ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - შეუძლია Anonymous-ს "ისლამური სახელმწიფოს" ინტერნეტსივრცეში დამარცხება?! - კვირის პალიტრა

ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - შეუძლია Anonymous-ს "ისლამური სახელმწიფოს" ინტერნეტსივრცეში დამარცხება?!

პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, ჰაკერქტივისტთა ჯგუფმა Anonymous- მა „ისლამური სახელმწიფოს“ „ტოტალური ომი“ გამოუცხადა.

ვიდეომიმართვით ისინი, ამბობდნენ, რომ აღმოაჩენენ და დაბლოკავენ ყველა ვებგვერდს, რომელიც  ტერორისტთა პროპაგანდას შეიცავს.

Anonymous - ის ტაქტიკა კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი ქმედება ხშირად უკანონოა, სწორედ ამიტომ ინტერნეტსაზოგადოების ნაწილი მის რეპუტაცია ეჭვქვეშ აყენებს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ჰაკერების განცხადებაზე რეაგირება მოახდინა და მათ სამაგიეროს გადახდით დაემუქრა. რა წარმატების მიღწევა შეუძლია Anonymous-ის სტრატეგიას? უშლის თუ არა ხელს მათი სტრატერია სახელმწიფოს ექსტრემისტებთან ბრძოლაში?

პირველ რიგში, გავარკვიოთ რას წარმოადგენს ჰაკერქტივისტთა დაჯგუფება Anonymous-ი.

ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, ამაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, სახელწოდებაც მეტყველებს, რომ ისინი კარგად მალავენ თავიანთ ვინაობას. მათ ზოგი სიძულვილის ინტერნეტმანქანას უწოდებეს, ზოგიც ციფრული სამყაროს რობინ ჰუდების, ზოგიც კიდევ უფრო შორს მიდის და მათ ანტიქრისტეებადაც კი მოიხსენიებს. თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლი თანამედროვე "ყაჩაღები" არიან. მათი ტაქტიკაა შეიტიონ და გატეხონ სამიზნეში ამოღებული ვებგვერდი და მისი არსებობა საბოლოო დაასამარონ.

Anonymous - ეს არის საერთო სახელწოდება და სიმბოლო, რომელსაც ჰაკერული ჯგუფები და ცალკეული პირები მაშინ იყენებენ, როცა საერთო საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ “- განაცხადა მაკგილის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა გაბრიელა კოულმანმა მას შემდეგ, რაც ის დაჯგუფების რამდენიმე წევრს შეხვდა და ჰაკერქტივისტებს წიგნიც კი მიუძღვნა.

ანთროპოლოგის განცხადებით, დაჯგუფებაში გაწევრებულია განსხვავებული მსოფლმხედველობის, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიური კუთვნილების უამრავი ადამიანი. აქ შეხვდებით პროფესორებს, იურისტებს, ეკონომისტებს, სხვადასხვა დაწესებულებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, ქრისტიანებს, მუსულმანებს, ბუდისტებს... მოქმედ და ყოფილ ნარკომანებსაც კი...

ყველაფერი კი დაიწყო 2003 წელს ერთ-ერთ ფორუმ 4chan.org-ზე, სადაც ფორუმის წევრები ანონიმურად განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხს. 2008 წლამდე მათი ქმედება ხუმრობითა და „გათამაშებით“ შემოიფარგლებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, დაჯგუფება გაიზარდა და ისინი უფრო და უფრო სერიოზულ და ორგანიზებულ აქციებს აწყობდნენ.

დაჯგუფებისთვის გარდამტეხი აქცია გამოდგა საიენტოლოგიურ ეკლესიაზე თავდასხმა, როდესცა მათ ინტერნეტში განათვსეს ვიდეო, რომელშიც საიენტოლოგიური ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი მიმდევარი ტომ კრუზი იყო ასახული, ეს საქციელი ეკლესიამ საავტორო უფლების დარღვევად აღიქვა და ვიდეორგოლი YouTube-დან წაშალა.

