ვინ არის 22 წლის ქართველი მეზღვაური, რომელიც ლიბიაში, ნაოსნობისას დაიკარგა? - კვირის პალიტრა

ვინ არის 22 წლის ქართველი მეზღვაური, რომელიც ლიბიაში, ნაოსნობისას დაიკარგა?

ქართველი მეზღვაური ორი კვირაა ოჯახს არ დაკავშირებია.

22 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. იგი ორი კვირაა გაუჩინარებულია და ოჯახთან კომუნიკაცია არ აქვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განუცხადა, მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ უწყებაში შეტყობინება 16 იანვარს შევიდა. მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინიტროსთან ერთობლივად სიტუაციის დადგენა მიმდინარეობს.

"2019 წლის 16 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე "Mv Dogan Bey (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata 07.01.2019 ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობს სიტუაციის დადგენას. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც დიპლომატიური არხებით, ისე გემის, დროშისა და გემთმფლობელის მიმართულებით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე მოახდინოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება",- განაცხადა თამარ იოსელიანმა.