თავადაც მსხვერპლები თუ სისხლიანი ქალბატონები - დიქტატორთა ცოლები - კვირის პალიტრა

თავადაც მსხვერპლები თუ სისხლიანი ქალბატონები - დიქტატორთა ცოლები

მსოფლიო ავტორიტარი მმართველების ცოლებს ყოველთვის უამარვი რამის გადატანა უწევდათ და უწევთ, თუმცა მათგან ზოგი ცდილობდა საკუთარი საქმიანობა რაიმე სასარგებლო საქმის კეთებისთვისა და ქველოქმედებისთვის გამოეყენებინა, სხვანი კი ან სრულიად უუფლებონი იყვნენ ან მხოლოდ დიქტატორი მეუღლეების მხარდაჭერით იყვნენ დაკავებულები.

ფოტოგალერეა

რაკელ მუსოლინი - ბენიტო მუსოლინის მეუღლე

რაკელი 30 წლის განმავლობაში იყო დუჩეს მეუღლე. ფაშისტური რეჟიმის დროს, ის იყო მაგალითი ქალისა, თუ როგორი უნდა იყოს ფაშისტი მეუღლის ცოლი - სამაგალითო დედა და დიასახლისი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მეუღლეს არ აკმაყოფილებდა. 1945 წლის 28 აპრილს მუსოლინი იტალიელმა პარტიზანებმა საყვარელთან კლარა პეტაჩისთან ერათად შეიპყრეს და გაასამართლეს. რაკელი კი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იტალიიდან გაიქცა. 1945 წელს ის შვეიცაიაში იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს. რაკელი ამერიკელებს გადასცეს და რამდენიმე თვეში გაათავსუფლეს კიდეც.

ნადეჟდა ალილუევა - იოსებ სტალინის მეორე მეუღლე

ნადეჟდა ალილუევას ცხოვრებას ბედნიერს ვერავინ უწოდებს, ის სტალინის მეორე ცოლი გახლდათ და გაუძლო 14 წლიან ოჯახურ ცხოვრებას სტალინთან, თუმცა 1932 წლის 9 ნოემბერს თავი მოიკლა -საბჭოთა კავშირის „პირველმა ლედიმ“ ტყვია გულში დაიხალა. როგორც ამბობენ, სიცოცხლის ბოლო პერიოდში ის მუდამ საუბრობდა სტალინთან დაშორებაზე და იამზე, რომ ასე ცხოვრება მეტად აღარ შეეძლო. სტლინის პირველი ცოლი გახლდათ ეკატერინე სვანიძე.

ევა ბრაუნი - ადოლფ ჰიტლერის მეუღლე

ევამ და ჰიტლერმა ერთმანეთი ფოტოატელიეში გაიცნეს. მაშინ ევა 17 წლის იყო, ჰიტლერი კი - 40-ის. ევა მაშინვე მოეწონა ჰიტლერს, თუმცა ის უკვე დაქორწინებული იყო გელი რაუბალიზე.  ადოლფი დღისით ევასთან ერთად იყო, საღამოს კი თავის ცოლთან ბრუნდებოდა, რაც ევას ძალიან აწუხებდა.

1932 წლის დასაწყისში, გელი რაუბალის სიკვდილის შემდეგ, ევა დიქტატორის საყვარელი გახდა, ხოლო ოფიციალურად მათი ურთიერთობა მხოლოდ 1945 წლის 29 აპრილს დაამტკცეს, ხოლო მეორე დღეს წყვილმა თავი თვითმკვლელობით დაასრულა.

ევას დიდი როლი არ ჰქონია პოლიტიკაში, რადგან ჰიტლერი ცდილობდა მისთვის აერიდებინა დიდი პოლიტიკის საკითხები და პრობლემები. ასე რომ 30-იან წლებში ევას ცხოვრება კომფორტულად მიდიოდა. ის გატაცებული იყო ფერადი ფოტოხელოვნებით

კარმენ პოლო - ესპანელი დიქტატორის ფრანცისკო ფრანკოს მეუღლე

ესპანელი დიქტატორის ფრანცისკო ფრანკოს მეუღლე კარმენ პოლო სახელმწიფო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. როგორც ამბობენ, კონსერვატორი და ღრმად მორწმუნე ქალბატონის იდეა გახლდათ ქვეყანაში მკაცრი ცენზურის დამყარება. ის გახლდათ საკმაოდ ამბიციური და ქედმაღალი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ „დონა კარმენმა“ (ამგვარად მიმართავდნენ მას მაღალ ეშელონებში) შექმნა ორგანიზცია „El Moviemento“ - რომლის იდეაც გარდაცვლილი დიქტატორი მეუღლის იდეების განხორციელება იყო. თუმცა, უკანასკნელ წლებში ის განმარტოვებით ცხოვრობდა, სახლდან თითქმის აღარ გადიოდა...

