"დავიჭირეთ შევარდნაძის სიძე, მან ციხეში 24 საათი გაატარა, რის შემდეგაც საკმარისი თანხა მოიტანა" - სააკაშვილმა აღიარა ვის რატომ იჭერდა საქართველოში - კვირის პალიტრა

"დავიჭირეთ შევარდნაძის სიძე, მან ციხეში 24 საათი გაატარა, რის შემდეგაც საკმარისი თანხა მოიტანა" - სააკაშვილმა აღიარა ვის რატომ იჭერდა საქართველოში

სააკაშვილმა უკრაინაში სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას გაუმხილა, თუ ვის და რატომ სვამდნენ საქართველოში ციხეში, მერე როგორ ათავისუფლებდნენ და ეს როგორ ეხმარებოდა ეკონომიკას:

"მოვედით ხელისუფლებაში და ფული საერთოდ არ გვაქვს, რა ვქნათ? მაგალითად, მე მჭირდებოდა, სასწრაფოდ ამეშენებინა გზა აეროპორტში, ვინაიდან გვინდოდა ტურიზმის განვითარება. აეროპორტიდან კი მხოლოდ ტრაქტორით ან ტანკით შეიძლებოდა ქალაქამდე მისვლა. ჩვენ დავაკავეთ ის ადამიანი, ვინც გზების დაგებაზე იყო პასუხისმგებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში. მან მაშინვე გადაიხადა, მგონი, 15 თუ 20 მილიონი დოლარი ექვსი საათის განმავლობაში და ჩვენ ორი დღის შემდეგ დავიწყეთ გზის დაგება და ერთ თვეში მოვრჩით. ან თუნდაც, ჩვენ არ გვქონდა სარკინიგზო სტრუქტურა, ყველა ვაგონი გაყიდული იყო. ჩვენ ციხეში ჩავსვით რკინიგზის მმართველი. მან ერთი კაცისთვის განკუთვნილ კამერაში 2-3 დღის ფიქრის შემდეგ საკმარისი თანხა მოგვცა, რათა შეგვეკეთებინა ვაგონები უკრაინიდან. ან კიდევ, ჩემი წინამორბედის ხელისუფლებას ძალიან დიდი საპენსიო ვალი ჰქონდა. თვეების განმავლობაში ქართველი პენსიონერები ვერ იღებდნენ პენსიებს. ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძეს ჰქონდა ყველაზე მსხვილი მობილური კომპანია საქართველოში, ფაქტობრივად, მონოპოლისტი იყო (მხედველობაში აქვს "მაგთიკომი"). პროკურატურამ საგადასახადო დარღვევის გამო დაიჭირა მისი სიძე. მან ციხეში 24 საათი გაატარა, რის შემდეგაც საკმარისი თანხა მოიტანა, რომ გადაგვეხადა პენსიონერებისთვის დაგროვილი ვალები. თუ ამ პრეცედენტს უკრაინელ კორუფციონერებზეც გამოვიყენებთ, მაგრად დავიწყებთ ცხოვრებას. და გარწმუნებთ, რომ საბოლოოდ ჩვენ ყველა გავათავისუფლეთ, ვინაიდან ფული გადაიხადეს", - ჰყვება სააკაშვილი.

იხილეთ ვიდეო