კიანუ რივზი: "ოღონდ კი ოდნავ მაინც შევუმსუბუქო ვინმეს ცხოვრება" - ჩვენი დროის "ნეოს" სიყვარული და მწუხარება - კვირის პალიტრა

კიანუ რივზი: "ოღონდ კი ოდნავ მაინც შევუმსუბუქო ვინმეს ცხოვრება" - ჩვენი დროის "ნეოს" სიყვარული და მწუხარება

"არ შემიძლია ისეთი სამყაროს ნაწილი გავხდე, სადაც ხალხს სიყვარული დაავიწყდა და ისინი მხოლოდ საუკეთესო პარტნიორს ეძებენ... სადაც არ არსებობს ღირსებისა და პატივისცემის ცნება"

"წარმოვიდგენ ხოლმე, ჯენიფერი რომ არ დაღუპულიყო და ჩვენი გოგონაც დაბადებულიყო, ახლა როგორ ვიცხოვრებდით... ვდარდობ იმაზე, რაც არასდროს მქონია და უკვე აღარც მექნება  - მათთან ერთად ცხოვრებაზე"

(ფოტოგალერეა)

ჰოლივუდის ვარსკვლავთა ცხოვრება, მათი ქცევები და ყოველი ნაბიჯი მუდმივად განხილვის საგანია. თუმცა ვარსკვლავთა შორის არიან გამონაკლისებიც, რომელთა პირადი ცხოვრება ძნელად ხდება ჭორაობის საგანი, ამის უფლებას ისინი ნაკლებად აძლევენ ვინმეს, არც სპეციალურად დგავენ სკანდალებს, რათა მუდამ ზედაპირზე იტივტივონ... ასეთ მსახიობთა კატეგორიას მიეკუთვნება კიანუ რივზი, რომელიც საკულტო ფილმ "მატრიცაში" შესრულებული ნეოს როლით მსოფლიო ვარსკვლავად იქცა.

როდესაც მის ბიოგრაფიას, ცხოვრების წესს, იდიალებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ ამ პრაგმატიზმით გაჟღენთილ და გარეგანი ბრწყინვალებით გატაცებულ სამყაროში ის მართლაც "ნეოა" - ახალი ადამიანი -  "მწუხარე სახის რაინდი"...

მისი უბრალო და საიდუმლოებით მოცული ცხოვრება ყველაში ინტერესს იწვევს. ის შეიძლება ვნახოთ მეტროში გაზეთის კითხვისას, ან უბრალოდ, ერთ რომელიმე პარკში თავისთვის, მარტო იჯდეს და ტკბებოდეს ბუნების ცქერით. ეს არაორდინალური პიროვნება არაჩვეულებრივი მსახიობია, მისი ყოველი ფილმი საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს.

"თქვენ მხიარულება გჭირდებათ იმისთვის რომ იცოცხლოთ, მე კი - არა!"

"ყოველთვის უპორატესობას ვანიჭებდი მარტოობას, რას ვიზამ, ცხოვრებამ ასე გადაწყვიტა, ყველაფერი კი ბავშვობიდან დაწყო..." - ამბობს კიანუ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისმა მშობლებმა დაქორწინების შემდეგ, მსოფლიოს გარშემო გადაწყვიტეს მოგზაურობა, კიანუ რივზი 1964 წელს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დაიბადა. მსახიობის ცხოვრებაში სირთულეები ადრეული ასაკიდან დაიწყო. 3 წლის იყო, როცა მამამ მიატოვა, რომელიც მოგვიანებით ნარკოტიკების მოხმარება-გაყიდვის გამო დააკავეს.

დედასთან და პატარა დასთან ერთად, კიანუ ჯერ ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ შტატებში დაბრუნდა, შემდეგ კი კანადაში, დედის მშობლებთან ერთად, ცხოვრობდა. კიანუს დედამ, ინგლისელმა პატრიციამ, ქმარი (წარმომავლობით ნახევრადჩინელი და ნახევრადჰავაელი) ერთ-ერთ კლუბში გაიცნო, სადაც სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობდა, ამბობენ, რომ მომავალი მსახიობის დედა იმჟამად უკვე თანამშრომლობდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან.

კიანუმ სიყმაწვლის წლების უდიდესი ნაწილი კანადაში გაატარა, მის აღზრდაზე ძირითადად ზრუნავდნენ დედის მშობლები და ძიძები. მიუხედავად ყველა პრობლემისა, ოჯახში მთავარი საკითხი ბავშვების განათლება იყო. ის სკოლიდან სკოლაში დაჰყავდათ, თუმცა სწავლაში ხელს ძალიან უშლიდა დისლექსია და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მან საშუალო სკოლა ვერც დაასრულა. მომავალი მსახიობის ოცნება იყო ჰოკეისტი გამხდარიყო, თუმცა ტრამვამ ხელი შეუშალა.

