ბორის ნემცოვი: ვშიშობ, პუტინი მომკლავს!
"როცა დედას ტელეფონზე ვესაუბრები, მეუბნება: როდის უნდა შეწყვიტო პუტინთან მტრობა? ის შენ მოგკლავს!.. და ამას სრული სერიოზულობით ამბობს."
"არასოდეს დამიფარავს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები. მიმაჩნია, რომ სწორედ მან, ვლადიმირ პუტინმა გააჩაღა ომი უკრაინაში. ახლა მისდამი ისეთი უარყოფითი დამიკიდებულება მაქვს, როგორც არასდროს."
2015 წლის 10 თებერვალს რუსულმა გამოცემამ "Собеседник" გამოაქვეყნა სტატია რუსული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ბორის ნემცოვთან, რომელიც წუხელ მოსკოვის ცენტრში მოკლეს. გთავაზობთ ამ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:
ცნობილი რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი შიშობს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მას ოპოზიცინური განცხადებებისთვის "გადაუხდის". საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ყველაზე ხშირად დედას ესაუბრება.
- ჩემს ძვირფას დედას, ღვთის წყალობით, მარტში 87 წელი შეუსრულდება. ის დამსახურებული ექიმი-პედიატრია, უკვე დიდი ხანია პენსიაზეა, თუმცა დღემდე ინტერესდება ყველა იმ სიახლით, რაც მედიცინას უკავშირდება. მან საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოიარა, ომის მძიმე პერიოდი... შემდეგ ორი შვილი გაგვზარდა. ახლა მე მოსკოვში ვცხოვრობ, დედა ნიჟნი ნოვგორიდში. მარტოა, მაგრამ მაინც კარგად და მხდენდ არის. მას ნაკლები ჭაღარა აქვს, ვიდრე მე, არ აწუხებს სკლეროზი, აბსოლუტურად საღად აზროვნებს, მასთან განვიხილავ ჩემი შვილებისა და მისი შვილიშვილების წარმატებებს. გარდა ამისა, დედასთან პოლიტიკაზე საუბარი ძალიან მიყვარს. ის კატეგორიული წინააღმდეგია ყოველვე იმისა, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მიაჩნია, რომ ეს კატასტროფა და აბსოლუტირი კოშმარია. მაგრამ უკრაინაზე მეტად მას პუტინი აშფოთებს. ყოველთვის, როცა დედას ტელეფონზე ვესაუბრები, მეუბნება: როდის უნდა შეწყვიტო პუტინთან მტრობა? ის შენ მოგკლავს!.. და ამას სრული სერიოზულობით ამბობს.
ბუნებრივია, რატომაც აქვს პუტნისადმი ასეთი დამოკიდებულება და კიდევ უფრო გასაგებია მისი შიში - ბოლოს და ბოლოს, მე მისი შვილი ვარ. დედა ყოველთვის მასწავლიდა, რომ ყველაფერზე საკუთარი აზრი მქონოდა, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, თავისუფალი... რა ვიცი, მან თავიდანვე ასე აღმზარდა და ახლა ნერვიულობს, როცა ამ პრინციპებიდან გამომდინარე პუტინს ვუპირისპირდები, რომელიც სწორედ იმ თავისუფლებას გვართმევს, რაც ასე ფასეული იყო და არის ჩვენთვის. დედას სერიოზულად ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ ჩემი ბოლოდროინდელი გამოსვლებისა და აქტიურიბისთვის, შეიძლება პუტინმა მომკლას და ვიმეორებ, ეს სახუმარო სულაც არ არის – დედაჩემი ძალიან გონიერი ადამიანია! ამიტომ დედას პუტინის ძალიან ეშინია, მით უმეტეს წინ არაერთი მაგალითი აქვს, იგივე ხოდორკოვსკისა და ნავალნის ამბავი. მათი ამბავი ძალიან განიცადა, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებით ნერვიულობს, ის ხომ არა მათი, არამედ დედაჩემია?!
- და თქვენ, დედასთან ასეთი საუბრების შემდეგ, არ გეშინიათ, რომ მისი წინათგრძნობა ახდეს?
- თქვენ წარმოიდგინეთ, კი... ცოტათი მეშინია! ისე ძალიან არა, როგორც დედას, მაგრამ მაინც... ძალიან რომ მშინებოდა, ძნელი წარმოსადგენია, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვყოფილიყავი, წარმოუდგენელი იქნებოდა ის საქმე მეკეთებინა, რასაც ახლა ვაკეთებ.
- ვიმედოვნებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და პუტინი არ მოგკლავთ!
- ღმერთმა ქნას! მეც იმედი მაქვს!