დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან თითქმის ყველა პოლიტიკური კონტაქტი შეაჩერა - კვირის პალიტრა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან თითქმის ყველა პოლიტიკური კონტაქტი შეაჩერა

სირიის მოვლენებისა და უკრაინასთან დაძაბული მოვლენების ფონზე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან თითქმის ყოველგვარი პოლიტიკური კონტაქტი გაყინა.

ამის შესახებ კი რუსეთის კონსულმა ლონდონში ალექსანდრე იაკოვენკომ ”The Time”-თან განაცხადა.

”ბრიტანეთის უეცარი ინიციატივით, პრაქტიკულად ყოველგვარი პოლიტიკური კონტაქტი მოულოდნელად შეჩერდა. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პოლიტიკური დიალოგი შეწყდა. ასევე შეფერხებაა მოლაპარაკებებში სამინისტროების დონეზეც. ფორუმები, რომლებიც დისკუსიისთვის იმართებოდა და სადაც ინტერესთა თანხვედრა იყო , როგორც საბაზრო ასევე ეკონომიკურ საკითხებში უეცრად გაიყინა. სამეცნიერო კუთხითაც კი შეწყდა ურთიერთობა. ერთადერთი სფერო, რომელიც არ შეფერხებულა -კულტურაა. ”

საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა შემცირებულია, რადგან დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება უარს აცხადებს და რუს დიპლომატებს ვიზას არ აძლევს - განაცხადა იაკოვენკომ.

ელჩის სიტყვებით, პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის გამწვავდა რუსი დიპლომატისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საიმონ ჰესომის შეხვედრაზე. სადაც იაკოვენკომ მინისტრს შესთავაზა, მოსკოვისა და ლონდონის თანამშრომლობა, რათა ”ისლამური სახელმწიფოსთვის” შეტევაზე სამიზნეები განესაზღვრათ. ასევე ელჩმა შესთავაზა ერთობლივად დაემყარებინათ კონტაქტი სირიის თავისუფალ არმიასთან, რათა ”უფრო ეფექტურად ებრძოლათ ”ისლამურ სახელმწიფოსთან”. ბრიტანეთის მხარემ ორივე ამ თხოვნაზე უარი განაცხადა.

11 ოქტომბერს ინგლისურმა გაზეთმა ”The Daily Star Sunday” დაბეჭდა სტატია, სტატიაში განხილული ინფორმაცია კი მინისტრთა კაბინეტის ინკოგნიტო წევრებზე დაყრდნობით გავრცელდა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ბრიტანეთისა და ისევე როგორც ნატო-ს მფირავებს, მიეცათ მითითება, რომ ”გაბედულად უპასუხონ ”, თუ ვლადინერ პუტინის სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავები მათ ცეცხლს გაუხსნიან .

რუსეთის პირდაპირმა ჩარევამ სირიის სამოქალაქო ომში, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია გაცილებით უფრო საშიში გახადა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრების სიტყვებით , ბრიტანეთისა და რუსეთის ავიაციის შებრძოლება, მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორია. ინფორმაციის ინკოგნიტო მომწოდებლები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის მხრიდან დარტყმის განხორციელების ალბათობა დიდია. მათ ხაზი გაუვეს რომ ”მაგრამ ბრიტანელი მფრინავები გავაფრთხილეთ, რომ ყველა ხერხით აარიდონ თავი რუსულ მანქანებთან კონტაქტს, მაგრამ ფრინავები გააფრთხილეს ისინი უნდა იყვნენ მზად ცეცხლი გაუხსნან რუსულ თვითმფრინავეს, იმ შემთხვევაში, თუ მათი სიცოცხლე ამაზე იქნება დამოკიდებული” - აღნიშნულია გამოცემაში.

რუსეთის საელჩომ ლონდონში იმავე დღეს მოსთხოვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოცემა ” The Daily Star Sunday.”-ის სტატიის შესახებ განმარტება გაეკეთებინა. იაკოვენკომ აღნიშნა, რომ "გაუგებარია მფრინავთა პოლიტიკური კონფლიქტის ჰიპოთეზა ერაყის საჰაერო სივრცეში. ” რადგან რუსეთის ავაცია არ ბომბავს ობიექტებს ერაყის ტერიტორიაზე. ბრიტანეთი კი მონაწილეობას არ იღებს კოალიციის დარტყმებში სირიში.

12 ოქტომბერს РИА "Новости"-მ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს სამხედრო ატაშემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მისვლისას განაცხადა რომ ინფორმაცია The Daily Star Sunday-ში სიმართლე არ არის.

19 ოქტომბერს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ რუსული ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში ”არც ერთი წუთით არ მოწყვეტენ თავის მიზნებს ” ბრიტანეთის არმიას მისიის შესრულებისას რეგიონში, რომელიც ”ისლამურ სახელმწოფოსთან” ბრძოლას გულისხმობს. ამასტანავე მან გამოხატა შეშფოთება ბრიტანეთის ძალების რუსულ ძალებთან ”შემთხვევით შეტაკების” შესაძლებლობასთან დაკავშირებით

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთის სამხედრო ძალები უკვე ერთი წელია ახდენს შეტევას ერაყში ”ისლამურ სახელმწიფოს” სამიზნეებზე, მაგრამ მისი მოქმედება შეესაბამება ძალიამ მკაცრ მითითებებს , ისე რომ, მათი შეტევით ჯერ მოქალაქეები არ დაშავებულან: ”რუსები სირიაში რამდენიმე კვირაა რაც იმყოფებიან, დამოუკიდებელი ანგარიშების მიხედვით კი მსხვერპლთა რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენს”.

წყარო

თარგმნა ეკა გადახაბაძემ