დუმაში სააკაშვილის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით გამოვიდნენ - კვირის პალიტრა

დუმაში სააკაშვილის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით გამოვიდნენ

დუმის დეპუტატი ”ლიბერალ-დემოკრატების” პარტიიდან, რომან ხუდიაკოვი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯას ან სამუდამო პატიმრობას ითხოვს.

”სისხლიანი სასაკლაო, რომლის შემოქმედიც საქართველოს ყოფილი ლიდერი გახლდათ, შედეგად მოიტანა ის, რომ ქვეყანას გამოეყვნენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. სერიოზულად გაუარესდა ურთიერთობები რუსეთთან. ეს იყო საკუთარი ხალხის გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჭეშმარიტი დანაშაული. რამდენი ოჯახი გაუბედურდა? რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა? რამდენს მოუწია საკუთარი სახლი მიეტოვებინა?” - განაცხადა ხუდიაკოვმა. მისი აზრით, სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, რაც ჩაიდინა.

”ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხს ახალი პრეზიდენტი და პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ. მის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე მკაცრი ზომები - სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა. ეს ადამიანი მკვლელია და სათანადოდ უნდა დაისაჯოს.  - განაცხადა პარლამენტარმა. შეგახსენებთ, ”ლიბერალ-დემოკრატების” პარტიას დუმაში ვლადიმირ ჟირინოვსკი ხელმძღვანელობს, ხუდიაკოვი კი მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია.