ოდრი ჰეპბერნი - მსოფლიო კინოს მარადიული პრინცესა და "მიწიერი ანგელოზი" - კვირის პალიტრა

ოდრი ჰეპბერნი - მსოფლიო კინოს მარადიული პრინცესა და "მიწიერი ანგელოზი"

ოდრი ჰეპბერნი - "გოგონა ბემბის თვალებით" გამოჩნდა თუ არა კინოეკრანებზე, მაყურებლის გული ერთბაშად დაიპყრო. მისი ცხოვრება მხოლოდ კინოში ასახული კადრებით არ შემოიფარგლება, ლამაზი მაკიაჟისა და ფრიალა კაბების მიღმა, უამრავი ტკივილი და დარდი იმალებოდა. "ჩემი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა, მქონდა უმძიმესი მომენტებიც, მაგრამ ყოვველთვის ვხედავდი სინათლეს გვირაბის ბოლოს", - იტყვის  ოდრი ცხოვრების მიწურულს, მანამდე კი...

(ფოტოგალერეა)

ოდრი კეტლინ ვან ჰეემსტრა რასტონი 1929 წლის 4 მაისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაიბადა. მამის ჯოზეფ ჰეპბერნის მხრიდან მას ბრიტანული წარმომავლობა ერგო მემკვიდრეობად, ხოლო დედის მხრიდან გოგონა როგორც ნიდერლანდების, ასევე ბრიტანეთის სამეფო სისხლს ატარებდა, ოდრის დედა მეფე ედუარდ III-ის შთამომავალი იყო.

დედის არისტოკრატიული წარმოშობაც იყო იმის მიზეზი, რომ მშობლები ცდილობდნენ გოგონასთვის სრულფასოვანი განათლება მიეცათ.

ის იჯახში ერთადერთი ქალიშვილი იყო, თუმცა ჰყავადა ორი ნახევარძმა, დედის პირველი ქორწინებიდან. ოდრის დედა ელა მეტად მკაცრი ქალი იყო, მამა კი გაცილებით თბილი და მოსიყვარულე, ამიტომაც გოგონას მამა განსაკუთრებულად უყვარდა. ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როდესაც მშობლები განქორწინდნენ, რაც გოგონასთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა.

სახლიდან წასვლის შემდეგ კი, ჯოზეფ ჰეპბერნი ჯერ ლონდონში დასახლდა, ხოლო შემდეგ შეუერთდა ნაცისტებს და მის კვალს დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ პოულობდა.

ოდრის ოჯახი 1930-იან წლებში პოლიტიკამ გაიტაცა, როგორც დედა, ასევე მამა ღიად თანაუგრძობდნენ ნაცისტებს, გერმანიაში მათ შეკრებებზეც კი დადიოდნენ, გამოდიოდნენ ებრაელების წინააღმდეგ. 1935 წელს, როდესაც ელა და ჯოზეფი განქორწინდნენ, ელა ოდრისთან ერთად ნიდერლანდების ქალაქ არნემში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ გერმანელების მიერ არნემის ოკუპაციის შემდეგ შეიცვალა ელამ პოზიცია და მოგვიანებით უკვე წინააღმდეგობის მოძრაობას ეხმარებოდა. რასაც ვერ ვიტყვით ჯოზეფზე, ის ბოლომდე ნაცისტების სამსახურში დარჩა, რის გამოც ციხეშიც მოხვდა.

ოდრი დიდ ხანს ეძებდა მამას, ის წითელი ჯვრის საქმიანობაშიც ჩაერთო, რათა მისი პოვნის შანსი გაეზარდა, საბოლოოდ გოგონამ მიაღწია მიზანს.

„ ჩემთის დედას და მამას დრო თითქმის სულ არ რჩებოდათ, დამამახსოვრდა, რომ არავის ვჭირდებოდი, თუმცა ამაში ეჭვი მაინც შემქონდა. შოკოლადი კი იყო ჩემი ერთადერთი სიყვარულია, რომელსაც ჩემთვის იმედი არასდროს გაუცრუებია", - წერს ოდრი თავის მემუარებში.

1944 წლის ზამთარი ერთ უმძიმესი პერიოდი იყო როგორს ნიდერლანდების სამეფოს, ასევე ოდრის ცხოვრებაში. შიმშილმა მის ოჯახშიც შეაღწია, ერთ-ერთი ძმა გერმანელების ბანაკში მოხვდა, გოგონა კი მთელი დღის განმავლობაში სიცივეში ლოგინში იწვა და ცდილობდა წიგნი წაეკითხა, რათა შიმშილზე არ ეფიქრა. შიმშილის გარდა ის ერთხელ ისეთ ვითარებაში მოხვდა, როდესაც შემთხვევით დაუსხლტა ხელიდან ნაცისტებს. ერთ-ერთი შეთქმულების დროს, რომლის გამოც მისი ბაბუა და ბიძა დახვრიტეს, გოგონა საიდუმლო წერილების გადამცემი იყო. ის პოლიციას გაექცა და მღრღნელებით სავსე ნესტიან სარდაფში ერთ თვე იმალებოდა. საჭმელად კი მხოლოდ რამდენიმე ვაშლი და მცირეოდენი პური ჰქონდა.

