თავი მეორე - ცოტა რამ ჰომოსექსუალიზმზე, რევოლუციებსა და დემოკრატიაზე (პასუხი კომენტარებსა და მარკ მალენს)
,,Вообще, тема геев в Тбилиси покрыта прозрачным туманом. Каким-то удивительным образом в этой стране галантных ухажеров и любимцев женщин пышным цветом расцвела однополая мужская любовь"", წერს ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი თავის წიგნში ,,სააკაშვილი/საქართველო - განადგურებული ოცნებები"" (გამოიცა 2009 წელს).
,,В России практически полное отсутствие выраженного гомосексуализма можно наблюдать вплоть до конца XIX - начала ХХ века. К этому времени гомосексуализм получил распространение в основном в среде либералов и революционеров. Расцвет гомосексуализма в России произошел после революции, и продолжался вплоть до 1930 гг.
Революционеры, среди которых было огромное количество гомосексуалистов, отменили запрет на однополые сношения, который существовал при царе. И эта голубая вакханалия (одним из символов которой был "невинно" репрессированный Мейерхольд) продолжалась вплоть до середины 1930 годов, когда она была жестко остановлена. А потом гомосексуализм получил распространение только в настоящее время"", ამბობს რუსეთში მოღვაწე ცნობილი ფსიქიატრი მარკ ცუკერმანი, რომლის შეხედულებები ჰომოსექსუალიზმზე, როგორც პათოლოგიაზე, ჩემი წინა წერილის ბევრმა მკითხველმა გაიზიარა. აღვნიშნავ, რომ სსრკ-ში 1930-იან წლებში ,,ცისფერი ღრეობა"" ,,ხისტი"" ზომების მეშვეობით აღიკვეთა ერთი პიროვნების ინიციატივით და მისივე ,,ფოლადის"" ნებით. მკითხველს არ გაუჭირდება გამოიცნოს იმ ერთი კაცის სახელი და გვარი. . .
ასეთი შესავლის შემდეგ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც გაეცნო ბლოგზე განთავსებულ ჩემს წინა წერილს; დიდი მადლობა ყველას, ვინც კომენტარი დაწერა. კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა მკითხველთა სრულიად ჯანსაღ, სწორ დამოკიდებულებას ასახავს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისათვის უცხოა ჰომოფობია - არავინ ითხოვს ავადმყოფების დაჩაგვრას იმის გამო, რომ ისინი ავადმყოფები არიან; ადამიანებს ადარდებთ მხოლოდ ის, რომ ჰომოსექსუალიზმით დაავადებულებმა შეიძლება აწარმოონ თავისი ,,ცხოვრების წესის"" (სინამდვილეში კი სიკვდილის წესის) პროპაგანდა; მოახვიონ თავზე ეს პათოლოგია არასრულწლოვანებს. მოქალაქეებს არ უნდათ, რომ ჩვენში დამკვიდრდეს ჰომოფილია - ანუ ჰომოსექსუალიზმის წაქეზებისა და ამ მოვლენისათვის განსაკუთრებული ხელშეწყობის რეჟიმი. ამავდროულად, პირად საუბრებში და კომენტარებში მოსმენილი მოქალაქეების აზრები მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენში საჯაროდ გამართული დისკუსიის დიდი ნაწილისაგან. ვკითხულობდი, ვუსმენდი (რასაც ვასწრებდი) ამ ,,დისკურს"" და აწ გარდაცვლილი ჯანსუღ ღვინჯილიას სიტყვები მახსენდებოდა: ,,პროვინციალიზმი ზღვადა დგას ჩვენში, დუღს და გადმოდის"". გადავწყვიტე ცოტა რამ დავამატო წინა წერილს.
ერთერთ კომენტარში მკითხველი სვამს საინტერესო და ღრმა კითხვას: თუ ასე ცოტანი (მთლიანი მოსახლეობის 3-5%) არიან ნამდვილი ჰომოსექსუალები, როგორ აღწევენ ასეთ კოლოსალურ გავლენას უმრავლესობაზე?
მრავალი მეცნიერი იკვლევდა და ახლაც იკვლევს ამ ზოგად მოვლენას: როგორ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანების მცირე ჯგუფი (საუბარია არა მარტო ჰომოსექსუალიზმზე, არამედ საზოგადოდ ნებისმიერ საკითხზე) თავს ახვევს თავის შეხედულებებს და ნებას უმრავლესობას? მეცნიერთა კვლევამ დაადგინა უნივერსალური კანონი: ადამიანთა მცირე ჯგუფის კონკრეტული, პირადი, ღვიძლი ინტერესები, როგორც წესი უმრავლესობის ზოგად და აბსტრაქტულ ინტერესებზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ვფიქრობ საინტერესოა ის მექანიზმები, რომლითაც ხორციელდება ეს კანონი.