ძიან ცინი - ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერი მაო ძედუნის მეუღლე

ძიან ცინი თავდაპირველად იაპონელი კომუნისტის საყვარელი, ხოლო შემდეგ მეუღლე გახლდათ. გადმოცემის თანახმად, მას უწოდებენ ქალს, რომელსაც დაკარგული ქონდა ყოველგვარი მორალური პრინციპები, იყო ცბიერი და გათვლილი ჰქონდა ყოველი ქმედება. მაოს გარდაცვალების შემდეგ, ძიან ცინი ეცადა მეუღლის პოლიტიკური მემკვიდრე გამხდარიყი, თუმცა უშედეგოდ. მისი სიცოცხლეც არ დასრულებულა ბუნებრივი სიკვდილით, ქალმა 1991 წლის 14 მაისს თავი ჩამოიხრჩო.

ელენა ჩაუშესკუ - რუმინეთის კომუნისტი მმართველის ნიკოლაი ჩაუშესკუს მეუღლე

ელენა რუმინეთში ნიკოლაი ჩაუშესკუს შემდეგ რანგით მეორე პიროვნება გახლდათ. ქალბატონი სახელმწიფო მმართველობაში იკავებდა იმ ადგილს, რაც წესისამებრ მის მეუღლეს ეკუთვნოდა. „ერის დედის“ სახელის გარდა მას სხვა წოდებებიც ჰქონდა, ელენას „პარტიის ჩირაღდნს“ და „გმირ ქალს“ უწოდებდნენ. ქალბატონს მთავარ იდეა შემდგომში მდგომარეობდა: „კაცობრიობის მომავალი - სოციალიზმია“.

ცოლ-ქმარი რუმინეთში ერთად დახვრიტეს და სწორედ ასე დასრულდა რევოლუციის ის პერიოდი, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ ევროპის ექვსმა ქვეყანამ კომუნისტურ წარსულზე  უარი თქვა.

ლუსი ირიარტ როდრიგესი - ჩილეს ყოფილი მმართველის უგუსტო პინოჩეტის მეუღლე

1943 წელს აუგუსტო პინოჩეტი 20 წლის ლუსი როდრიგესზე დაქორწინდა. ჩილეს დიქტატორის მეუღლეზე ბევრი არაფერა ცნობილი. 2007 წელს 84 წლის ქვრივი და მისი 5 შვილი დააკავეს, მათ 27 მილიონი დოლარისა და სხვა სახელმწიფო ქონების მითვისებაში ადანაშაულებდნენ.

სარა - უგანდელი დიქტატორის იდი ამინის მეუღლე

სარა იდი ამინის უგანდის დიქტატორს მეხუთე ცოლი გახლდათ, მას ყველაზე საშინელი ცხოვრება ჰქონდა დანარჩენი დიქტატორის ცოლებისგან განსხვავებით, გოგონა მუდმივი შიშისა და ზეწოლის ქვეშ ცხოვრობდა.  გოგონას მსახურებს მუდამ გარდაცვლილებს პოულობდნენ...

საჯიდა თულფაჰ - ერაყის ექსპრეზიდენტის სადამ ჰუსეინის მეუღლე

საჯიდა თულფაჰი გახლდათ სადამ ჰუსეინის მეუღლე. ისინი ბიძაშვილები იყვენენ. მან ერაყელს დიქტატორ 2 ვაჟი და 3 ქალიშვილი გაუჩინა.

ისინი 1963 წელს დაქორწინდნენ. მომავალ დიქტატორს მამა ადრე გარდაეცვალა და ბიჭუნა დედის ძმასთან იზრდებოდა - სწორედ ამ ბიძის შვილი იყო საჯიდაც.