ქალბატონმა პატრიციამ კიდევ ოთხჯერ მოასწრო გათხოვება. თავად კიანუს თქმით, ყველა მისი მამობილი "კარგი კაცი" იყო, და თითოულმა საკუთარი წვლილი შეიტანა მის აღზრდაში. თუმცა, ის ყველაზე ახლო მეგობრად ყოველთვის პატარა დას -კიმს ასახელებს.

ამ პრაგმატიზმით გაჟღენთილ და გარეგანი ბრწყინვალებით გატაცებულ სამყაროში ის მართლაც "ნეოა" - ახალი ადამიანი - "მწუხარე სახის რაინდი"...

მომავალ მსახიობს მუსიკა ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა, თუმცა, ბას-გიტარაზე დაკვრა მხოლოდ 23 წლის ასაკში დაიწყო, ამ დარგში "ექსპერიმენტებს" ავტოფარეხში ატარებდა. 1991 წელს კინოშიც გადაიღეს და საგასტროლო ტურნეშიც წავიდა. უკვე მოზრდილი სკოლის თეატრშიც ხშირად თამაშობდა, 15 წლისამ მონაწილება მიიღო  სპექტაკლში "რომელო და ჯულიეტა" - "მახსოვს, ყველა ცდილობდა რომეოს როლი მიეღო, მე კი ვითხოვე მერკუციოს როლი მოეცათ, მახსოვს, სცენაზე სათამაშო ხმლით როგორ გამოვედი, ტიბალტთან შებრძოლება ჩემი პირველი ექშენსცენა იყო". დაახლოებით ამ დროს გაიტაცა კიანუ მოტოციკლეტით რბოლამ, დღეს კი ამბობს, რომ ის "ბაიკერი" არ არის, უბრალოდ, "ბაიკი" მისი ცხოვრების წესის ნაწილია....

ვარსკვლავს დალხენილი ცხოვრება არც ზრდასრულ ასაკში ეღირსა, მისი შეყვარებული ჯენიფერ საიმი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, მანამდე კი წყვილმა ბავშვი დაკარგა: "ლონდონში ვიყავი გადაღებაზე, როდესაც ჯენიფერმა ატირებულმა დამირეკა, თავიდან ვერაფერი გავიგე, თურმე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო... მას ჩვენი გოგონა - ავა უნდა გაეჩინა, სახელიც კი შერჩეული გვქონდა, მაგრამ ის დავკარგეთ... 16 თვეში კი ჯენიფერიც გარდაიცვალა, ბავშვის დაკარგვის გამო დეპრესიაში იყო, ავარაიმ იმსხვერპლა. საშინლად ვიყავი, მეგონა, ჯენიფერის სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი".

ტრაგედიის შემდეგ რივზს არავისთან ჰქონია სერიოზული ურთიერთობა.

"როდესაც საყვარელი ადამიანი მიდის, სრულიად მარტო რჩები. ისე მტკივა, რომ ის ჩემთან არ არის. მენატრება დრო, როდესაც ჯენიფერი -  ჩემი, მე კი მისი ცხოვრების ნაწილი ვიყავი. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ არ დაღუპულიყო და ჩვენი გოგონაც დაბადებულიყო, ახლა როგორ ვიცხოვრებდით... ვდარდობ იმაზე, რაც არასდროს მქონია და უკვე აღარც მექნება  - მათთან ერთად ცხოვრებაზე, ამას ვერ გამოასწორებ...

ძალიან ძნელია ძვირფასი ადამიანის დაკარგვასთან შეგუება, ამ ტკივილით ცხოვრება, მაგრამ არასდროს გავქცეულვარ რეალობისგან, ეს რა საჭიროა? - ის ადრე თუ გვიან მაინც გვშთანთქავს. ჩემმა სამუშაომ გადამარჩინა. გადამარჩინა სხვა ადამიანებისადმი თაგანგრძნობამ, მათი პრობლემების გაზიარებამ. დრო რა თქმა უნდა კურნავს, მაგრამ ახლობლების დაკარგვით მიღებული ჭრილობა სამუდამოდ რჩება, ჩემ შემთხვევაში ნამდვლად ასეა. ვიმედოვნებ, რომ კიდევ შემიყვარდება და იჯახსაც შევქმნი. ვნახოთ, ცხოვრება ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს".

მის ცხოვრებაში ტრაგედიები ამით არ დასრულებულა - მალევე მისი უახლოესი მეგობარი ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა.  2003 წელს კი კიანუს დის  ავადნყოფობამ -  ლეიკემიამ  პროგრესირება დაიწყო, რამაც აიძულა კიანუ, რომელიც საკუთარ თავშესაფარად სასტუმროს ნომრებს არჩევდა ხოლმე, სახლი ეყიდა და მძიმე ავადმყოფი და თავისთან გადაეყვანა.

