ცნობილი ქართველი "სელფომანები" (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ცნობილი ქართველი "სელფომანები" (ფოტოგალერეა)

ტერმინი "სელფი" პოპულარული 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა. მაშინ, როდესაც იაპონიაში ორკამერიანი ტელეფონი გამოიგონეს.

"ფეისბუკის" საყოველთაო გამოყენებამდე, "სელფები" განსაკუთრებით პოპულარული My space-ზე იყო. 2013 წლის ბოლოს, სიტყვა "სელფი" იმდენად ხშირად გამოიყენეს, რომ იგი ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის ონლაინვერსიაშიც კი შეიტანეს.

ჩიკაგოში ამერიკელმა მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ "სელფის" გადაღება ადამიანის მენტალურ აშლილობაზე მიუთითებს.

"აკვიატებული და დაუძლეველი სურვილი გადაუღო საკუთარ თავს ფოტო, განათავსო ინტერნეტში და ამ გზით შეივსო საკუთარი თავისადმი პატივისცემის ნაკლებობა". - ასე ახსნეს "სელფის" დაავადება მეცნიერებმა, თუმცა ეს ყველას არ ეხება და დაავადების მსგავს ახსნას თან დაურთეს რომ, არსებობს  სელფომანიის სამი სტადია. ნაკლებად მწვავე ფორმები, როცა იღებ ფოტოებს და არ ანთავსებ სოციალურ ქსელში, სტანდარტული "სელფი", ფოტოები სარკესთან, მეგობრებთან, საჭმელებთან და სხვა, საბოლოოდ კი ამას თან სდევს გამწვავებული სურვილი რაც შეიძლება მეტი სელფი განათავსო სოციალურ ქსელში.

უამრავი ფსიქლოგიური კვლევებისა და მეცნიერული დასკვნების მიუხედავად, "სელფი" დღეს ყველაზე პოპულარულ ფოტოდ ითვლება, რომელსაც არც ქართველები ეწინააღმდეგებიან და დღის განმავლობაში არაერთ საინტერესო ფოტოს გვთავაზობენ.

ამჯერად ჩვენ ცნობილი ქართველი ქალბატონების Selfie-გალერეას გთავაზობთ

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