ახალი აღმოჩენა - ზეითუნის ზეთი კიბოს უჯრედებს სპობს - კვირის პალიტრა

ახალი აღმოჩენა - ზეითუნის ზეთი კიბოს უჯრედებს სპობს

ამ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოლეოკანთალი არ აზიანებს ჩვეულებრივ, ჯანმრთელ უჯრედებს, ის მხოლოდ მცირე ხნით აჩერებს მათ სასიცოცხლო ციკლს. გარკვეული დროის შემდეგ უჯრედები აღადგენენ საკუთარ აქტივობას.

არსებობს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონებში კიბოთი დაავადების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე, მაგალითად, დასალეთ ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში.

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა გამოკვლევამ დადასტურა, რომ ზეითუნის ზეთი მალე შეიძლება კიბოს საწინააღმდეგო ეფექტიან საშუალებად იქცეს. უფრო სწორედ კი ზეითუნის ზეთში შემავალ ერთ-ერთი ექსტრაკლასის კომპონენტს აღმოაჩნდა კიბოს უჯრედების განადგურების თვისება, თან ისე, რომ არ დააზიანოს ჯანმრთელი უჯრედები. ეს კომპონენტი ოლეოკანთალია, რომელიც კიბოს უჯრედის ნაწილს არღვევს და ათავისუფლებს იმ ფერმენტებს, რომლებიც უჯრედის კვდომას იწვევს. ოლეოკანთალის გამოკვლევა ჩაატარეს დიეტოლოგმა რატგერსის უნივერსიტეტიდან (აშშ) და ორმა ბიოლოგიის ექსპერტმა ჰანტერის კოლეჯიდან (აშშ).

ოლეოკანთალის შესაძლებლობა გაანადგუროს კიბოს უჯრედები ცნობილი აქამდეც იყო, ოღონდაც მისი ბიოლოგიური მექანიზმი არ იყოს შესწავლილი. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, რატგერსის უნივერსიტეტის დიეტოლოგიის პროფესორი პოლ ბრესლინი ვარაუდობდა, რომ ოლეოკანთალი იწყებდა უჯრედის სიკვდილის პროგრამირებას, რაც ცნობილია აპოპტოზის სახელით. ეს პროცესი უდიდეს როლს თამაშობს კიბოს თავიდან აცილებაში. გამოკვლევის შედეგი გამოქვეყნებულია ჟურნალში “Molecular and Cellular Oncology.” ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად ბრესლინმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს კიბოს უჯრედების ქცევა ოლეოკანთალის ზემოქმედებსას, აღმოჩნდა, რომ უჯრედების სიკვდილი დგებოდა ძალიან სწრაფად - 30 წუთის შემდეგ ნივთიერების მიღებიდან, რაც ეწინააღმდეგებოდა მეცნიერის ჰიპოთეზას, რადგან აპოპტოზის შედარებით გრძელვადიანი პროცესია, რომელის 16-დან 12 საათამდე გრძელდება. გამოკვლევის სხვა ავტორმა ივარაუდა, რომ ოლეოკანთალის ზემოქმედებით კიბოს უჯრედების კვდომას მათი საკუთარი ფერმენტები იწვევს, ანუ ოლეოკანთალი ხვრეტს კიბოს უჯრედების ბუშტუკებს, ე.წ. ლიზოსომებს, რომლებიც უჯრედის ძველ და ნარჩენ კომპონენტებს შეიცავს. ლიზოსომები ასევე შეიცავენ აუარება ფერმენტებს, რომელებიც საკვების მომნელებენ ფერმენტებს ჰგვანან და აქვთ შესაძლებლობა დაანგრიონ სხვადასხვა ბიომოლიკულები, რომელთან კონტაქტშიც შედიან. კიბოს უჯრედოვანი სტრუქტურების ნგრევას მივყავართ ამ ფერმენტების უჯრედში მოხვედრასა და მის სიკვდილამდე. ამ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოლეოკანთალი არ აზიანებს ჩვეულებრივ, ჯანმრთელ უჯრედებს, ის მხოლოდ მცირე ხნით აჩერებს მათ სასიცოცხლო ციკლს. გარკვეული დროის შემდეგ უჯრედები აღადგენენ საკუთარ აქტივობას. უკვე დაგეგმილია გამოკვლევის შემდეგი ეტაპი, რომელიც ლაბორატორიულ კვლევას გასცდება და საცდელ ცოცხალ არსებებზე ჩატარდება.

ზეითუნის ზეთის სამკურნალო თვისებები აქამდეც ცნობილი იყო. ჩენში ალბათ ბევრმა კარგად იცის, რომ ის კარგი საშუალებაა ანთებითი პროცესების და გულის დაავადებების წინააღმდეგ. სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე წერენ, რომ ამერიკელი მეცნიერები კვლევას ზურგს უმაგრებს დაკვირვება ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონების მაცხოვრებლებზე. დიდი ხანია, მიიჩნევა, რომ ხმელთაშუაზღვისპირა სამზარეულო ჯანმრთელობაზე კარგ გავლენას ახდენს. ამასთანავე არსებობს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონებში კიბოთი დაავადების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე, მაგალითად, ევროპის სხვა ქვეყნებში და ამერიკაში.

წყარო