რეპრესიების შემდეგ, როცა ჰეპბერნთა არისტოკრატული ოჯახი სრულიად განადგურდა და მუშათა კლასს გაუთანაბრდა, გოგონა ეცადა, როგორმე ახალი გზა ეპოვა ცხოვრებაში. მან ბალეტის შესწავლა დაიწყო, ამავე დროს, დედასთან ერთად, ექთნად მუშაობდა. ლონდონში გადასვლის შემდეგ ოდრიმ სწავლა მარი ლამბერტთან გააგრძელა, რომელიც ბალეტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს მოცეკვავედ მიიჩნევა. მასწავლებლის შეფასებით, ოდრის სიმაღლეც და ნიჭიც ხელს უწყობდა პრიმა-ბალერინად ჩამოსაყალიბებლად.

გოგონამ დამოუკიდებლად დაიწყო ფულის გამომუშავება, ცეკვავდა კორდებალეტში და რამდენჯერმე გადაიღეს რეკლამებში, სწორედ ამ დროს ჩარლზ ვან დერ ლინდერი თავისი ფილმისთვის ეძებდა მსახიობებს ეპიზოდური როლის შესასრულებლად და მან ოდრი მიიწვია. ამის შემდეგ დაიწყეს ოდრის ფილმებში გადაღება.

1951 წელს ოდრი ბროდვეიზე მიუზიკლში "ჟიჟი" მთავრი როლის შესასრულებლად მიიწვიეს, გოგონა თავდაპირველად უარს ამბობდა, რადგან არ მიიჩნევდა თავს მსახიობად, თუმცა ბარონესა ჰეემსტრას გუმანმა უკარნახა, რომ დადგა "საძაგელი ბატის ჭუკის" გედად გადაქცევის დრო და შვილს დაუყოვნებლივ ნიუ-იორკში გადაბარგება ურჩია. მიუზიკლს დიდი წარმატება ხვდა წილად...

მალევე ოდრი მთავარი როლის შესასრულებლად „რომაულ არდადეგებში“ მიიწვიეს, მისი პარტნიორი კი ყველასთვის ცნობილი გრეგორი პეკი იყო. ფილმის პროდიუსერების ჩანაფიქრით, პეკის სახელი ბილბორდებზე დიდი ასოებით უნდა ყოფილიყო აღნიშნული, ხოლო ოდრი მცირედ გამოეჩინათ, ამ შემოთავაზებაზე თავად პეკმა განაცხადა უარი და გზა ახალგაზრდა მსახიობს დაუთმო. ეს ფილმი მისთვის საეტაპო ნამუშევრად იქცა, ტრამპლინად, ფილმის კინოეკრანებზე გამოსვლის დღეს ოდრიმ ვარსკვლავად გაიღვიძა. მან ამ ფილმში შესრულებული როლისთვის "ოსკარი" დაიმსახურა.

არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა მისი და პეკის სასიყვარულო რომანის შესახებ, რასაც მსახიობები კატეგორიულად უარყოფდნენ, თუმცა ერთხელ ოდრიმ ასეთი რამ თქვა: "სიმართლე გითხრათ, აუცილებელიც კია მცირედ მაინც იყო პარტნიორზე შეყვარებული და ისიც ამასვე გრძნობდეს. როდესაც აპირებთ ითამაშოთ სიყვარული, მას უნდა გრძნობდეთ… ისე, არაფერი გამოვა, თუმცა სულაც არ არის საჭირო ის სცენის მიღმაც გაიტანოთ".

ზემოთნახსენებმა წარმატებულმა მიუზიკლმა გოგონა უილიამ ჰოლდენთან დააკავშირა. ოდრის მსახიობი შეუყვარდა და მის ცოლობაზეც კი ოცნებობდა. იცნება ოცნებად დარჩა და ოდრი ცხოვრების გზამ მელ ფერერთან დააკავშირა, წყვილმა ქოწილი შვეიცარიაში გადაიხადა. ამ დროს ოდრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას მწვავე ასთმა ჰქონდა, ამიტომ შვეიცარიაში ყოფნა აუცილებელიც კი იყო.

იდრი დაფეხმძიმდა, ურთულესი ორსულობა ჰქონდა... ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა, რაც შოკი აღმოჩნდა მსახიობისთვის. ოდრის ქმარი, ამ დროს მთლიანად კარიერული წინსვლაზე ზრუნვით იყო გართული და ამაში ოდრისაც იყენებდა. გოგონას წარუმატებელი და უინტერესო როლების თამაში უწევდა, ქმრის გამო ის უარს ამბობდა სერიოზულ შეთავაზებებზე. მელს არ მოსწონდა, როცა რეჟისორები ოდრით ინტერესდებოდნენ და ჟურნალისტებთან შეხვედრისას ოდრის სულელადაც კი წარმოაჩენდა. სამწუხაროდ, ეს ფაქტი ოდრის არ ანაღვლებდა, ის მხოლოდ დედობის იდაფიქსს შეეპყრი და შვილზე ოცნებობდა.

