"პოროშენკო ამით რას ელოდება? ფიქრობს, რომ მიშას შეჩერებას შეძლებს"? - კვირის პალიტრა

"პოროშენკო ამით რას ელოდება? ფიქრობს, რომ მიშას შეჩერებას შეძლებს"?

"არ ვაპირებ ვილაპარაკო ჩემს გათავისუფლებაზე, ამას არც აზრი აქვს და არც ძველ გუნდში დაბრუნებას ვაპირებ"

"პრეზიდენტმა პოროშენკომ თავისთან დამიბარა და გამიმხილა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მასთან შეთანხმებული"

დავით საყვარელიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ,  ერთ-ერთ უკრაინულ ინტერნეტგამოცემასთან ინტერვიუში, უკრაინის პორბლემებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რეფორმები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ უნდა გატარდეს, მაღალჩინოსანთა ქვეყნის დამაზიანებელ ინტერესებს ეჯახება.

"არ ვაპირებ ვილაპარაკო ჩემს გათავისუფლებაზე, ამას არც აზრი აქვს და არც ძველ გუნდში დაბრუნებას ვაპირებ. პროკურატურაში ძველი გუნდთან ერთად, მთლიანად უნდა შეიცვალოს თამაშის წესები, ფილოსოფია და პროკურორის ეთიკა, რაც დღეს უკრაინაში კლანურია".

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა გუნდის და მსოფლმხედველობის მსგავსი რადიკალური ცვლილება თავად უკრანის პრეზიდენტს, ოდესის ყოფილმა პროკურორმა განაცხადა, რომ ის ელოდება პრეზიდენტის რეაქციას.

"პრეზიდენტის რეაქციას ველოდებით. მაშინ, როცა ტელევიზიით ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავიგე, პრეზიდენტმა პოროშენკომ თავისთან დამიბარა და გამიმხილა, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო. არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს თანამდებობაზე დაბრუნებას ვითხოვდე, მე ადრეც დამიტოვებია გენპროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობა და ახლაც ამაყად ვტოვებ მაღალ ჩინს. მთავარი კი ის არის, რომ შეიცვალოს თამაშის წესები. უნდა შეიქმნას იდეოლოგიურად ახალი პროკურატურა, რომელიც სამართლიანობის, წესრიგს და სახელმწიფოებრიობის მაგალითი გახდება", - განაცხადა ინტერვიუში ოდესის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეძლო ამ რეფორმების გატარება უკრაინის პრეზიდენტმა მაშინ, როცა მას ამ ყველაფრისთის 2 წელი ჰქონდა, საყვარელიძემ უპასუხა:

"ეს რისკები პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. ყოველი გადაწყვეტილება, დანიშვნის თუ გათავისუფლების თაობაზე პოლიტიკურ საფრთხეებსა და რისკებს მოიცავს - ან პირიქით, შეიძლება სწორმა გადაწყვეტილებებმა დამატებით ქულები მოგიტანოს".

"არ ვთვლი ნორმალუად იმ ფაქტს, რომ მთელი წლის განმავლობაში სულ იმ მოქალაქეების დაცვა გვიწევდა, ვინც კორუფციულ სისტემას ებრძოდა. მთელი წელი დაიკარგა ამ იდიოტიზმში. სხვაგვარად არ შეიძლება მოიხსენიო ის ქმედებები და წინააღმდეგობები, რომლებიც ჩვენ პროკურატურის კორუფციული სინდიკატის წყალობით გადავიტანეთ. ახლა ძირითადად სამოქალაქო მოძრაობის საშუალებით ვიმოქმედებთ, იმათ არ გადაეყარნენ, ვინც ეგონათ... მე მათ ვაფრთხილებდი.

ჩემი გათავისუფლება დაკავშირებულია კივალოვთან, გოლუბევთან, პრესმანთან და დაჯგუფების კიდევ სხვა წევრებთან. ეს იმის გამო, რომ პროკურატურის აღძრული საქმე, რომელიც ოდესის პორტში კონტრაბანდული წყაროების არსებობას იძიებდა, სწორედ მათ საქმიანობას შეეხება, უკრაინაში ჩინოვნიკების დანიშვნა კი მათი დაფინანსებით ხდება".

"ღიად უნდა განვაცხადო, რომ მე დავარღვიე პროკურორის ეთიკა, მაგრამ "პროკურორის ეთიკა" მხოლოდ მათი გაგებით. რაში მდგომარეობდა მათი ეს გაგება? - ქურდობასა და კორუფციაში. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სწორედ იმისთვის დამნიშნა თანამდებობაზე, რათა ეს "პროკურორის ეთიკა" დამერღვია, ჩემი გათავისუფლება კი იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინაში რეფორმების გატარება საერთოდაც არ აწყობთ მაღალი თანამდებობის პირებს, სწორედ ამიტომ დაიწყო ბრძოლა ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ".

სააკაშვილის შესახებ საუბრისას, გენპროკურორის ექსპირველ მოადგილეს ჟურნალისტმა შეახსენა ვერსია, რომ მისი გაშვებით პოროშენკომ მიანიშნა სააკაშვილს, თითქოს "მხოლოდ "უცხოების" გაკრიტიკებაა შესაძლებელი", ამაზე კი საყვარელიძემ უპასუხა, რომ ამით სააკაშვილს ვერ შეაჩერებენ:

"პოროშენკო ამით რას ელოდება? ფიქრობს, რომ მიშას შეჩერებას შეძლებს"?

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კი საყვარელიძემ განაცხადა, რომ ის უკრაინაში რჩება და არ აპირებს ქვეყნის დატოვებას:

"მე უკრაინის მოქალაქე ვარ და არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვაპირებ ქვეყნის დატოვებას. მთავარი საკითხი ის არ არის დავუბრუნდები თუ არა მე ჩემს თანამდებობას... მთავარი საკითხი ახლა შემდეგშია, შეიცვლება თუ არა პროკურატურაში თამაშის წესები, მოვა თუ არა ახალი გუნდი და დასჯიან თუ არა იმ პირებს, რომლებიც საბოტაჟში მონაწილეობენ, თუ ყველაფერი ძველებურად დარჩება"?!

პ.ს. როგორც ირკვევა საყვარელიძე 1-ლ აპრილს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. (იხილეთ: რატომ დაიბარეს დავით საყვარელიძე დაკითხვაზე?)

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