურობისას, ხშირად იხილავთ ფერმერული პროდუქტების ფულზე გამცვლელ პუნქტებს. ეს გახლავთ დახლები ეკო-პროდუქციით, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დამოუკიდებლად გაცვალოს პროდუქტი შესაბამისი თანხის რაოდენობაზე. არავითარი გამყიდველი, დაკვირვების კამერა და საკონტროლო სისტემა. ყველაფერი ნდობაზეა დაფუძნებული. უბრალოდ, იღებ პროდუქტს, ფულს კი სპეციალურ ყუთში ყრი. ვინაიდან, რეიკიავიკში ყველა ერთმანეთს იცნობს, ხშირად აქ არც სახლის და არც მანქანის კარებს არ კეტავენ. სამსახურში მიღებისას, უცხოელს რეკომენდაციას არასოდეს სთხოვენ, მას უბრალოდ სიტყვაზე ენდობიან.
უნიკალური ბუნება
ისლანდია ვულკანური წარმოშობის ყველაზე დიდი კუნძულია მსოფლიოში. ქვეყნის ტერიტორიაზე ბუნების ნამდვილი ძეგლებია წარმოდგენილი:
უზარმაზარი ჩანჩქერები, გეიზერები, ყინულის გამოქვაბულები… ისლანდია ძალიან საინტერესო ადგილია, სადაც ათასწლიანი ყინულები ცხელ ვულკანებთან მეზობლობს.
ელფები და ტროლები
ისლანდიელების უმეტესობას დღემდე სჯერა ელფებისა და ტროლების. ეს კი გზის ან სახლის შენებისას სირთულეებს იწვევს. მშენებლობის დაწყებამდე, აქ კონსულტაციას გადიან ადგილობრივ ”ჯადოქრებთან” იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ ქვის გადაწევა, თუ მის ქვეშ ელფი ცხოვრობს? ხანდახან, იმისათვის, რომ ელფი ”არ გაანაწყენონ” და ქვა გადაწიონ, ისლანდიელები მაგიურ რიტუალებს ასრულებენ. მაგალითად, რამდენიმე ხნით ქვას თაფლში ათავსებენ.
ქვეყანა მაკდონალდსის გარეშე
ისლანდიაში არ არის მაკდონალდსის რესტორნები. უკანასკნელი 2008 წელს კრიზისის დროს დაიხურა. რამდენიმე ხნის წინ ისლანდიის ეროვნულ მუზეუმში მაკდონალდსის უკანასკნელი სიმბოლური ულუფა გამოფინეს.