"ჩემი ცხოვრების სიყვარული მოვკალი, სხვა რა გითხრათ?” - უთხრა გიორგი ტყავაძემ გამომძიებელს, რომლმაც მას ცოლის მკვლელობის მიზეზი ჰკითხა... რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ორხევის ხიდთან ქმარმა ცოლი საკუთარ ავტომობილში დანით მოკლა, შემდეგ კი, პოლიციას ჩაბარდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ, უფროსი 15 წლისაა, მომდევნო 13-ის, მესამე 4-ის, ყველაზე პატარა კი 2 წლის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგიმ ტყავაძემ თეა მეტრეველი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ერთ-ერთმა მეზობელმა ინკოგნიტოდ ისიც მითხრა, რომ ქალი ახალგზრდა მამაკაცთან ერთად შინიდან რამდენიმე დღით გაიპარა... ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად და იმის გასარკვევად თუUრა მოხდა რეალურად, ტყავაძეებისა და მეტრეველების ოჯახებს შინ ვესტუმრე.ლია ტყავაძე, გიორგი ტყავაძის დედა: - გიორგი და თეა 18 წლისანი იყვნენ, რომ დაქორწინდნენ. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. თეა ჩვენც ძალიან გვიყვარდა, თბილი, საყვარელი გოგონა იყო, მისთვის არაფერი მოგვიკლია, შვილივით ვანებივრებდით. გვეგონა, დაგვიფასა კიდეც, საუკეთესო რძალ-დედამთილობა გვქონდა, დაქალებივით ვიყავით. ჩვენი ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ვიწროდ ვცხოვრობდით, პატარა ბინა გვქონდა.თეონა ტყავაძე, გიორგი ტყავაძის და:- ჩვენ დებივით ვიყავით. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. თავისი მშობლების სახლში იშვიათად მიდიოდა. სულ შინ, ჩვენთან უნდოდა ყოფნა. თეას და ჩემ ძმასაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. არ მჯერა, რომ ის რაც მოხდა სიმართლეა. თავი სიზმარში მგონია.ლია ტყავაძე:- 17 წლის ოჯახი ჰქონდათ. უფროსი ბიჭი 15 წლის ხდება, მომდევნო გოგონა 13 წლის... საბავშვო ბაღში ოთხი წელი ვიმუშავეთ ერთად. სამსახურშიც ერთად მივდიოდით და შინაც ერთად ვბრუნდებოდით. თეა ჩემმა შვილმა ცოლად რომ მოიყვანა, მე 35 წლის ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ ყველანი ერთად გავიზარდეთ... მერე რა მოხდა არ ვიცი, ამ რამდენიმე თვის წინ თეა ცოტა შეიცვალა, რაღაც აშკარად ჭირდა, მაგრამ ვერ ვხდებოდი... ჩვენ ადრე ვერაზე ვცხოვრობდით, ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც აქ, ამ დაწყევლილ უბანში გადმოვედით (მოსკოვის პროსპექტზე). ჩემი შვილი ძალიან თბილი და მოსიყვარულე მეუღლე იყო. პროფესიით სტომატოლოგია, მაგრამ ტაქსის მძროლად მუშაობდა. სამუშაოდ ღამით გადიოდა, რამდენჯერმე უასიამვნო შემთხვევა ჰქონდა, ნასვამები აუშარდნენ. ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი და ვთხოვდი, დღე ემუშავა. რატომღაც თეა ღამით მუშაობისკენ უბიძგებდა... გიორგი ცოლ-შვილს არაფერს აკლებდა. თეა რომ რაიმე ნივთის ყიდვას მოინდომებდა, ჩემი შვილი ეტყოდა, - შენ არ ინერვიულო, მთელი ღამე ვიმუშავებ და რაც გინდა მაინც გიყიდიო... - იქნებ იმის შესახებ გვიამბოთ, თეა შინიდან როგორ გაიპარა? ლია ტყავაძე: - არა, ეგ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თეა შინიდან არ გაპარულა.ყველაფერს გიამბობთ, ერთხელ ჩემი შვილი შინ გვიან ღამით დაბრუნდა. საძინელებელში შესულს თეა მძინარე დახვა. გიორგის ტელეფონის "დამტენის” ძებნა დაუწყია და ამასობაში თეას ტელეფონს წასწყდომია. უნახავს, რომ მისი ტელეფონიდან ღამის სამ საათზე მესიჯი ყოფილა გაგზავნილი... გიორგიმ მერე, მოგვიანებით მითხრა, -მესიჯი რომ წავიკითხე თავზარი დამეცაო. მისი ცოლი თურმე ვიღაცას სწერდა, - ბექა მიყვარხარ, ჩემი უძილობა ხარ, ყველაზე დიდი იდიოტი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარო. მაშინვე გაუღვიძებია ცოლი და სამზარეულოში გაუყვანია. მე ჩხუბის ან ხმამაღალი საუბრის ხმა არ გამიგია. როგორც ყოველთვის, მაშინაც