"ჩემსა და ნინიზე გავრცელებულმა ჭორმა კიდევ უფრო "გამაპიარა," მგონი, უკვე სასურველი სასიძო ვარ"
"ძალიან გამიკვირდა, ჩემი და ნინის "სიყვარულის ამბავი" პოლიტიკურმა გაზეთებმაც რომ დაბეჭდეს..."
"ბებიას შვიდი და ჰყავდა, შესაბამისად, მთელი თბილისი ჩვენ ვართ."
აქტიური, მარავალმხრივი, მოძრავი, კრეატიული, საქმიანი, - ბახვა ბრეგვაძის დახასიათება შეიძლება უსასრულოდ გარძელდეს, თუმცა ის ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსის ცოტნე ცოტაშვილის გარემოცვის წევრი და მისი მარჯვენა ხელია.
- ბახვა, შენს პერსონაჟსაც სერიალში ბახვა ჰქვია...
- ბახვა ვარ, ბახვა! სხვა სახელი რომ მერქვას და ის დამიძახონ, ალბათ ვერ აღვიქვამდი... სერიალში ჩემმა სახელმა მარკეტინგულადაც გაამართლა. ეს სახელიც ცხოვრებაშიც მშვენივრად გამომადგა, ისე, თავიდან კი ვაპროტესტებდი...
- ბაბუის სახელია?
- ბაბუას ბახვას უფრო მეტსახელად ეძახდნენ, მე კი რეალურად დამარქვეს. ბახვა ფულავა - ლიტერატურული პერსონაჟი ხომ გაგიგონიათ?
- როგორ არა, გიორგი წერეთლის "პირველი ნაბიჯის" მთავრი გმირია... თუ სერიალს დავუბრუნდებით, - რა ტიპია სერიალში ბახვა, რა უნდა, რა მოთხოვნები აქვს?
- ვფიქრობ, დადებითი პერსონაჟია, რადგანაც ბოლომდე უარყოფითი გმირები სერიალში არ არიან. ბახვა ერთგული, ალალი, მოწადინებული ტიპია, ცოტა ფორიაქა. მთლიანობაში ალბათ უფრო დადებითი გმირია და ამიტომაც არის, რომ ქუჩაში ხალხისგან და მაყურებლისგან უამრავ სითბოს ვგრძნობ. ყურადღებას მაქცევენ როგორც უცნობი, ისე, ცნობილი ადამიანები. ამას ის განაპირობებს, რომ ასეთი პოპულარულია თავად სერიალი. ისე, როგორც არაპროფესიონალს, მაგრად გამიმართლა, რომ საოცარ თანავარსკვლავედში მოვხვდი, ძალიან კარგი მსახიობები მონაწილეობენ, - ასე ზუსტად შერჩეული მსახიობები იშვიათია, რომლებიც ასე კარგად ასრულებენ მათთვის მიცემულ ამოცანას. გარდა იმისა, რომ სცენარისტი სასწაულებს ახდენს.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქეთი დევდარიანმა სცენარისტის საქმე წინ წამოსწია და მისი მნიშვნელობა ყველას დაანახვა. ყველა დარწმუნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ სცენრს.
- მიუხედავად იმისა, რომ შენი პერსონაჟი უხვსიტყვაობით არ გამოირჩევა, ყველამ იცის, ვინ არის ბახვა...
- თავიდან ეს მეც მიკვირდა, მაგრამ იყო პერიოდი, როცა დიდი ტექსტებიც მქონდა. ასეა, რომელიღაც პერსონაჟი წამოიწევს, მერე დაიკარგება და ისევ გამოჩნდება.…თავიდან იმ დიდ ტექსტებზე ვღელავდი.
საერთოდ, ჩემთვის საინტერესო და ახალი სფეროა. ასმაგად მიხარია, რომ კომპლიმენტებს კარგი მსახიობებისგან ვიღებ. არადა, თვითონ საკუთარი ნამუშევარი არ მომწონს ხოლმე. მაგრამ თავს იმით ვიიმედებ, ცუდი რომ იყოს, ალბათ არც გამაჩერებდნენ-მეთქი, რადგანაც საკმაოდ მაღალი ხარისხის სერიალია. ბევრს ითხოვენ, რაც არ უნდა უყვარდეთ ესა თუ ის მსახიობი, მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ, იქ უაზროდ არავის გააჩერებენ...
- ადრეც გვისაუბრია იმაზე, რომ პროფესიით მსახიობი კი არა, ეკონომისტი ხარ, მუშაობ კრეატიულ დირქტორად, მარკეტინგში და განათლება საერთაშორისო მიმართულებითაც გაქვს მიღებული...
