"ვინც თქვა, რომ ჩვენ ვმართავთ ბიძინა ივანიშვილს, ნორმალურია?!" - კვირის პალიტრა

"ვინც თქვა, რომ ჩვენ ვმართავთ ბიძინა ივანიშვილს, ნორმალურია?!"

ვინც თქვა, რომ ჩვენ ვმართავთ ბიძინა ივანიშვილს, ნორმალურია?! - ამის შესახე ჟურნალისტებს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, მსგავს განცხადებაზე, სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.

"ვინც თქვა, რომ ჩვენ ვმართავთ ბიძინა ივანიშვილს, ნორმალურია?! როცა ამას ამბობს ადამიანი - მდინარაძე ივანიშვილს მართავსო, თან ჩვენი გუნდიდან გასული ადამიანი, არამგონია ამაზე სერიოზულად ისაუბრო, სისულელეა ეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, დღეს ბიძინა ივანიშვილზე გავლენას, ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი ახდენს.

"ინტერპრესნიუსი"