იპოთეკური სესხები ბანკ "რესპუბლიკისგან" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" უკეთესი გარემოს შესაქმნელად - კვირის პალიტრა

იპოთეკური სესხები ბანკ "რესპუბლიკისგან" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" უკეთესი გარემოს შესაქმნელად

წლის ამ პერიოდში ბევრი ოჯახი ცვლის ინტერიერს, საცხოვრებელ გარემოს ნათელი და ხალისიანი ფერებით ავსებს. ყველას, ვისაცსურს, შეიქმნას საოცნებო საცხოვრებელი გარემო და რემონტისთვის, მშენებლობისთვის ან უძრავი ქონების შესაძენად ესაჭიროება თანხა, ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი  "სოსიეტე ჟენერალი" სთავაზობს ორი სხვადასხვა ტიპის იპოთეკურ სესხს და აძლევს საშუალებას, თავად აირჩიოს მისთვის სასურველი სასესხო პირობები.

მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დაბალი და მოქნილი საპროცენტო განაკვეთი, ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" ურჩევს, ისარგებლონ "მოქნილი" იპოთეკური სესხით. მათ კი, ვინც სესხის სრული ვადის განმავლობაში უპირატესობას სტაბილურ საპროცენტო განაკვეთს ანიჭებს, ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" სთავაზობს სტანდარტულ იპოთეკურ სესხს –"ჩემი კუთხე".

"მოქნილი" იპოთეკური სესხი:

"მოქნილი" იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ლონდონის ბანკთაშორის შეთავაზების ინდექსზე–LIBOR. "მოქნილი" იპოთეკური სესხის არჩევისას მომხმარებელი იღებს სპეციალურ ფასდაკლებას. იმ შემთხვევაში, თუ "მოქნილი" იპოთეკით სარგებლობისას მომხმარებელს არ დააკმაყოფილებს სესხის საპროცენტო განაკვეთი, მას ნებისმიერ დროს შეუძლია სტანდარტული იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთზე გადასვლა.

"მოქნილი" იპოთეკის პირობები:

•    ვალუტა: აშშ დოლარი;

•    სესხის მინიმალური მოცულობა: 50,000 აშშ დოლარი;

•    სესხით სარგებლობის ვადა: 15 წლამდე;

•    მინიმალური შემოსავალი: 3000 ლარი;

•    მომსახურების საკომისიო: 0%;

•    დამტკიცების საკომისიო: 1.50%;

•    დაზღვევის საპროცენტო განაკვეთი: 0.50%.

"მოქნილი" იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშების მაგალითი

სესხის ვადა                                                                                             15 წელი

სტანდარტული იპოთეკური სესხის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი   11%

დაზღვევის საპროცენტო განაკვეთი                                                         +0.50%

ფასდაკლება                                                                                            -2.29%

LIBOR-ის ინდექსი                                                                                    +0.52%

"მოქნილი" იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი                              9.73%

იპოთეკური სესხი "ჩემი კუთხე":

•    ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო;

•    სესხის მინიმალური მოცულობა: 2.000 აშშ დოლარი;

•    სესხით სარგებლობის ვადა: 15 წლამდე;

•    საპროცენტო განაკვეთი: 11%-იდან;

•    მინიმალური შემოსავალი: 400 აშშ დოლარი/რეგიონებში 300 აშშ დოლარი;

•    დამტკიცების საკომისიო: 1%;

•    მომსახურების საკომისიო: 0%;

•    დაზღვევის საპროცენტო განაკვეთი: 0.50%-დან.

R