- კი, ცხოვრების განმავლობაში სულ რაღაც ახლის ძიებაში ვარ. ვცდილობ, მუდმივად რაღაცაში გავერკვე. მერე ხელს თუ მოვკიდებ, ისე უნდა გავკეთო, რომ კარგად გამომივიდეს, თუ კარგად არ ვარ რამეში დარწმუნებული, იმ საქმეს არ ვიწყებ... ამასწინათ დედამ მითხრა, აღარ გახსოვს, თორემ მსახიობობა გინდოდაო. მართლა არ მახსოვს, თუმცა ამ სფეროსკენ გული ირიბად სულ მიმიწევდა. თან, მაგ სფეროში ბევრი ახლობელი მყავს, ადრეც უთქვამთ, კინოში უნდა გადაგიღოთო, მაგრამ სულ ვიმალებოდი. ახლა ისე შემიყვარდა ეს პროცესი, რომ შეიძლება რაღაც ვიფიქო კიდეც.
- ისე, ერთხელ შენი ნამღერიც მოვისმინე. მრავლმხრივ ნიჭიერი ადამიანი ხარ...
- ჩემთვის ვმღერი რაღცებს, ზოგადად ძალიან მიყვარს მუსიკა და ვიწრო წრეში შეიძლება წავიღიღინო კიდეც, განსაკუთრებით როცა "გრადუსის" ქვეშ ვარ (იცინის).
- გიყვარს ალკოჰოლის მიღება?
- კონიაკის ქარხანაში ვმუშაობ და როგორ არ უნდა მიყვრდეს? თუმცა არ მიყვარდა, მაგრამ იქ წრუპვა-წრუპვით შევეჩვიე.
- ბახვა, ბოლო დროს შენსა და ნინი ბადურაშვილის სიყვარულზე გავრცელებული ჭორი იქმადე მივიდა, რომ მგონი, ბევრმა დაიჯერა კიდეც...
- იმდენჯერ ავხსენით და განვმარტეთ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, მაგრამ მაინც ეტყობა, ვიღაცებმა არ დაგვიჯერეს და ამაზე ისევ ლაპარაკობენ. მე და ნინი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ... რა შეყვარებულები, სირცხვილია... მერე ვბჭობდით თუ რამ გამოიწვია ეს? - "ფეისბუქზე" ჩვენი ერთად გადაღებული მხოლოდ ერთი ფოტო დაიდო.ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, ჩემი და ნინის "სიყვარულის ამბავი" პოლიტიკურმა გაზეთებმაც რომ დაბეჭდეს. არადა, ერთი ჩვეულებრივი ფოტო იყო, რომელიც თაკო გაჩეჩილაძის დაბადების დღეზე (ძალიან ვიწრო წრეში) გადაგვიღეს. ისე, ჩვენი ფოტოები აქამდეც იდებოდა "ფეისბუქზე", მაგრამ ახლა გადაირია ყველა… ნინი ამას იმით ხსნის, რომ აქამდე ცნობილი არ იყავიო...
- ძნელია ხომ პოპულარობა? ნინი შენს შენს გაპოპულარულებას როგორ აფასებს?
- ჩვენი სერიალის აქტიური მაყურებელია და მაქებს ხოლმე. თავად მსახიობია და მიხარია მისი შეფასება.
- შეყვარებული არ ხარ?
- არა და ჩემსა და ნინიზე გავრცელებულმა ჭორმა კიდევ უფრო "გამაპიარა." მგონი, უკვე სასურველი სასიძო ვარ (იცინის).
- ძალიან აქტიური ადამიანი ხარ, გყავს უამრავი მეგობარი და ნაცნობი, ნებიმიერ ჯგუფთან ურთიერთობ. როგორ ახერხებ? ამაში შენი კრეატიულობა გეხმარება?
- მაგას ჩემს ოჯახს ვაბრალებ. ბებიას შვიდი და ჰყავდა, შესაბამისად, მთელი თბილისი ჩვენ ვართ. დედაჩემის დეიდაშვილის შვილები, შვილთაშვილები, ძალიან ბერნი ვართ. მამაჩემის მხრიდანაც ასეა... ზოგადად ადამიანები მიყვარს, ყველა საინტერესოა, ყველასგან შეგიძლია, რაღაც ისწავლო. ერთერთი ცალსახად უარყოფით ადამიანებთან ვერ ვურთიერთობ.
ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)