ქრისტიანოფობია: ამერიკაში გეი აქტივისტებმა პარადზე მისული ქრისტიანებს სცემეს
სიეტლში გამართულ გეი-პარადის გასაპროტესტებლად გამოსულ ორად ორ ადამიანს, მოხეტიალე მქადაგებლებს გეი აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მქადაგებლები აცხადებდნენ, რომ ისინი პარადისთვის ხელის შეშლას არ აპირებდნენ, უბრალოდ სურდათ, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ, თუმცა აღლუმში მონაწილე აქტივისტებმა ჩათვალეს, რომ ისინი "სიძულვილის ენას" ქადაგებდნენ და გადაწყვიტეს, მათთვის ჭკუა ესწავლებინათ. მქადაგებლებს ჯერ ტრანსპარანტები, რომელზეც ეწერა "იესო გვიხსნის ცოდვისგან" დაუხიეს, შემდეგ კი სცემეს. საქმეში ჩაერია პოლიცია, რომელმაც აქტივისტების მხარე დაიჭირა და მქადაგებლებს უბრძანა, იქაურობას მოშორებოდნენ. ამ უკანასკნელებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ აქტივისტებისთვის განემარტათ, თუ რატომ მიიჩნევდნენ მათ მოქმედებას არასწორად და მათი განმარტებაც მოესმინათ, თუმცა ამაოდ - მათ მიკროფონი გამოსტაცეს, საკუთარი შეხედულებები უთხრეს, შემდეგ კი ეს მიკროფონი ერთ-ერთ მათგანს თავში ჩაარტყეს.
დაშავებული მქადაგებლები აპირებენ სასამართლოს მიმართონ. ისინი ამერიკელ საზოგადოებას ქრისტიანოფობიაში ადანაშაულებენ.