წყვილი, რომელსაც 5 შვილი შეეძინა, დიდხანს ითვლებოდა "სანიმუშო ოჯახად". ერაყელებს აჩვენებდნენ ფოტოსურათებს, ვიდეოჩანაწერებს, რომელზეც ასახული იყო, როგორ ეთამაშება პრეზიდენტი თავის ქალიშვილებს, როგორ ახერხებს პრეზიდენტის მეუღლე ოჯახზე ზრუნვას და თან მასწავლებლად მუშაობას.  სადამ ჰუსეინი 70-ანი წლების ბოლოს სხვა ქალით -  ზამირა შაჰბანდარით დაინტერესდა და 1984-ში მასზე დაქორწინდა კიდეც.

სოფია ფარკაში - ლიბიის ყოფილი მმართველის მოამარ კადაფის მეუღლე

სოფია ლიბიის ყოფილი ლიდერის მოამარის მეორე ცოლი გახლდათ, კადაფის 8 შვილიდან ის 7 შვილის დედა იყო. როგორც ცნობილია გოგონამ მომავალი დიქტატორი სწორედ მაშინ გაიცნო, როცა გენერალს აპენდიციტის ოპერაცია გაუკეთეს. ისინი 1970 წელს შეუღლდნენ. სახელმწიფო ლიდერის ცოლი, სხვა დიქტატორის ცოლების მსგავსად პოლიტიკაში არ ერთვებოდა, თუმცა ბიზნესს ხელმძღვანელობდა. დღეს მისი ქონება 30 მილიარდ დლარადაა შეფასებული. სისხლიანი რევოლუცისა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სოფიამ შვილებთან ერთად პოლიტიკური თავშესაფარი ომანში მიიღო და დღესაც იქ ცხოვრობს.

ლი სოლ ჩჟუ - ჩრდილოეთ კოერის მმართველის კიმ ჩენ ინის მეუღლე

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის ცოლი - ლი სოლ ჩჟუ ადრე მომღერალი იყო. გოგონა კიმ ჩენ ინმა და მამამისმა - კიმ ჩენ ირმა პირველად 2010 წლის 31 დეკემბერს კონცერტზე ნახეს. არ გამორიცხავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ახლანდელმა ლიდერმა სწორედ მაშინ გადაწყვიტა მასზე დაქორწინება. სხვა მონაცემებით, სარძლო სწორედ კიმ ჩენ ირმა შეარჩია. 2010 წელს ლი სოლ ჩჟუს ბავშვი შეეძინა. ყოფილ მომღერალს პირველი ლედის როლისთვის კიმ ირ სენის უნივერსიტეტში 6 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

საინფორმციო სააგენტოებმა ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოგონა პორნოგრაფიულ ფილმში გადაიღეს და რომ მისი თავისუფალი ქცევები ძალიან აღზიანებდა ხალგაზრდა დიქტატორს, ამბობდნენ რომ კიმმა ის სახლში ჩაკეტა, თუმცა შემდეგ გავრცელდა მათი ფოტოები და ჭორიც უარყვეს. ის გამოირჩევა ჩაცმის სტილითაც, გოგონა თავს უფლებას აძლევს რომ მოკლე ქვედა ბოლო ატაროს.

ასმა ალ - ასადი - სირიის მმართველის ბაშარ ასადის მეუღლე

ბრიტანელი ლამაზმანი ასმა ალ-ასადი მომავალმა მეუღლემ ლონდონში გაიცნო, სადაც ასმა საინვესტიციო ბანკში მუშაობდა, ბაშარი კი თვალის ქირურგიას სწავლობდა. მას შემდეგ რაც ქვეყნის მმართველობა ბაშარმა 2000 წელს დიქტატორი მამისგან გადაიბარა, ისინი მალევე დაქორწინდნენ.

ასმა უკვე სამი შვილის დედაა და მსოფლიოს ხშირად აკვირვებს თავისი სკანდალური მოქმედებებითა თუ განცახდებებით. ის მეუღლის გულმხურვალე მხარდამჭერია. ახლა, როდესაც სირია ნაწილებად არის დაშლილი და ომის ქარცეცხლშია გახვეული, ასმას ქონებამ უკვე 1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