REUTERS: ნატო მონტენეგროს მწვანე შუქს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას აუნთებს, რას შესთავაზებენ საქართველოს?! - კვირის პალიტრა

REUTERS: ნატო მონტენეგროს მწვანე შუქს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას აუნთებს, რას შესთავაზებენ საქართველოს?!

ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილს მიაწვდიან საქართველოს ალიანსის წევრობის შეთავაზებაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია დროშია გაწელილი. დიპლომატების ინფორმაციით, ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ამტკიცებენ, რომ ალიანსი ვერ შეძლებს ყოფილი საბჭოთა ქვეყნის დაცვას რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში.

ნატო-მ საქართველოს გაწევრებაზე ღია დაპირება 2008 წლის აპრილის სამიტზე მისცა. ამ ფაქტმა მოსკოვთან ურთიერთობები დაძაბა და, საბოლოოდ, ოთხი თვის შემდეგ ომით და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპირებით დასრულდა.

მას შემდეგ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებმა უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა, ეს საკითხი კვლავ გააქტიურდება მომდევნო სამშაბათს, როდესაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ მცირე ზომის მონტენეგროს მიერთების საკითხს - ამ ღონისძიებაზე მათგან ყველა მოელის თბილისის მისწფარებების შესახებ მსჯელობის განახლებასაც.

ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს გაფართოებას რუსეთთან მოქმედების სტრატეგიის მთავარ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. თუმცა, იმის პარალელურად, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებასა და უკრაინის კრიზისის მოგვარების პროცესებში რუსეთის მხარდაჭერას სერიოზულად განიხილავენ, ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში გახშირდა ფრთხილი დამოკიდებულებები ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე, რადგან ამას რუსეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ მუქარად აღიქვამს.

"ზოგიერთები შიშობენ, რომ მონტენეგროს მიწვევამ შესაძლოა საქართველოში არასწორი სიგნალი გააგზავნოს", - განაცხადა ნატო-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

საფრანგეთი შიშობს, რომ მონტენეგროს მიწვევა საქართველოს მოლოდინებსაც გაზრდის. გერმანია, რომელიც მონტენეგროს მიერთებას დადებითად უყურებს, კვლავ რჩება საქართველოს ნატო-ში გაწევრების წინააღმდეგ, ისევე, როგორც 2008 წელს. სხვები, მათ შორის დანია და ბრიტანეთი აკვირდებიან რამდენად მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა.

ნატო-ს საბაზისო ხელშეკრულება, რომელიც ერთ მოკავშირეზე შეტევას განიხილავს როგორც შეტევას ყველა მოკავშირის წინააღმდეგ, ეფექტიანად უზრუნველყოფს თითოეული წევრი ქვეყნის დაცვის გარანტიას.

თუმცა, ყირიმსა და შავ ზღვაში რუსეთის სახმელეთო-საზღვაო სარაკეტო სისტემების აქტიური მშენებლობა ხმელთაშუა ზრვისა და ან ნატო-ს წვერი თურქეთის მხრიდან საქართველოს ძნელად დასაცავს ხდის. ეს ნიშნავს, რომ აქ საჭირო იქნება სახმელეთო ბაზების დასავლეთ ევროპიდან შემოყვანა.

გარდა ამისა, ნატოს წევრობის შეთავაზება იმაზეც არის დამოკიდებული აქვს თუ არა ქვეყანას გადაუჭრელი ტერიტორიული დავები - რაც აშკარა დაბრკოლებაა საქართველოსთვის და უკრაინისთვისაც, რუსეთის მიერ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ.

სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით კი აშშ, ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ საქართველო ყოველთვის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი და ავღანეთში სამხედრო მისიების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. აშშ-ს სურს, რომ საქართველომ განაგრძოს საბოლოო წევრობისკენ სვლა.

"მათ არ სურთ, რომ საქართველოს შეექმნას შთაბეჭდილება თითქოს ის მიატოვეს", - აცხადებს ნატო-ს დიპლომატი.

საქართველოს, სადაც უკვე მოქმედებს ნატო-ს სასწავლო ცენტრი, სურს ალიანსისგან ე.წ. "წევრობის სამოქმედო გეგმა" (მაპი) მიიღოს და მოახდინოს ნატო-ს წევრობისკენ მიმავალი გზის ფორმალიზება.

ალიანსის ოფიციალური წარმომადგენელის განხადებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც მონტენეგროს საკითხზე გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში ელის, აღნიშნა, რომ საქართველომ ამ წელს რეფორმების მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

"საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ გარკვეული გეგმები შეიმუშავონ სხვა ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორისაა საქართველოც", - აცხადებს ოფიციალური პირი.

"როიტერი" დაუკავშირდა თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

თუ ნატო-ს მინისტრები მომდევნო კვირაში ადრიატიკის რესპუბლიკა მონტენეგროსთან, 650 000 მოსახლით, ალიანსში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქს აუნთებენ, ეს იქნება ნატო-ს პირველი გაფართოება 2009 წლის შემდეგ.

ნატო-ს მოწვევის გასაკეთებლად სჭირდება ყველა, 28 წევრის თანხმობა. გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ წელში დასრულდება. მომდევნო კანდიდატები ბოსნია-ჰერცეგოვინა და მაკედონია არიან.

წყარო

თარგმნა ნატო მუჯირიშვილმა