"თუ საჭირო გახდა, რუსეთი სირიაში სამხედრო ძალებს რამდენიმე საათში აღადგენს" - კვირის პალიტრა

"თუ საჭირო გახდა, რუსეთი სირიაში სამხედრო ძალებს რამდენიმე საათში აღადგენს"

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, სირიაში სამხედრო ძალებს რამდენიმე საათში აღადგენს.

"რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდა, რუსეთი რეგიონში თავის დაჯგუფებას რამდენიმე საათში გაზრდის და ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობების მთელ არსენალს გამოიყენებს. ამის გაკეთებას არ ვისურვებდით, რადგან სამხედრო ესკალაცია ჩვენი არჩევანი არ არის".

მისი ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 33 მილიარდი რუბლი დახარჯა.

პუტინის თქმით, მოსკოვი მომავალშიც გააგრძელებს სირიისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ამასთანავე არაბულ რესპუბლიკაში C-400-ის კომპლექსს ტოვებს.

მისი განცხადებით, არავის არა აქვს უფლება სირიის საჰაერო სივრცე დაარღვიოს, მოსკოვმა ყველა პარტნიორი გააფრთხილა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს გამოიყენებს ყველა სამიზნის წინააღმდეგ, რომელიც რუსი სამხედროებისთვის საფრთხის მომცველად ჩაითვლება.

"მინდა ავღნიშნო, რომ საუბარია ნებისმიერ სამიზნეზე", - განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"