,,უკიდურესად სწრაფად გარდავიქმნებით მსოფლიოს ყველაზე ტრივიალურ საზოგადოებად. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ყველაზე მდიდარი, ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე ინოვაციური და ყველაზე წარმატებული ერი მსოფლიოში, მაგრამ ამავდროულად ერთერთ ყველაზე სულელ ერად ვიქცევით ძალიან სწრაფად.
მესამე სამყაროს რომელიმე პატარა სოფლის მაცხოვრებლებს გაცილებით მეტი სიბრძნე აქვთ, ვიდრე ცისფერ ეკრანებს მიჯაჭვულ ამერიკელებს. . . .
შეხედეთ სატელევიზიო დილის შოუებს, რომლებიც საათების განმავლობაში გადასცემენ მას-მედიის პორნოგრაფისტების მიერ მომზადებულ აღგზნებად გახრწნილობას. ეს პროგრამები მათი ავტორების სახელებს ატარებს, რითაც ამ ადამიანების უცნაური სოციალური როლის პერსონალიზაცია ხდება. აი რითი კვებავენ ამერიკელთა უმრავლესობას.
სხვა საზოგადოებები სწრაფად გვბაძავენ, ასე რომ ეს არ არის მხოლოდ ამერიკის თავისებურებით განპირობებული მოვლენა. ეს თანამედროვეობის მოვლენაა. და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა . . რეალობისაგან გაქცევა ვირტუალურ რეალობაში შეღწევას ნიშნავს. აი საითკენ მივდივართ. . .""
თუ გამოიცნობთ, ვისი სიტყვებია ეს? ასეთ კითხვას წლების განმავლობაში ვუსვამდი ნაცნობ ამერიკელ დიპლომატებს და ექსპერტებს. ვერც ერთმა ვერ გამოიცნო. ის კი არა, რომ ვუთხარი, რომ ეს ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა ჯერ კიდევ 1994 წელს, ბევრმა არც დამიჯერა, სანამ დიდი ტირაჟით გამოქვეყნებული ბჟეზინსკის ეს ინტერვიუ არ ვაჩვენე. არადა ინტერვიუში ნახსენები პორნოგრაფისტი ავტორების სახელები და მათი ტელეშოუები ყველამ იცის. ეს სევდიანი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია ბჟეზინსკის და ზოგიერთი სხვა ინტელექტუალის აზრების მართებულობისა.
რატომ სჩადიოდნენ და სჩადიან ამას ტელემესვეურები? მათი უმრავლესობა ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ კომერციული მოსაზრებებით. რაც უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს ტელეპროგრამას, მით უფრო ძვირია იმ დროს რეკლამის განთავსება და ა.შ. მაყურებელთა რაოდენობა კი რეგულარულად და ზუსტად იზომება, ისევ და ისევ კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე. ტელეპროგრამები ვერ ჩერდება ერთ მიღწეულ ,,დონეზე"". მწვავე კონკურენციის პირობებში მაყურებელთა რაოდენობას ინარჩუნებს და ზრდის ის პროგრამა, რომელიც უფრო და უფრო ,,გაბედულ"" სიუჟეტებს სთავაზობს აუდიტორიას. ასე ხდება ძალადობის, სექსის, ყოველნაირი ბიწიერების და უკუღმართობის ჩვენების ესკალაცია. ეს ხდება იმდენად თანამიმდევრულად და თითქოს მიზანდასახულადაც, რომ ბევრს ჰგონია, რომ ამით ხორციელდება ადამიანთა გარკვეული ,,ყოვლისშემძლე"" ჯგუფის რაღაც მზაკვრული გეგმა. არადა, აქაც ადამ სმიტის ე.წ. ,,უხილავი ხელი"" მოქმედებს და სხვა არაფერი. აუდიტორიის შეგროვება რომ შეიძლებოდეს კლასიკური მუსიკის, ლიტერატურის და კინოს შედევრების ჩვენებით, იგივე პროდიუსერები ისეთივე ენთუზიაზმით მათ ჩვენებაზე გადაერთვებოდნენ. კიდევ ერთი ფაქტორი: მასობრივი ტელეგადაცემები დიდად მოქმედებს მასების გემოვნების ჩამოყალიბებაზე. აუდიტორიის შენარჩუნება-გაზრდისათვის ბრძოლის პროცესში ავტომატურად ხდება უფრო და უფრო მდარე გემოვნების კულტივირება. ,,ტონინო, მე და შენ ისევ დიდ თვითმფრინავებს ვაგებთ და საფრენად ვუშვებთ, მაგრამ მათი მიმღები აეროპორტები დაიკეტა, ისინი ვერსად ვერ დაფრინდებიან"", უთხრა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გენიალურმა იტალიელმა კინორეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ თავის ერთგულ სცენარისტს ტონინო გუერას. ახლახან კანის ფესტივალზე მთავარი პრემია ორი ლესბიელი ,,ქალის"" ,,დრამატული სიყვარულის"" ამსახველ ფილმს მიანიჭეს. პრესა აღნიშნავდა ფილმში ნაჩვენებ ,,გამაოგნებლად გაბედულ სექსუალურ სცენებს"". (მკითხველს მაინც შევახსენებ, რომ ლესბიელთა ურთიერთობას სექსთან არავითარი კავშირი არ აქვს).
