"რესპუბლიკელი" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას" - კვირის პალიტრა

"რესპუბლიკელი" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ".

პრემიერის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ქართული ოცნებაც" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

მისივე შეფასებით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილება" ნორმალური და მისაღებია.

"ვთვლით, რომ ნორმალური და მისაღებია, როდესაც "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად გავა არჩევნებში. "რესპუბლიკელების" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას. მიუხედავად "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულებრივად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ ასევე: რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებზე რჩებიან, თუმცა პარტია არჩევნებში კოალიციისგან დამოუკიდებლად იმონაწილევებს