”ძალიან კარგია, რომ ვანო მერაბიშვილი საკუთარ შეცდომას თავადაც აცნობიერებს და აღიარებს.”
"კუდის მთელ ხელმძღვანელობას აქვს გაკეთებული განრიდება, ან საერთოდ არ მოკითხვიათ არაფერი და დღეს არხეინად თანამშრომლობენ არსებულ ხელისუფლებასთან ანუ მათ არანაირი სასჯელი არ ეხებათ”"
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ გივი თარგმაძესთან ინტერვიუ წამების ამსახველ ვიდეომასალაზე საუბრით დავიწყეთ.
გივი თარგამაძე:
- მე მგონი ცალსახაა, რომ ის, რაც არის წარმოდგენილი არის აბსოლუტურად ამაზრზენი, მიუტევებელი და საშინელი დანაშაული, შესაბამისად ყველა, ვინც ეს ჩაიდინა, უნდა იყოს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ საქმეების ამომწურავად გამოძიება და ნებისმიერი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინაა ეს პიროვნება, იქნება ეს მერაბიშვილი, ივანიშვილი, მე თუ სხვა უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი.
- პრეზიდენტმა ეჭვქვეშ არ დააყენა კადრების ავთენტურობა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მას ქონდა ინფორმაცია მსგავსი ფაქტები არსებობისა?
- არანაირად არ ნიშნავს. მაგ. როცა ეს კადრები ნახეს დიპ. კორპუსის წარმომადგენლებმა, ეჭვი არც მათ შეუტანიათ კადრების სინამდვილეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კადრები არავითარ ეჭვებს არ იწვევს. მინდა აუცილებლად გავუსვა ხაზი იმასაც, რომ კადრების სხვადასხვა ადგილას ჩვენება არის გამიზნული სახალხო ისტერიისთვის და არა გამოძიებისათვის.
- პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ ჩხატარაშვილს და ქარდავას საერთოდ არც იცნობდა, მაშინ როცა 2011წლის 16 ნოემბრის დოკუმენტის თანახმად, მან ქარდავას 1 ლარად აჩუქა მიწინ კავეთი წყნეთში.
- ეს ნაკვეთი გადაეცა არა უშუალოდ ლევან ქარდავას, არამედ ზოგადად კუდ-ს, ხოლო შემდეგ უკვე შიგნით როგორ გადანაწილდა, ეს უშუალოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უნდა კითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის რომ რაღაც აქტი არის განხორციელებული პრეზიდენტის ან მისი ადმინისტრაციის მიერ, მაინცდამაინც პირად ნაცნობობას არ ნიშნავს. ზოგადად მე მინდა ვთქვაა, რომ სანამ გამოძიება არ ჩატარებულა, არ უნდა კეთდებოდეს ნაჩქარევი დასკვნები, რადგან ასეთი ნაჩქარევი დასკვნები ამ ყველაფერს პოლიტიკური დაინტერესების ელფერს ძენს, როდესაც იმთავითვე გაიძახიან, რომ არ შეიძლება მინისტრი არ ყოფილიყო საქმის კურსში, გამორიცხულია, პრეზიდენტს არ ცოდნოდა და სხვ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გამოძიება დაადგენს, რომ პრეზიდენტმა იცოდა, მინისტრმა იცოდა და ვინც გინდათ იმან იცოდა, სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური. ზოგადად კი, მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ყველანი, როგორც ერთიანი პოლიტიკური გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა ამ შეცდომაზე
- უმცირესობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი გამოძიებაში ჩართვისა. რამდენად ეფექტური იქნება თქვენი ჩართულობა გამოძიებაში, მაშინ როცა მსგავს ფაქტებზე უფლებათადამცველები ჯერ კიდევ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამახვილებდნენ ყურადღებას, მაგრამ ამას შესაბამისი ორგანოების მხრიდან არასოდეს არ მოყოლია რეაგირება?
-ჩვენი მმართველობის დროს მსგავს ფაქტს არასოდეს ქონია ადგილი. ერთადერთი ეს იყო ე.წ. ციხის კადრები და მაშინ ჩვენ ადეკვატურად ვიმოქმედეთ და ეს ადამიანები დავაპატიმრეთ, ხოლო ის ადამიანები ვინც ჩვენ მაშინ დავაპატიმრეთ, დღევანდელმა ხელისუფლებამ გაანთავისუფლა. ჩვენ დავიჭირეთ და ამათ გამოუშვეს. იგივე ითქმის იმ ადამიანებზე ვინც სავარაუდოდ ჩართული იყო ამ ღონისძიებებში, მაგ: კუდის მთელ ხელმძღვანელობას აქვს გაკეთებული განრიდება, ან საერთოდ არ მოკითხვიათ არაფერი და დღეს არხეინად თანამშრომლობენ არსებულ ხელისუფლებასთან ანუ მათ არანაირი სასჯელი არ ეხებათ. ერთიცაა: ორი, სამი ასეთი ფაქტის არსებობა არ ნიშნავს რომ ესაა სისტემური დანაშაული, სწორედ აქედან გამომდინარე გამოვდივართ ინიციატვით რომ ჩატარდეს საპარლამენტო გამოძიებამ სადაც ჩვენც ვიქნებით ჩართული. წესით ამით მმართველი ძალაც უნდა იყოს დაინტერესბული, რადგან ამ გზით მივიღებთ გამოძიების შედეგს, რის შემდეგაც არ იქნება არანაირი პრეტენზიები.
-ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა ყველა შეცდომა აიღოს თავის თავზე, რაც მისი მმართველობის დროს პოლიციურ სისტემაში მოხდა. ის ფაქტები, რომელიც ახლა გახმაურდა, შეცდომაა თუ დანაშაული?
- ის, რაც კადრებშია ასახული, არის დანაშაული, თუმცა ეს დასადგენია ვისი დანაშაულია. ბუნებრივია, ყოფილი მინისტრი ამას რომ ამბობს, რადგან ეს მართლაც არის მისი შეცდომა - თუნდაც მას საერთოდ არანაირი კავშირი არ ქონოდა ამ ამაზრზენ ფაქტთან, ეს შემზარავი ფაქტები მისი მმართველობის ქვეშ მყოფ სისტემაში მოხდა, შესაბამისად ეს მისი შეცდომაა და ვფიქრობ ძალიან კარგია, რომ ის ამას თავადაც აცნობიერებს და აღიარებს.
- "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილმა თქვენზე განაცხადა, რომ პიროვნებას, რომელიც რამდენიმე ქვეყანას ნომერ პირველ მტრად ყავს აღიარებული, ნდობის ჯგუფში ვერ შევიყვანთო.
- ეს მეტყველებს იმაზე, რომ ლევან ბერძენიშვილი საერთოდ აზრზე არაა ნდობის ჯგუფის ფუნქციებში, იმაში თუ რა საკითხებს განიხილავს ის, სხვათაშორის ეს ხშირი გაუთვითცნობიერებაა და ამიტომ განვმარტავ: ბევრს გონია, რომ რადგან ჯგუფის წევრს სახელმწიფო საიდუმლოებაზე მაღალი ხარისხის წვდომა ექნება, მოხდება სახელმწიფო საიდუმლოების ან სპეცოპერაციების დას ხვ. განხილვა,მაგრამ ეს არაა მართალი. ნდობის ჯგუფის ერთადერთი ფუნქცია არის თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო, დახურული მუხლების შესრულების შესაბამისობა ბიუჯეტთან. მეტი ფუნქცია ნდობის ჯგუფს არ აქვს და აქედან გამომდინარე: ერთი რა კავშირშია ჩემი ძებნა ამ ფუნქციის შესრულებასთან ვერ ვხდები და მეორე ბერძენიშვილი, როგორც ხშირად სჩვევია, ცრუპენტელობს, არანაირი რამდენიმე ქვეყანას არ ვყავარ გამოცხადებული ნომერ პირველ მტრად და რომელსაც ვყავარ გამოცხადებული, ყველამ ძალიან კარგად იცით, მათ შორის ლევან ბერძენიშვილმაც (ამ ქვეყანასთან ბერძენიშვილის ურთიერთობა, საელჩოს მესამე მდივნის სახით გვახსოვს და ამიტომ არ მიკვირს ეს განცხადება).
- ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილს დაუმძიმდა ბრალი, რადგან სანდრო გვირგვლიანის მკველობის საქმეში აღმოჩნდა ახალი დეტალები. სხვათაშორის იგივე ლევან ბერძენიშვილმა ახსენა, რომ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მომაკვდავი გვირგვლიანის კვნესის ხმას ასმენინებდნენ მერაბიშვილის მეუღლეს…
- მე ფაქტობრივაად დაწრმუნებული ვარ რომ ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ნდობის ჯგუფსა და ჩემთან დაკავშირებული საკითხი. საშინელებაა, როდესაც მამაკაცი ისე საუბრობს, როგორც ქალბატონი. მე ძალიან მიკვირს ასეთი საუბრები, როცა ასეთ რაღაცას ამბობ და არაფრით არ ამყარებ. მე ვთვლი, რომ ლევან ბერძენიშვილმა ერთმნიშვნელოვნად ან უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი ჩანაწერი ან ბოდიში უნდა მოიხადოს.
- ბატონო გივი, აუცილებლად მინდა გკითხოთ თქვენსა და სერგეი უდალცოვის ურთიერთობაზე
- უკვე დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და არც არასდროს არ მქონია შეხება.
- თუმცა "ნტვ"-ს გადაცეაში "ანატომია 2" გავიდა კადრები სადაც თქვენც ჩანხართ და სერგეი უდალცოვიც
- განსხავვებით რამდნეიმე დღის წინ გავრცელებული კადრებისგან, რომლის ავთენტურობაშიც ეჭვი არ მეპარება, ანატომია2-ში გასულ ვიდეო მასალის სინამდვილე დიდ ეჭვებს ბადებს არა მარტო რუსეთში, არამედ მთელს ცივილიზებულ სამყაროში. აქედან გამომდინარე "ნტვ"-ს ანუ პუტინის პირადი ტელევიზიის რაღაც მონაჩმახი არაცერთი ნორმალური ადამიანისათვის სარწმუნო წყარო არაა.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)