როდიონ შჩედრინი მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე კომპოზიტორია. მისი ოპერები და ქორალები დიდი წარმატებით სრულდება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან:
,,Но одна тенденция в европейском оперном театре представляется мне довольно мощной, и, к сожалению, на мой взгляд, она далеко не позитивна. Целый ряд постановок, которые за последнее время мне довелось посмотреть, вызывают чувство огорчения. Ну, например, сейчас в Мюнхене поставили "Риголетто". Действие перенесено на Луну, а все герои оперы, кроме Джильды и Риголетто, – обезьяны. И Герцог, который домогается Джильды, – он тоже обезьяна. В связи с этой постановкой был большой скандал, потому что тенор, который должен был исполнять роль Герцога – я не буду называть его имени, – узнав о такой режиссерской задумке, просто отказался петь. Не захотел он быть обезьяной. Что делать? Пригласили другого, который захотел. Но вот беда – спел очень плохо. Спектакль был освистан, публика кричала: "Буу!" Еще одна мюнхенская постановка – "Пиковая дама" Чайковского – была решена не менее "оригинально". По воле режиссера Герман стал советским милиционером. Он все время ходил с портфелем: не выпускал его из рук ни на секунду, даже в тот момент, когда другой рукой пытался обнимать полуодетую Лизу. А Екатерина Великая появилась на балу абсолютно нагой: видимо, режиссер решил просветить публику относительно того, что императрица была эротоманкой. В Венеции я слушал потрясающее исполнение вердиевской "Травиаты", которым дирижировал Лорин Маазель. Но и там режиссура нашла возможность для специфического "осовременивания" классики: всю сцену устлали долларовыми бумажками, дабы показать продажность общества. А в "Саломее" Рихарда Штрауса режиссер зашел уж совсем далеко. В одной из сцен Саломея сидит, извините, на горшке в окружении мужчин, которые, глядя на эту "восхитительную картину", мастурбируют. Самое любопытное, что музыки все эти режиссерские новации не касаются: партитура исполняется так, как написано композитором, не меняется ни одна нота.
Мне кажется, что режиссеры просто соревнуются друг с другом, кто уйдет дальше в своих новациях. Это как в знаменитой сказке Андерсена "О самом невероятном". Если помните, то сюжет заключается в том, что король принял решение отдать свою дочь замуж за того, кто сделает самое невероятное. Мальчишки, например, плевали определенным образом, стараясь, чтобы плевок попал на спину: они считали, что это и есть самое невероятное. Так и у современных режиссеров. Может, я уже немножко ოლდ-ფასჰიონ მან, но меня это всегда шокирует. Между прочим, эта неприятная тенденция коснулась не так давно Юрия Темирканова. Он ставил "Пиковую даму" в Лионе и вынужден был отказаться от работы, потому что режиссер учинил на сцене какое-то безобразие. Темирканов разорвал контракт, даже закрыв глаза на то, что ему пришлось заплатить большую неустойку. Потом он говорил, что это был самый дорогой "отпуск" в его жизни.""
მკითხველს ვთხოვ დაძლიოს ბუნებრივი ზიზღი და ნათლად წარმოიდგინოს სცენა რიჰარდ შტრაუსის გენიალური ოპერის ,,ინოვაციური დადგმიდან"": ღამის ქოთანზე მჯდარი სალომეა და მის გარშემო შეკრებილი, მასტურბაციით გართული მამაკაცები. მაქვს ფრიად დასაბუთებული ეჭვი, რომ ჰომოსექსუალიზმისათვის რედინგის ციხეში ნამყოფ ოსკარ უაილდსაც, რომლის ტრაგედია ,,სალომეა""-მ შთააგონა რიჰარდ შტრაუსს ოპერის შექმნა, გული აერეოდა ამ სცენის დანახვისას. მკითხველს კი ვთხოვ ამ სცენის წარმოდეგენას იმიტომ, რომ ერთი ასეთი სურათი (რომელთა რაოდენობა სამწუხაროდ ძალიან დიდია) გაცილებით მეტს მეტყველებს გარდაუვალი ფიზიკური გადაშენების გზაზე დამდგარი ქვეყნების ვითარებაზე, ვიდრე ჭკვიანური სქელტანიანი მონოგრაფიები, რომელთა ყურადღებით შესწავლას მხოლოდ შესაბამისი დარგების სპეციალისტები ახერხებენ. . .