ოდრი მელთან და ახალშობილ შონთან ერთად

ოდრის საბოლოოდ აუხდა ოცნება, მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც  შონი დაარქვა, ოდრი ფიქრობდა, რომ სწორედ ეს იყო მისი ბედნიერი ცხოვრების საწყისი, რომ შეძლებდა მეუღლესთან და ვაჟთან ერთად მშვიდად ცხოვრებას, თუმცა მელს არ მოსწონდა ლამაზი ცოლის წარმატება და ის, რომ ოდრის თავად ელიზაბედ ტეილორსაც კი ადარებდნენ. საბოლოოდ ისინი განქორწინდნენ. მისი და ფერერის ერთობლივი ნამუშევარი, ფილმი "ომი და მშვიდობა", ძალიან წარუმატებელი გამოდა, თუმცა ამ ფილმის ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ ოდრის განსახიერებული ნატაშა როსტოვაა.

განქორწინება ოდრის წარმატების საწყისადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, ახლა  მას ხელს უკვე აღარავინ უშლიდა. და ის მეგა ვარსკვლავიც კი გახდა.

მსახიობის კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად კი მიუზიკლი „ჩემი მშვენიერლი ლედი“ ითვლება, რომელიც 1964 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ მსახიობი იტალიაში მეორედ გათხოვდა, ის იტალიელ ფსიქიატრ ანდრეა დოტისთან შეუღლდა და ისევ ვაჟი - ლუკასი შეეძნა, თუმცა ქორწინება არ აღმოჩნდა ხანგრძლივი, მსახიობი მესამე ქორწინებას ყველაზე იღბლიანად მიიჩნევდა, მესამე ქმარი რობერტ უოლდერსი ეკრანის დედოფლის გვერდით სიცოცხლის ბოლომდე იყო.

ბოლო როლი მსახიობმა სტივენ სპილბერგის ფილმში „ყოველთვის“ შეასრულა. ამ ფილმისთვის მას 1993 წლის მარტში, სიკვდილის შემდეგ, "ოსკარის" ცერემონიალზე ჯინ ჰერშოლტის საგანგებო ჰუმანიტარული პრემია მიანიჭეს. პრემია ოდრის სახელით ჯულია რობერტსმა ჩაიბარა.

მსახიობი ცდილობდა ყველასთვის შეემსუბუქებინა გაუსაძლისი ცხოვრება, ის ხშირად სტუმრობდა ღარიბთა დასახლებებს.

მსახიობი იმდენად იყო გადართული საზოგადოებრივ საქმიანობაზე, საკუთარ ჯანმრთელობასაც კი არ უფრთხილდებოდა. მორიგი გამგზავრებისას მუცელში საშინელი ტკივილი იგრძნო, რომელიც არა და არ წყდებოდა... ოდრის ექიმებმა კუჭის კიბო დაუდგინეს. თუმცა ავადმყოფობის დროსაც არ შეუწყვეტია საქველმოქმედო მისიებში მონაწილეობა, როგორც ამბობენ, მისი ბოლო ვიზიტისას აფრიკაში ის უკვე  ძალაინ სუსტად გრძნობდა თავს... „არ იყოთ გულგრილები, ამაზე უკეთესს ცხოვრებაში ვერაფერს გააკეთებთ“. - თქვა ოდრიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

მსახიობმა სიცოცხლს ბოლო პერიოდი შვეიცარიის ერთ ლამაზ ქალაქში, ძველებურ სახლში გაატარა. მას ერთი წუთითაც არ მოშორებია რობერტ უოლდერსი. ოდრიმ ერთ-ერთ ბოლო საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა: "მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ერთგულ და საყვარელ ადამიანს, რობერტს, რომელმაც ფილმებში ნათამაშევი ჩემი ყველა რომანი ერთ დიდ სიყვარულში გააერთიანა და რეალური გახადა".

ქალი, რომელმაც ეპოქა შექმნა მსოფლიო კინოს ისტორაში 1993 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. ოდრი შვეიცარიის ქალაქ ტოლოშენაზში დაკრძალეს. "არასდროს მიფიქრია, რომ გასაკუთრებული ვიყავი, სხვები რას ფიქრობდნენ ჩემზე ესეც არასდროს ყოფილა ჩემი საზრუნავი. უბრალოდ, ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც საჭიროდ მივიჩნევდი", - ოდრიმ ესეც ცხოვრების მიწურულისას თქვა...

ოდრის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეტ ტეილორმა განაცხადა „ახლა ღმერთს მიწიერი ანგელოზიც ჰყავს, რომლის მშვენიერებას ვერანაირი ციური არსებანი ვერ გაუტოლდებიანო".

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)

„არ იყოთ გულგრილები, ამაზე უკეთესს ცხოვრებაში ვერაფერს გააკეთებთ“.

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE