საყვარელიძის აღიარება - როგორ აჯილდოვებდა სააკაშვილის ხელისუფლება "საქმის მკეთებელ" პროკურორებს?!
"მოდური იყო არაკორუმპირებულობა, საზოგადოების კეთიდღეობისთვის მუშაობა და ახალი საქართველოს შენება".
უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას განიხილა, თუ რა პრობლემებია უკრაინის პროკურატურაში, ჟურნალისტთან საუბრისას მან პარალელები საქართველოს პროკურატურასთან გაავლო:
„დავუპირისპირდი შოკინსაც და ყველას, ვინც ძველ სისტემას ემხრობა. ძველ სისტემაში ისინი თავს კომფორტულად გრძნობდნენ. მაგრამ პროკურატურა, პირველ რიგში კორუფციას უნდა ებრძოდეს. კორუფციასთან ბრძოლა კი სიღარიბესთან ბრძოლას ნიშნავს.
ახლა თავისუფლად შემიძლია ჩემი მოქალაქეობრივი აზრის დაფიქსირება. დავტოვე კაბინეტი, მსგავსი თანამდებობა ბევრი მქონდა. არის მომენტი, როცა შეგიძლია ადმინისტრაციული და იურიდიული რესურსის გამოყენება და როცა ყველა შესაძლებლობა ამოწურულია, უნდა გადახვიდე სამოქალაქო აქტივობაზე, პოლიტიკაზე. ყველაფერი გააკეთეს, პროკურატურუდან ჩემი გამოგდებისთვის, ახლა კი ეს ყველაფერი ღირსების საქმეა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საყვარელიძე პოლიტიკაში მოსვლას, მან განაცხადა, რომ იქ ხედავს საკუთავ თავს, სადაც სიმართლეა:
„ჩემს თავს სამართლიან ხალხთან ვხედავ. სადაც აქამდე ვმუშაობდი, იქ სიმართლე არ არის, თუმცა იმ სისტემაშიც ბევრი სამართლიანი ხალხი დავტოვე, მათ იმედის მიცემა სჭირდებათ“.
უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას, ქართველმა პოლიტიკოსმა პარალელები გაავლო უკრაინისა და საქართველოს რეფორმებზე და განაცხადა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველოში არაკორუმპირებულობა პოპულარული იყო.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენს გამოიმუშავებდა პროკურორი საქართველოში, საყვარელიძემ უპასუხა:
„2008 წელს პროკურორი საქართველოში 1200-1300 დოლარს გამოიმუშავებდა. საქმის კონკრეტული შედეგით დასრულებას თან ახლდა პრემია და ბონუსი. თუ რეზონანსული საქმე გაიხსნებოდა და სახელმწიფოს დანაკარგს დაუბრუნებდა, მაშინ პრემიის სახით 10-20 ათასი დოლარი გადაეცემოდა, ეს უფიციალურად ხდებოდა, სახელმწიფოსგან".
ფრაგმენტი ინტერვიუდან:
- როგორ ახორციელებდით საქართველოში რეფორმებს?
- პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩვენს წინააღმდეგ კი იწყებდა გამოძიებას, არამედ საჩელი შეჰქონდათ იმათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენ გვიშლიდა ხელს. ისეთები, როგორიც კივალოვია, ვერ ბედავდა „რუსულ სამყაროზე“ აგიტაციის ჩატარებას. პრეზიდენტი ჩვენ გვიჭერდა მხარს და პარლამენტიც ხვდებოდა საით მიდიოდა ჩვენი პოლიტიკური გზა. მოდური იყო არაკორუმპირებულობა, საზოგადოების კეთიდღეობისთვის მუშაობა და ახალი საქართველოს შენება.
- კონკრეტულად რას აკეთებდით პორკურატურაში?
- გავატარეთ რეფორმები, შემცვალეთ თანამშრომლები, დავწერეთ კრიმინალთან ბრძოლის ახალი კანონები, რომლის დაცვაც მკაცრად კონტროლდებოდა. კარგად მუშაობდა უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ყველა კორუფციულ კავშირსა და პროკურორის ეთიკის დარღვევას ამოწმებდა. რამდენიმე წელში კი, საქართელოს პროკურატურამ საზოგადოების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ვიბრძოდით კორუფციის წინააღმდეგ, გავწმინდეთ სისტემა და სახელმწიფოს უბრუნდებოდა მოპარული ფინანსები და ქონება“.
რაც შეეხება უკრაინაში დაშვებულ შეცდომებს, საყვარელიძემ უპასუხა, რომ არაფერს ნანობს:
„მე არაფერს ვნანობ, გამოვიყენეთ ყველა შესაძლო იურიდიული და პოლიტიკური შესაძლებლობა. ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დაგვენახებინა კონტრასტი და პროკურატურა არ გახდა დიდი კორუფციის ნაწილი“.
წყარო
მოამზადა ეკა გადახაბაძემ