გიორგი სიგუა: ჩემი დანიშვნის გამო ბევრი დაიბოღმა, აფერისტობასაც ამიტომ მაბრალებენ
ბოლო ხანს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა, რომელთაც ბატონი გიორგი ცილისწამებად აფასებს. ჯერ იყო და, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა, ვაჟა აპშინაშვილმა ლამის ნახევარი მილიონი ლარის მითვისებაში დაადანაშაულა, გაზეთ "ყველა სიახლეში" კი გამოქვეყნდა სტატია, სადაც საქართველოს ყოფილი საპატიო კონსული აშშ-ში, აცხადებს, რომ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სიგუა აშშ-ში ყოფნის დროს მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა. როგორც დარბაიძე აცხადებს, მას სიგუამ 15 ათასი დოლარი სთხოვა, რაზეც ჩეკი გამოუწერა. შემდგომში, როგორც ის აცხადებს, სიგუამ კვლავ სთხოვა 10 ათასი დოლარი, რომლის შემდეგაც დარბაიძე მიხვდა, რომ სიგუა მას "ქართული ოცნების" სახელით ფულს სძალავდა. დარბაიძის თქმით, ფულს არ მოიკითხავდა, მაგრამ სიგუას კეთილსინდისიერებაში შეეპარაა ეჭვი და ახლა აპირებს "ქართულ ოცნებასაც" აუხილოს თვალი, თუ ვინაა რეალურად გიორგი სიგუა. "როგორც კი გიორგი სიგუა შემობრძანდება აშშ-ში, მაშინვე დააკავებენ." - აცხადებს დარბაიძე
ჩვენ დავუკავშირდით ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი სიგუას, რომელმაც თავადაპირველად ამ განცახდების კომენტირებაზე უარი თქვა, თუმცა შემდეგ დაგვთანხმდა:
- აღარ მინდა ამ ჭორებზე ლაპარაკი, იმდენი საქმე მაქვს, მაგაზე ფიქრსაც ვერ ვასწრებ, რა ჯანდაბა უნდათ, არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, ეს მიზანმიმართული შავი პიარია თუ რაღაც შეთქმულება. როდესაც მივდიოდი საჯარო სამსახურში, კარგად მესმოდა, რომ ეს არ იქნებოდა იოლი საქმე, საჯარო პირი რომ ხარ, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ, ძალაუნებურად ყველა ცდილობს შეგაფასოს. მე კი არა, შოთა რუსთაველი არ მოსწონს ყველას. მესმის, რომ ვიღაცას არ მოსწონხარ, ვიღაცას ბოღმა და შური ახრჩობს და ცდილობს, რომ რაღაცდდანაირად დაგაზიანოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ მე მაქვს ყველა პირობა იმისთვს, რომ საქმე გავაკეთო და საქართველოში ტურიზმი განვავითარო.
- ამერიკაში ყოფნისას, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გქონდათ ლაშა დარბაიძესთან?
- თვითონვე ამბობს, რომ დამეხმარა და საქართველოში დასაბრუნებლად მე და ჩემს მეგობარს ფული მოგვცა, თუ დამეხმარა, როგორღა გამოვძალე ეს ფული, გამაგებინოს ვინმემ? ამბობს, რომ მომცა მანქანა და ბინის გასაღები, რასაც ვადასტურებ, ორივე მოკლე ხანში დავუბრუნე უკან. საეჭვო არ არის, ცხრა თვის წინ რომ ადამიანი რაღაცით დამეხმარა და ცხრა თვის მერე დაიწყო ფულის გამოძალვაზე ლაპარაკი? მაინც და მაინც მაშინ, როდესაც თანამდებობაზე დავინიშნე, როგორც ჩანს, ამის გამო ბევრი დაიბოღმა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, აფერისტობას მაბრალებენ.
- ამ ფულის დაბრუნება თუ მოგთხოვათ პირადად?
- არა, არასდროს. ყველაზე მეტად ეგ მიკვირს, საინტერესო რა არის, იცით, თუ დააკვირდით სადმე წერია იმ სტატიაში, ფული დამიბრუნოსო? - არა, ეგეთს არაფერს ამბობს, ან ეს საგაზეთო ურთიერთობა, რა წესია. რა უნდა, ვერ გავიგე, მხოლოდ იმას ცდილობს, რომ როგორმე გამომძალველის სახელი მომაკეროს, მაგარამ ეს არ გამოუვა. ერთადერთოი გამოსავალი მაქვს, რომ არა მარტო დარბაიძეს, არამედ კიდევ რამოდენიმე ადამიანს, რომელიც ყოველ დღე "ფეისბუქსა" თუ სხვა სოციალურ ქსელებში ცდილობენ ჩირქი მომცხონ და პირადი შეურაცხყოფა მომაყენონ, ვუჩივლო. დააკვირდით, აბა, ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვინმე აკრიტიკებს? - არა, მხოლოდ პირად ცხოვრებას ეხებიან.
- ეს კრიტიკა ძირიდათადად თქვენს ამერიკაში ცხოვრებას ეხება.
- იქ გამიცნეს ამ ადამიანებმა და მანამდე რას ვაკეთებდი, რა იციან.
- ვაჟა აპშინაშვილის ბრალდებებზე რას იტყვით, ის ამბობს, რომ წინსაარჩევნოდ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა ფული შეკრიბეს, რომელის ასავალ-დასავალიც თქვენ უნდა მოგკითხონ, მისი განცხადებით თქვენ ამერიკული სათვისტომოს "ობშიაკი შეჭამეთ"…
- ერთადერთი პასუხი დარბაიძისა და აპშინაშვილისთვის იქნება სასამართლოს უწყება, რომელსაც აუცილებლად მიიღებენ. მილიონი საქმე მაქვს, შეიძლება ყოვლდღიურად გაზეთებით მოლაპარაკე არანორმალურებს გავცე პასუხი?
- ამბობენ, რომ ამერიკაში თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული…
- რასთან დაკავშირებით არის აღძრული, მე კარგად ვერ გავიგე, დარბაიძემ ფული რომ მაჩუქა ამერიკელები ამას იძიებენ? ამგვარ ტყუილებს, რამდენსაც გინდა, მოიგონებ და დააბრალებ ვიღაცებს…
- ანუ დარბაიძესა და აპშინაშვილს უჩივლებთ?
- ჩემი იურისტები უკვე ადგენენ სარჩელს, არავის ვაპატიებ ასეთ სიბინძურეს და ჩემი პატივისა და ღირსების შელახვას. სიმართლე გითხრათ, ეჭვი მაქვს, რომ ამით ჩემი კი არა სხვისი დაზარალება უნდათ, მე არ ვარ იმ დონის ფიგურა, რომ ასე გადამკიდებოდნენ.
- ვის გულისხმობთ?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ვარ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, არ ვემსახურები მარტო ერთ პარტიას, მე ვემსახურები საქართველოს და ქართველ ხალხს.
- ტურისტული სეზონია, ორი სიტყვით გვითხარით რა ხდება ამ სფეროში?
- მარტო თბილისში სასტუმროების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 94%-ია. პირველი ექვსი თვის მონაცემებით დედაქალაქში უკვე იყო 900 000 ტურისტი, წლის ბოლომდე თბილისში ვვარაუდობთ 2 მილიონი ტურისტის ჩამოსვლას, მთელი საქართველოს მასშტაბით კი - 5 მილიონნახევარის.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)