"თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა..." - რას აპირებს შს მინისტრი?!
"არის ინფორმაცია, რომ რიგი პარტიები გარკვეულ პროვოკაციებს აპირებენ", - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა, თუმცა რა კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს უწყების ხელმძღვანელი და როგორ ემზადებიან სამართალდამცავები არჩევნებზე სავარაუდო დესტაბილიზაციის პრევენციისთვის, "კვირის პალიტრის" კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ექსკლუზიურად პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდებს იტერვიუდან:
- ბატონო გიორგი, დააკონკრეტეთ, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეთ, რომ პარტიები პროვოკაციებისთვის ემზადებიან, თუ საზოგადოებას მხოლოდ თქვენი მოსაზრებები გააცანით?
- ამ საკითხზე დეტალური საუბრისაგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ამას გეტყვით - ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი ამოცანაა ეს არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ამის უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს.
…
- რისკებში თუ განიხილავთ მედიაში არაერთხელ გავრცელებულ სცენარს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, გასცემთ ბრძანებას, რომ ის დააკავონ?
- მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, პოლიცია ისე იმოქმედებს, როგორც კანონითაა გათვალისწინებული. სწორედ კანონით გათვალისწინებული ნორმებით ვიმოქმედებთ მაშინ, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.