შვიდ საათზე გავიღვიძე. როგროც კი ავდექი გიორგი და თეა მაშინვე გამოვიდნენ სამზარეულოდან. თეა ისევ საძინებელში შევიდა და წამოწვა. მე დავუძახე, აღარ ჩაიძინო, ბარემ ბავშვებს ჩავაცვათ და წავიდეთ-მეთქი. მართლაც რამდენიმე წუთში გამოვიდა და წავედით... სამსახურში, როგორც წესი გიორგიმ წაგვიყვანა. გზაში არც ერთისთვის არ შემინიშნავს, რომ დაძაბულები იყვნენ, ჩვეულებრივად საუბრობდნენ და ბავშვებს ეხუმრებოდნენ. ბაღში რომ შევედით, თეამ ბავშვებს ქურთუკები გახადა და ის იყო, თავის ჯგუფში უნდა შესულიყო, რომ ჩემი შვილი საბავშვო ბაღის ცენრალურ კარებში შემოვიდა. კი გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ ცოლისთვის რაღაცის კითხვა უნდა და იმიტომ გამოჰყვა-მეთქი. გიორგი და თეა მანქანაში დიდხანს საუბრობდნენ თურმე.ჩემი შვილი ცოლისგან მოითხოვდა, ეთქვა, ვის მისწერა სასიყვარულო მესიჯი. ის კი არწმუნებდა, რომ ტელეფონი მისგან მეზობლის 15 წლის გოგონამ, მარიმ ითხოვა და მესიჯიც მისი გაგზავნილი იყო. გიორგი რა თქმა უნდა არ უჯერებდა, იმიტომ რომ მესიჯი ღამის 3 საათზე იყო გაგზავნილი. ასეთ დროს მარი და თეა ერთად როგორ იქნებოდნენ? ბოლოს თეა აყვირებულა, ნუთუ ეს ტელეფონი გახდა ჩხუბის მიზეზიო, ტელეფონი შუაზე გადაუტეხია და მანქანიდან გადაუგდია. ჩემს შვილს უთქვამს, მე ახლა სოფელში, საქმეზე მივიდავრ და რომ დავბრუნდები, შენი სიმართლის დამტკიცება მოგიწევსო. თეა საბავშვო ბაღში შემობრუნდა, მაგრამ მალე ისვ გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. ჩანთაც კი იქ დატოვა. მოგვიანებით ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, ტელეფონზე ვიღაცას ეუბნებოდა, - მე სულ ფეხზე მკიდია, უკვე მოვდივარო...მალე გაირკვა, რომ საკუთარი მშობლების სახლში წასულა და ძმისთვის შეუჩივლია, ქმარი რაღაცას მაბრალებსო. დათოს გიორგისთვის დაურეკავს და უკითხვას სად ხარო. ჩემს შვილს თავის ცოლისძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დათო ძალიან კარგი, შეგნებული ბიჭია, ჩემი გიორგი ძალიან უყვარდა. იმ დღეს ვერა, მაგრამ მეორე დღეს სიძე და ცოლისძმა ერთმანეთს შეხვედრიან და ულაპარაკიათ. გიორგის დათოსთვის ყველაფერი მოუყოლია, ისიც ძალიან გაბრაზებულა, თავმოყვარე ბიჭია და... მერე ორივეს გადაუწყვეტიათ, რომ მეზობლის გოგოს ანუ მარის დალაპარაკებოდნენ.მარის უთქვამს, რომ მისთვის თეას დაურეკავს და უთხოვია მესიჯის მიწერა ვიღაც ბექასთვის თავის თავზე აეღო. 15 წლის გოგონამ კი ეს ვერ იკისრა, ვერ დაიბრალა. ეს ამბავი თეას რომ გაუგია, მშობლების სახლიდანაც წასულა, უთქვამს, -თავი უნდა მოვიკლაო. რამდენიმე დღის განმავლობაში რომ არ გამოჩნდა ოჯახს პოლიციაში გაუცხადებია მისი დაკარგვის შესახებ. არავინ არაფერი ვიცოდით, სად ან ვისთან იყო. ექვს თუ შვიდ დღეში გამოჩნდა, გიორგის დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ეს ამბავი ძალიან არ მესიამოვნა და ჩემს შვილს ვუსაყვედურე. მან კი დამამშვიდა, -ნუ გეშინია დედა, გადაწყვეტილება უკვე მივიღე, მე და თეა ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ, უბრალოდ ჩემი შვილების დედაა და არ მინდა ქუჩაში აღმოჩნდეს. თქვენ გვერდით დამიდექით, ეს ბავშვები დამაზრდევინეთ. შვილებისთვის იმაზე მეტს გავაკეთებ რასაც აქამდე ვაკეთებდიო...****მევლუდი მეტრეველი, თეა მეტრეველის მამა:- ის რასაც ტყავაძეები ლაპარაკობენ სიმართლე არ არის. ამ ოჯახმა ჩემს შვილს სიცოცხლე გაუმწარა. გიორგი თუ მართლა ვაჟკაცი იყო და იფიქრა, რომ ცოლი ღალატობდა, გაშორებოდა, რატომ მომიკლა შვილი? რაც იყო და არ იყო ყველაფერი მიაწერეს ჩემს შვილს. თეა სულ იმას ამბობდა, ჩემი სიმართლე უნდა დავამტკიცოო... სტატიის სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ”კვირის პალიტრის” ორშაბათის ნომერში.ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)