გთხოვთ აგრეთვე ყურადღება მიაქციოთ როდიონ შჩედრინის დელიკატურობას და ფრთხილ შეფასებებს - ,,შესაძლებელია მე უკვე ცოტათი ,,ძველმოდური"" ადამიანი ვარ, მაგრამ მე ყოველთვის შოკს მგვრის მსგავსი რამ"", ამბობს შჩედრინი 8 წლის წინათ, 2005 წელს მიცემულ ინტერვიუში (შჩედრინი მაშინ 73 წლისა იყო). საინტერესოა, რომ ასეთ ფრთხილ შეფასებასაც საკმაოდ დიდი სამოქალაქო ვაჟკაცობა სჭირდება. თავისუფალ დასავლეთში ,,პოლიტიკური კორექტულობის"" და საზოგადოდ ,,მეინსტრიმის"" (ანუ ,,მთავარი მიმართულების"" და ,,გაბატონებული ტენდენციის"") საწინააღდეგო სულ მცირე გამონათქვამსაც კი მყისიერი სასჯელი მოჰყვება.
გთავაზობთ ნაწყვეტს ჟურნალ ,,ტაბულა""-დან.
,,პარიზის ნაციონალური ოპერის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მომღერალ თამარ ივერის პირველ ივნისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. ჯერჯერობით უცნობია კონცერტის გაუქმების ოფიციალური მიზეზი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ლგბტ უფლებადამცველმა ორგანიზაცია იდენტობამ პარიზის ნაციონალური ოპერის ხელმძღვანელობას ივერის კონცერტის გაუქმების თხოვნით მიმართა. იდენტობა კონცერტის გაუქმებას ივერის მიერ 17 მაისის შემდგომ გაკეთებული საჯარო განცხადებებისა და პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილის საფუძველზე ითხოვდა.
"17 მაისის შემდეგ თამარ ივერმა გამოაქვეყნა ჰომოფობიური გამონათქვამებით სავსე წერილი. ჩვენ ვთარგმნეთ და გავუგზავნეთ პარიზის ნაციონალურ ოპერას. წერილი იდენტობისა და IGLYO-ს სახელით გაიგზავნა, სადაც მოვითხოვდით დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას. კონცერტი გაუქმდა, რაც მისასალმებელია. თუმცა რამდენად იყო ჩვენი წერილი მთავარი ფაქტორი ზუსტად არ ვიცით," განაცხადა ტაბულასთან საუბრისას "იდენტობის" წარმომადგენელმა ლევან ბერიანიძემ.
"გვჯერა, რომ ივერის განცხადებები ხელს უწყობს საქართველოში სიძულვილისა და ძალადობის გავრცელებას. მომხდარი ძალადობის და სიძულვილის გამოვლენის ფონზე, გვინდა გთხოვოთ, გადახედოთ თამარ ივერისთვის ხელოვნების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმის მიცემის შესაძლებლობას. ასეთი ღირებულებების ადამიანისთვის, რახმანინოვისა და ჩაიკოვსკის სასიყვარული ნაწარმოებების შესრულება ფრანგული საზოგადოების მოტყუება იქნება, საზოგადოებისა, რომელიც დემოკრატიისა და ჰუმანისტური მოძრაობის აკვნად ითვლება. [...] იმედი გვაქვს დაგვეხმარებით საქართველოში სიყვარულის, ტოლერანტობისა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაში", - ნათქვამი იყო წერილში.
ტაბულა ცდილობს როგორც თამარ ივერთან, ისე პარიზის ნაციონალურ ოპერასთან დაკავშირებას და კომენტარებს დღის მანძილზე მოგაწვდით. ივერის ნაცვლად კონცერტზე კაროლინა ულრიხი იმღერებს"".
მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მომღერალის წერილს ბევრი გაეცნო და საზოგადოებაში უაღრესად დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. ,,გუშინ (17 მაისს, პ.მ.), აბსოლუტურად ამაყი ვიყავი იმ ფაქტით თუ რა გვარიანად შეაფურთხა ქართულმა საზოგადოებამ გუშინდელ თქვენი (და არა მხოლოდ თქვენი) გუნდის ხელშეწყობით გამართულ აქციას. აპატიეთ ერს, რადგან აქციის ორგანიზატორებს ამჯერადაც კოვზი არა ნაცარში არამედ... სოფლის ტუალეტების ფსკერზე რომ მასაა, იმაში ჩაუვარდათ. ერთს გთხოვთ... გამალებული ნუ ეწევით საქართველოს ხალხის მენტალიტეტში დასავლეთის "ფეკალური მასების" შემოტანა-პროპაგანდას""- ასე, ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე, მიმართავს ქალბატონი თამარი ვადაგასულ ,,იდიოტ ბავშვს"" და იქვე ,,ჰომოფობიურად"" აღნიშნავს, რომ ,,სიმსივნის მეტასტაზები ჩანასახშივე უნდა მოიკვეთოს"". ქალბატონი თამარ ივერი ერთერთი იმ ხელოვანთაგანია, ვინც მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის.
საზოგადოებრივი აზრის დიქტატი თავისუფალ დასავლეთში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ერთი კონკრეტული ამბავი მახსენდება. წლების წინათ საქართველოში ჩამოსული იყო გაეროს ერთერთი მაღალი თანამდებობის პირი. მის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე გავიცანი ეს ვაჟკაცური და წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი. ,,ბიუროკრატი არ გეგონოს - ნამდვილი მოღვაწეა. ასეთები ძალიან ცოტა გვყავს ახლა გაეროს სისტემაში. გაეცნო აქაური ლტოლვილების მდგომარეობას და დიდი გეგმები დასახა მათ დასახმარებლად. სიტყვის კაცია - რასაც იტყვის, ყოველთვის ასრულებს"", მითხრა თბილისში მოქმედი გაეროს მისიის ერთერთმა მაშინდელმა თავკაცმა. გავიდა ორიოდე თვე და ის მოღვაწე გადადგა თანამდებობიდან ხმაურიანი სკანდალის შემდეგ. მივლინებაში ყოფნისას უსადილია სასტუმროს რესტორანში გაეროს თანამშრომელ ქალბატონთან ერთად და შემდეგ მიიპატიჟა ეს ქალი თავის ნომერში ფრანგული კონიაკის გასასინჯად. ქალბატონმა უარი უთხრა, შემდეგ კი უჩივლა. ქალბატონის აზრით მამაკაცი აშკარად შემდგომ სექსუალურ ურთიერთობას გულისხმობდა და ეს თანამდებობის პირის მხრიდან დანაშაული იყო. სამსახურეობრივი მოკვლევის ჩამტარებელმა კომისიამ დაკითხა ორივე. ქალბატონმა დაადასტურა კაცის ჩვენება, რომ კაცს სხვა არაფერი უკადრებია მისთვის და უარის მიღების შემდეგ შემოთავაზება აღარ გაუმერობია. ,,მაგრამ ბავშვი ხომ არა ვარ. სექს გულისხმობდა, აბა სხვას რას? ეს ჩემთვის შეურაცხყოფაა"", ამტკიცებდა ქალბატონი. კაცის მდგომარეობას ისიც ამსუბუქებდა, რომ ქალი მისი უშუალო ხელქვეითი არ იყო, ის სხვა დეპარტამენტში მუშაობდა. კომისიას გაუჭირდა მამაკაცის დანაშაულის, ე.წ. ,,სექსუალური ზეწოლის"" დადგენა. გაიმართა დებატები. იმ კაცმაც აღარ მოითმინა და გადადგა. ,,ტრაგედიაა, როცა ასეთი რაღაცეების გამო ასეთ მოღვაწე ადამიანებს ვკარგავთ. მაგრამ უარესი ტრაგედია ის არის, რომ ეს ადამიანი გეი რომ ყოფილიყო და თავისნაირი გეი რომ ჰყოლოდა მოადგილედ და სექს-პარტნიორად, ხელს ვერ ახლებდა ვერავინ ვერცერთ მათგანს და ხმასაც ვერავინ ამოიღებდა ჰომოფობის იარლიყის მიკერების შიშით"", მითხრა გაეროს იმ წარმომადგენელმა, ვინც მანამდე გამაცნო ის მამაკაცი. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუბარს არავინ ისმენდა, ხმას დაუწია. (დიპლომატები ხმის ასეთ დაწევას მაშინ მიმართავენ, როცა უნდათ უსიტყვოდ გაგრძნობინონ თემის დელიკატურობა და კონფიდენციურობა).
საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მექანიზმებზე და შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრის დიქტატზე ბევრი დაიწერა. ჯერ კიდევ ანტიკურ მოაზროვნეებს ესმოდათ, რომ დემოკრატიის პირობებში უმრავლესობის აზრმა შეიძლება ტირანის როლი შეასრულოს. ის რად ღირს, რომ ჯერ კიდევ 1973 წელს ამერიკელმა ფსიქიატრებმა ვეღარ გაუძლეს ზეწოლას და ამოიღეს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდიან, მაგრამ დღემდე ანონიმურ გამოკითხვებში მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ქვეყნის ფსიქიატრთა 70% კვლავ აღიარებს, რომ ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა (იხ. ჩემი წინა წერილი). ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა ფარიდ ზაქარიამ არალიბერალური დემოკრატიების აღზევებას შესანიშნავი წიგნი - ,,თავისუფლების მომავალი"" უძღვნა. ამ წიგნში ბევრი რამ არის ნათქვამი დემოკრატიზაციის და კომერციალიზაციის ერთობლივი მოქმედების გვერდით ეფექტებზე. ამჟამად ამ თემაზე აღარ შევჩერდები. დავუმატებ მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებრივი აზრის დიქტატი ხშირად ძლიერ ეკონომიკურ ბერკეტებს ეყრდნობა.
,,ხალხმა, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე, უნდა გაიგოს, თუ რა მოხდა თბილისში 2013 წლის 17 მაისს, პარასკევს. ადამიანთა ერთმა ჯგუფმა ჰომოფობიის წინააღმდეგ დემონტრაციის ჩატარება გადაწყვიტა. ხალხის უზარმაზარმა მასამ კი ისინი განდევნა და ცალკეულ შემთხვევებში ცემა კიდეც. პოლიციელი ბევრი იყო, მაგრამ მათ მაინც ვერ შეძლეს ამხელა მასის მართვა.
ევროპა-ჩრდილოეთ ამერიკის ძირითადი ნაწილი მამათმავლობასა თუ დედათმავლობას ბიოლოგიურ მოვლენად თვლის, ანუ ესა თუ ის პირი თავისივე სქესს იმიტომ ელტვის, რომ თავიდანვე ასეთი იყო. ამიტომ დასავლეთში ამ მოვლენისადმი ტოლერანტულობაზე ლაპარაკი უკვე დასრულებულია. შედეგი დადებითია. დარჩენილია მხოლოდ ცალკეული დეტალების (ერთსქესიანთა ქორწინება ან მათ მიერ შვილის აყვანა) დაზუსტება. საქართველოში კი ბევრი ფიქრობს, ადამიანი გეი იმიტომაა, რომ მან ასე არჩია, და ახლა თავისკენ ახალი წევრების გადაბირებას ცდილობს. საქართველოში იმასაც ფიქრობენ, რომ უცხოეთში არის ხალხი, რომელიც ასეთი ცხოვრების წესის წახალისებას ახდენს. არასერიოზულად ჟღერს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი მართლა ასე ფიქრობს"", წერს კვირის პალიტრის ბლოგზე მარკ მალენი 27 მაისის წერილში ,,ვინაა ნამდვილი პატრიოტი? ჰომოფობები, ვინც ,,საქართველო - საქართველოს"" ყვირიან?"".
ბატონ მარკს მრავალი წელია კარგად ვიცნობ. ვსარგებლობ შემთხვევით მადლობა ვუთხრა ყველაფრისათვის, რასაც ის აკეთებდა და ახლაც აკეთებს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის. ხსენებულ წერილში მარკ მალენის მიერ გამოთქმულ არაერთ მოსაზრებასაც ვეთანხმები. მაგრამ მკითხველს შევახსენებ, რომ დასავლეთში არაერთი გამოჩენილი ექიმი და ამერიკელ ფსიქიატრთა 70% სწორედ ისე ფიქრობს, როგორც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, რაოდენ ,,არასერიოზულად"" უნდა ჟღერდეს ეს. ასევე შეგახსენებთ კომიკურ რამეს: რამდენიმე წლის წინათ ევრონიუსის ტელევიზიით გამოვიდა თეთრხალათიანი ექიმი და თითებით, ძალზე ოსტატურად უჩვენა ევროვიზიის მრავალმილიონიან აუდიტორიას ის ანატომიური სირთულეები, რის გადალახვას უშედეგოდ ცდილობენ ანატომიურად ერთსქესიანი ჰომოსექსუალები ინტიმური კავშირის დამყარების მცდელობის დროს. ბოლოს ისიც აჩვენა თითებით, რა კარგად და ადვილად წყვეტენ ამ ამოცანას ქალი და მამაკაცი და, შემდეგ, ორივე ხელის ცერა თითი მაღლა აწია წარმატების აღსანიშნავად. მაინც რატომ გახდა საჭირო ექიმის გამოყვანა ნორმალური სქესობრივი აქტის ასეთი სააგიტაციო პანტონიმით?
