კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, და­ვით კირ­კი­ტა­ძის და­ა­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი გახ­და - კვირის პალიტრა

კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, და­ვით კირ­კი­ტა­ძის და­ა­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი გახ­და

ვრცელდება კანონდარღვევის ამსახველი კადრები, რომელიც სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დააკავების მიზეზი გახდა. კადრები გურჯაანის რაიონის, სოფელ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას არის გადაღებული და ჩანს, როგორ ურტყამს ავტობუსზე ამძვრალი კირკიტაძე ფეხს პოლიციელს.

ნაციონალური მოძრაობის" წევრი პოლიციამ რამდენიმე საათის წინ კახეთში დააკავა. დაკავების მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელია.

დაკავებისას კომენტარი გააკეთა კირკიტაძემ: "საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა - იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის სახედაკარგული, შეშინებული პოლიცია", - განაცხადა მან.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავების ფაქტზე ოფიციალური განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროში. იხილეთ სრულად