როგორ უნდა გახდეს "სტრატეგია 2020" სასარგებლო
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ასეთი გამომსახველობითი გეგმა წინა ხელისუფლებას არ ჰქონია. ალბათ არ არსებობდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამგვარ მოსაწყენ საკითხზე იმუშავებდა, ან დროის სიმცირე იყო მთავარი პრობლემა. ფაქტია, დღევანდელი მთავრობის მიერ 2020 წლის ფორმალური გეგმის შემუშავების იდეა მოწონებას იმსახურებს.
მიუხედავად დადებითი შეფასებისა, გარკვეული შესწორებებით შეიძლება ეს ფორმალობა უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლოც კი გახდეს. დღევანდელი მდგომარეობით, სტრატეგიაში მოცემულია ზოგადი ხასიათის დებულებები. მაგალითისათვის: " საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა მიაღწევს წარმატებას უმუშევრობის შემცირებით". ნამდვილად შესანიშნავი იდეაა და უდავოდ სწორად არის დასახული მიზანი. სამწუხაროდ, სტრატეგიაში თითქმის არ არის მოცემული კონკრეტული ციფრები, მონაცემები, სტატისტიკა, რაც მას სარწმუნო დოლუმენტად აქცევდა. უმჯობესია დეტალურად იყოს ინფორმაცია გადმოცემული ისეთ თემებზე როგორიცაა ხალხისათვის მნიშვნელოვანი საკითხები: სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაავადებათა სტატისტიკა, იმპორტი, ექსპორტი, თითოეულ მოსახლეზე არსებული შემოსავალი- დაყოფილი ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით, ახალი ბიზნესების რაოდენობა, უმაღლეს სასწავლებელში არსებულ სტუდენტთა რიცხვ, ოფიციალურად რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა, პროფესიული სფეროებისა და უცხო ენათა პრიორიტეტულობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, არმიასთან დაკავშირებული საკითხები - მისი მიზნობრიობა, საჯარო მოხელეთა საქმიანობა შესაბამისი სამინისტროების მიხედვით, პატიმრების რიცხვი, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული საკითხები, იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა რაოდენობა - მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, დანაშაულის სტატისტიკა და კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა დეტალური განხილვა სტრატეგიაში აუცილებელია.
თითოეულ საკითხზე ინფორმაციის მითითება არა მხოლოდ მოცულობით გაზრდის გეგმას, არამდედ შინაარსობრივადაც. საზოგადოებისათვის საინტერესო და აუცილებელ თემებზე ყურადღების შეჩერებით საქართველოს სტრატეგიის ამსახველი ეს დოკუმენტი უდავოდ უდავოდ გადაიქცევა მნიშვნელოვან და საჭირო წყაროდ საჯარო მოხელეთათვის. საქართველოს მიერ არჩეული კურსისა და თითოეული მაღალჩინოსნისათვის დაკისრებული მოვალეობების შეფასება საზოგადოებას გაუმარტივდება მხოლოდ კონკრეტული დეტალების წინასწარი განსაზღვრით. ამასთანავე, აუცილებელია კორექტივების პროცესში ჩაერთოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო საზოგადოება და გათვალისწინებული იყოს მათი ხედვებიც 2020 წლისათვის. მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის, დიალოგის წარმართვით არის შესაძლებელი ორიენტირება იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებისათვის ერთმნიშვნელოვნად პრიორიტეტულია. ვალდებულებების შეუსრულებლობისას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უდავოდ დადგება. ნებისმიერი მთავრობა აცნობიერებს, რომ ჰარკვეული დროის გასვლის შემდეგ მისი საქმიანობის მთავარი შეფასების საზომი სწორედ სტრატეგიაში მოცემული დებულებები იქნება.
შესაბამისად, ამ სტრატეგიაში აუცილებელია გამოიკვეთოს ქართული სახელმწიფოს ხედვა და მიმართულება. ამ დოკუმენტის შექმნა ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საზოგადოებას ესაჭიროება 2020 წლის მდგომარეობის ამსახველი მაქსიმალურად ზუსტი სურათი. საბოლოოდ, შეგვიძლია გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომის 1950-58 წლების, უფროსი მეთაურის დუაით ეიზენჰაუერის სიტყვები "გეგმის არსებობა არაფერს წარმოადგენს, დაგეგმვის პროცესია მნიშვნელოვანი".