რაც შეეხება ისეთი ,,ცალკეული დეტალების დაზუსტებას, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება ან მათ მიერ შვილის აყვანა"". სწორედ ამ დეტალების დასაზუსტებლად ჩატარდა მასობრივი საპროტესტო დემონსტრაცია პარიზში სულ რამდენიმე დღის წინათ. დემონსტრაციის მასშტაბს, დაპატიმრებულთა რაოდენობას და პოლიციის მოქმედებას არ აღვწერ. ვფიქრობ ეს ტელევიზიით ბევრმა ნახა. შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები ძირითადად აპროტესტებდნენ არა ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონებას, არამედ ისეთ ,,უმნიშვნელო დეტალს"", როგორიცაა ამავე კანონით ჰომოსექსუალებისათვის ბავშვების შვილად აყვანის უფლების მიცემა. დემონსტრაციის მომზადების პერიოდში პარიზელებმა გადაკეტეს ელისეს მინდვრები რკინის ბარიერებით, მიეჯაჭვნენ ამ ბარიერებს და 20-ზე მეტი გაზის ბომბი ისროლეს და ააფეთქეს პოლიციასთან შეტაკების დროს. მაშინ პოლიციამ 50 ადამიანი დააპატიმრა. სწორედ ხსენებული დეტალების მკაფიოდ დაზუსტების მიზნით, რამდენიმე დღის წინათ, პარიზის ღვთისშობლის ტაძარში ცნობილმა ფრანგმა მოღვაწემ თავი მოიკლა პისტოლეტით, ერს კი სათანადო შინაარსის ანდერძი დაუტოვა. კიდევ ერთი მცირე დეტალი: სულ რამდენიმე დღის წინათ ამერიკის ბოისკაუტებმა (ქრისტიანი მოზარდების ორგანიზაციამ) ვეღარ გაუძლეს მრავალწლიან ზეწოლას (მათ შორის ფინანსურს) და დათანმხდენენ თავის რიგებში ჰომოსექსუალთა მიღებაზე. ბევრი ამერიკელი ამას მორიგ ტრაგედიად აღიქვამს.
,,ახლა მთავარი კითხვაა ის, თუ ვის და როგორ დააკავებენ. კანონდარღვევების ამსახველი უამრავი ვიდეომასალა არსებობს. ბოლო პერიოდში პროკურორებმა წინა ხელისუფლების ესა თუ ის ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ზოგი მაღალი რანგისაც. მათ შორის არავინაა ჩვეულებრივი მუშაკი. საერთაშორისო საზოგადოების ზოგი წარმომადგენელი, კერძო საუბრებში, აღნიშნული ყოფილი ჩინოსნებისადმი ლმობიერების გამოჩენას სთხოვენ ახალ ხელისუფლებას. თუმცა, (ზოგჯერ მკაცრი ტონით ნათქვამ) პასუხად იღებენ იმას, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის არავინაა კანონის ზემოთ და ყველას თანაბრად მოეპყრობიან. ტესტი მდგომარეობს იმაში, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება იმ ღვთისმსახურების მიმართ, რომლებმაც, სავარაუდოდ, კანონი დაარღვიეს? თუ ისინი კანონის ზევით ჩაითვლებიან?"", ასეთი კითხვით ამთავრებს მარკ მალენი თავის წერილს.