მან ცნობილი ფილმის "მატრიცის" ჰონორარის უდიდესი ნაწილი ლეიკემიასთან ბრძოლის ფონდს გადასცა, ყველაფერს აკეთებდა, რათა კიმიც  არ დაეკარგა.

"როდესაც ჩემს პატარა დაიკოს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, მისი სიცოცხლე ბძოლად გადაიქცა. მე მას ისე ვეხარებოდი, როგორც შემეძლო. ვკითხულობდი მკურნალობის ახალებურ მეთოდებზე, დავდიოდი მასთან ერთად საუკეთესო კლინიკებში და უბრალოდ მორალურად ვამხნევებდი - მეჭირა მისი პატარა ხელი და ვცდილობდი გამეხალისებინა. აი, ამიტომაც არ მინდოდა მქონოდა რაიმე სხვა საზრუნავი, რათა მთელი ჩემი თავისუფალი დრო მისთვის დამეთმო, მასთან ერთად ვყოფილიყავი შინ თუ საავადმყოფოში. კიმმა შეძლო და დაამარცხა საშინელი ავადმყოფობა. ახლა, როდესაც მეკითხებიან, რამდენი გამოვიმუშავე და რაში დავხარჯე ფილმ "მატრიცას" ტრილოგიაში აღებული ჰონორარი, - ვპასუხობ - ფულის - ეს კარგი რამაა, ის გაძლევს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, მაგრამ მე ყველაფერს გავიღებდი ახლობლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის. კიმის სიცოცხლისთვის ბრძოლის შემდეგ, იმის შემდეგ, რაც გადავიტანეთ, გამიჩნდა სურვილი სხვებსაც დავხმარებოდი. შევქმენი ფონდი, რომელიც კიბოთი დაავადებულებს ეხმარება...  ვრიცხავ თანხებს სავადმყოფოებსა და კვლევითი ცენტრებში. სიხარულით გავცემ ჩემი შემოსვალის დიდი ნაწილს, ოღონდ კი ოდნავ მაინც შევუმსუბუქო ვინმეს ცხოვრება. ჩემი აზრით, ადამინისთვის ყველაზე ფასეული ჯანმრთლეობაა - გაუფრთხლდით მას!" - ამბობს კიანუ ერთ-ერთ ინტრევიუში.

მსახიობი ორიგინალურია დაბადების დღის აღნიშვნისასაც. ხშირად მიმართვას თვითირონიას და თავს არავისზე მეტად არ წარმოაჩენს.

რიგ შემთხვევაში ის უარს ამბობს მთავარ როლებზე, როდესაც ჰონორარი მილიონებს აჭარბებს.  სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მისი ფოტოები, ისტორიები, მოსაზრებები:

"თითოეულ ჩვენგანს სიკვდილი ელის, ასე, რომ შეწყვიტეთ დეტალებზე ჩაკირკიტება. მიირთვით გემრიელი საკვები, ისეირნეთ მზის გულზე, თქვით სიმართლე, რომელსაც გულით ატარებთ, როგორც საუნჯეს. იყავით სულელი. იყავით კეთილი. იყავით უცნაური. დრო ხომ ასეთი ცოტაა!"

"მე არ შემიძლია ისეთი სამყაროს ნაწილი გავხდე, სადაც მამაკაცები ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალებს. სადაც არ არსებობს ღირსებისა და პატივისცემის ცნება, სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი - საერთოდ ოჯახი. სადაც ცინგლიანი ბავშვები წარამტებულები არიან, თუკი მამის მანქანას ჩაიგდებენ ხელში და ვისაც ოდნავი ძალაუფლება მაინც აქვს, ცდილობს დაამტკიცოს, რომ შენ არარაობა ხარ. სადაც ხალხი თვალთმაქცურად, ხელში ალკოჰოლის ჭიქით აცხდებს, რომ მას რელიგია სწამს, მაშინ როცა ოდნავი კავშირიც არ აქვს საკუთარ რელიგიასთან.

სადაც მოკრძალება მინუსად ითვლება. სადაც ხალხს სიყვარული დაავიწყდა და ისინი მხოლოდ საუკეთესო პარტნიორს ეძებენ. სადაც ბიჭები, მშობლების ფულს კლუბებში, გართობასა და ნარკოტიკებში ფლანგავენ, გოგონებს კი ისინი მოსწონთ. სადაც ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის და ორივეს ერთად თავისუფალი არჩევანი ჰქვია. მე ვირჩევ ჩემს გზას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემზე მეტად ცდილობს საკუთარი გზის პოვნას", - ამბობს კიანუ რივზი - ჩვენი დროის "ნეო".

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