2008 წლის 10 თებერვალს Anonymous-მა ორგანიზება გაუწია მსოფლიო პროტესტის დღეს,როედსაც  127 ქალაქის ქუჩებში 9 ათას ადამიანზე მეტი ნიღბიანი აქტივისტი გამოვიდა. საპროტესტო აქციას "მილიონი ნიღბის მარში" დაერქვა.

დაჯგუფების წევრები საგულდაგულოდ მალავენ თავიანთ ვინაობას, მათთვის დიდებისკენ და პოპულარობისკენ სწრაფვა კატეგორიულად აკრძალულია.

დაჯგუფებაში გაერთიანებულია განსხვავებული მსოფლმხედველობის უამრავი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან

Anonymous-ი როგროც ჰიდრა

დაჯგუფების ყოფილი წევრი მუსტაფა ამბობს, რომ ის ჰაკერქტივისტთა წევრი 15 წლის ასაკში გახდა.

„ჰაკერული ქმედებები აინტერესებს მათ, ვისაც არ აქვთ ფართო შესაძლებლობები და ფული. ამ საზოგადოებამ დამაინტერესა „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ. მიმაჩნდა, რომ ინტერნეტსივრცეში იყო ძალიან ბევრი თვალთვალი და ცენზურა, განსაკუთრებით ტუნისში. სწორედ ამიტომ,  ამ პრობლემასთან ბრძოლის მეთოდი შევიმუშავე“.

მან დაჯგუფება დატოვა 2011 წელს, მაშინ, როცა აქტივისტებს შორის კონფლიქტები წარმოიშვა.

გაბრიელა კოულმანის მონათხრობის თანახმად, აქტივისტებს შორის მართლაც არსებობს გარკვეული უთანხმოებები. Anonymous -  მან ძველ ბერძული მითოლოგიის ჰიდრას შეადარა, რომელსაც ერთი სხეულიდა რამდენიმე თავი აქვს და ისინი გამუდმებით  ერთმანეთს ებრძვიან.

Cronus Advisory-ის ერთ ერთი დამფუძვნებელი და ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში მაიკლ სმიტი, რომელიც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა აცხადებს, რომ დაჯგუფების წევრებს შეუძლიათ ერთმანეთი წააქეზონ, ეს უკეთესიც კია, რადგან  „ერთ მიზანს რამდენიმე თვალი უყურებს“.

მისი თქმით, სპეცსამსახურები უკვე გადატვირთულია, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები მართლაც გააქტიურდნენ ინტერნეტსივრცეში. თუმცაღა ის აღნიშნავს, რომ ტერორისტებთან ბრძოლა კოორდინირებულად უნდა მიმდინარეობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზვერვო ინფორმაცის მოპოვებას ხელი შეეშლება.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ჰაკერქტივისტთა დაჯგუფებას „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერნეტსივრციდან გაძევება? - მუსტაფა პასუხობს, რომ „რთულია ამაზე განცხადების გაკეთება, რადგან ეს ტერორისტული ორგანიზაცია არ არის მხოლოდ ინტერნეტქმედებებზე დამოკიდებული, თუმცა ჰაკერებს შეუძლია აღმოაჩინოს და ებრძოლონ მათ, ვინც ხალხის გადაბირებას ახდენს".

ჰაკერქტვისტებმა ინტერნეტსივრცეში ახალბედა ჰაკერებისთვის ინსტრუქციაც გამოაქვეყნეს, თუ როგორ უნდა ებრძოლონ „ისლამურ სახელმწიფოს“. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა კარგა ხანს გაგრძელდება.

(იხილეთ: ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ყველაზე დიდი ოპერაცია იწყება” - ჰაკერების ჯგუფმა ისლამისტებს ”ტოტალური ომი” გამოუცხად)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

წყარო