მთლიანად ვეთანხმები მარკ მალენს კანონის უზენაესობის მოთხოვნაში და ვუერთდები ამ მოთხოვნას. მაგრამ ამ პასაჟის კითხვისას ისევ ზოგიერთი დეტალი გამახსენდა და ამასთან დაკავშირებული კითხვებიც დამებადა. წლების განმავლობაში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ცნობილი მოღვაწეები საჯაროდ აქვეყნებდნენ თავის ანგარიშებს და შეფასებებს საქართველოში არსებულ სავალალო ვითარებაზე. წერდნენ, რომ საქართველოში აღარ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო; რომ სასამართლო უსიტყვოდ ასრულებს სააკაშვილის და მისი ჯგუფის დავალებებს; რომ ციხეები სავსეა სრულიად უდანაშაულო ადამიანებით; რომ ადამიანების მრავალი წლით ციხეში დამწყვდევისათვის საკმარისია მოწმის ჩვენება და ეს მოწმე შეიძლება სულაც პოლიციელი იყოს; რომ ამ პირობებში ათიათასობით ადამიანი იბრალებს დაუსაბუთებულ აბსურდულ ბრალდებებს და ხელს აწერს საპროცესო გარიგებას, ჩუქნის მთელ თავის ქონებას სახელმწიფოს (ანუ სააკაშვილს და მის თანამზრახველებს), იმისათვის, რომ თავი დააღწიოს სასტიკ მოპყრობას და წამებას, რომელიც მას ელის ციხეში და ა.შ. და ა.შ. ბლოგზე განთავსებულ ჩემს წერილებში მე ასეთი შინაარსის მრავალი ანგარიში და მოხსენება მოვიყვანე. დარწმუნებული ვარ, მარკ მალენი მაშინათვე ეცნობოდა ასეთ პუბლიკაციებს და, ამის გარდა, გაცილებით მეტს გებულობდა როგორც ქართველი მეგობრებისაგან (მარკს ქართველი მეუღლე და ჯანსაღი ქართულ-ამერიკული ოჯახი ჰყავს), ასევე დასავლეთელ ექსპერტებთან კონფიდენციური საუბრების დროს. არადა წლების განმავლობაში არ მახსენდება მარკ მალენის მიერ სააკაშვილის რეჟიმის არც ერთი ადექვატური საჯარო შეფასება და არც იმის მოთხოვნა, რომ სააკაშვილის რეჟიმს ტესტი ჩაებარებინა და კანონის უზენაესობა დაეცვა. (მე შეიძლება გამომრჩენოდა რამე, მაგრამ საჯაროდ რომ ეთქვა მარკს რამე ნეგატიური სააკაშვილის რეჟიმის მისამართით, ისეთი ხმაური ატყდებოდა, რომ უსათუოდ გავიგებდი). აქვე ჩემი მთავარი კითხვები: რა ფასი აქვს კანონის უზენაესობის შერჩევით მოთხოვნას? რა სინდისით სთხოვს ახალ ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების ზოგი წარმომადგენელი, კერძო საუბრებში, დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნებისადმი ლმობიერების გამოჩენას? მათ ხომ შესანიშნავად იციან რა ჩაიდინეს ამ მაღალჩინოსნებმა და ისიც ესმით, რომ მათ მიმართ ლმობიერების გამოჩენა შერჩევითი სამართალის მორიგი ამაზრზენი გამოვლენა იქნება? ნუთუ ამ მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებენ ახალ ხელისუფლებას?
აშშ-ს დამფუძნებელი მამები ბევრს წერდნენ და წუხდნენ ერთი დიდი პრობლემის გამო: მათ კარგად ესმოდათ, რომ დემოკრატია და რესპუბლიკური მმართველობა მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში რაღაცა მანქანებით უზრუნველყოფილია ზნეობის გარკვეული დონე. (მაშინდელი ზნეობის დასახასიათებლად შეგახსენებთ, რომ მაშინ ჰომოსექსუალიზმი დიდ უზნეობად ითვლებოდა და ჯეფერსონმა მისთვის იგივე სასჯელი დააწესა, რაც გაუპატიურებისათვის). ამავდროულად მათ ესმოდათ, რომ საკუთრივ დემოკრატია ასეთ ზნეობას არ წარმოშობს და არც მის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ,,ნუ აყვებით ილუზიას, თითქოს ზნეობა რელიგიის გარეშეცაა შესაძლებელი. კეთილდღეობისა და აყვავებისაკენ მრავალ გზას მივყავართ, მაგრამ ყოველ მათგანზე მხოლოდ რწმენა და ზნეობა გამოგვადგება დასაყრდენად"", წერდა ჯორჯ ვაშინგტონი თავის ბოლო, გამოსამშვიდობებელ მოწოდებაში. ,,ჩვენი კონსტიტუცია შედგენილია მხოლოდ მორწმუნე და მაღალზნეობრივი ადამიანებისათვის. სხვებისათვის ის გამოუსადეგარია"", წერდა ჯონ ადამსი. ამ დიდ პრობლემაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. წერილს კი ძირითადი თემით დავასრულებ:
,,ამ ცხოვრებაში არის ორად ორი ნამდვილი ტრაგედია: ერთია არ მიიღო ის, რაც გსურს, მეორე კი მიიღო ის, რაც გსურს"" თქვა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ოსკარ უაილდმა. ნაცნობი ფსიქიატრებისაგან მომისმენია, რომ ამ ტევადი ფრაზით დიდმა მწერალმა და პოეტმა ჰომოსექსუალების ტრაგედიის არსიც აღწერა.
პეტრე მამრაძე, 30 მაისი, 2013 წელი