"მიშისტებო, ვინც ცდილობთ, რომ ეს სიგიჟე გაამართლოთ, არაადამიანები ხართ!"
"ილია ჭავჭავაძე დღეს რომ ცხოვრობდეს, რუსეთის აგენტად მონათლავდნენ"
"გეფიცებით, "სვარშიკად" ვიმუშავებ და მე თვითონ მივიღებ მონაწილეობას ამ საშინელების დემონტაჟში, მიუხედავად იმისა, რომ თეატრია..."
"მე წავედი აქციაზე", - წერდა 19 სექტემბერს მსახიობი ნატო მურვანიძე სოციალურ ქსელში. საქართველოში არსებული უსამართლობისადმი უკმაყოფილების გამოხატვას არასდროს ერიდებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაუმძაფრდა დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ. გთავაზობთ ამონარიდებს ნატა მურვანიძის წერილებიდან:
"რახან მთავრობაა, მუხლებზე უნდა ეგდო?"
"ერთი ამბავი მოვისმინე: 2008 წელს ერთი "პოლიტიკოსი ძალიან პოპულარული იყო საზოგადოებაში და ალბათ ამიტომაც, პატიმრის დედამ სთხოვა, - შენ ციხეში შეღწევა შეგიძლია და იქნებ გამიგო, ჩემს შვილს რას ასმევენ, ან რა დღეშია. წერილებს კი მწერს, მაგრამ ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, წერილების შინაარსის მიხედვით კი სულ სხვა კაცი გახდა და ხომ არაფერი უჭირსო. ცხადია, ეს პოლიტიკოსი შევიდა ციხეში და პატიმარი მოიკითხა - 2 წლის გარდაცვლილი ყოფილა, დედას კი რატომღაც უმალავდნენ (ალბათ წამებისას შემოაკვდათ და ამ ამბის გახმაურება არ უნდოდათ!). ციხის უფროსი პატიმრის ბოლო, გაუგზავნელი წერილის ხელნაწერის მიხედვით დედამისს მოკლე წერილებს უგზავნიდა, რომ ხმაური არ ამტყდარიყო. მერე რა მოხდა არ ვიცი, რადგან მაშინ ის პოლიტიკოსი გიჟივით იყო, არ იცოდა, რა ეთქვა პატიმრის დედისთვის...
ადრე, როდესაც პროტესტს გამოვთქვამდი ამა თუ იმ ფაქტზე, ჩემი მიშისტი "მეგობრები" მარცხვენდნენ, - ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მთავრობააო." რახან მთავრობაა, მუხლებზე უნდა ეგდო? "მსახიობი პოლიტიკაში რატომ ერევიო?! მე ჯერ ადამიანი ვარ, მოქალაქე და რაც იწვევს ჩემს პროტესტს, ვალდებული ვარ, დავაფიქსირო. ახლა რომ ვწერ, ასეთი გამწარებული კომენტარები არასოდეს მიწერია "ფეისბუკზე" და აღარ მტუქსავენ. ეტყობა, ოიდიპოსივით თვალების დათხრის მერე აეხილათ თვალი...
"ახლა ტყავის გადასარჩენად ხელი უნდა გამოიღონ კოპშეკრულებმა"
ხომ გახსოვთ, ორი წლის წინ ინტერნეტით გავრცელდა თბილისის მეტროში გადაღებული ამაზრზენი კადრები - მოწყალების სათხოვნელად ვაგონში მყოფ ინვალიდს კუთხეში მიიმწყვდევენ პოლიციელები და წიხლებს ურტყამენ. ეს ის პერიოდია, როდესაც რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და სხვა მრავალის, ჩვენ რომ არ ვიცით, მკვლელი პოლიციის თანამშრომლები არ დასაჯეს, როდესაც პრეზიდენტმა პოლიციელის შეწინააღმდეგებისთვის "ლიკვიდაციის" ბრძანება გასცა, როდესაც ასეთი არაკაცების სათარეშოდ ააწყვეს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ნაძირალა არ არის, მაგრამ ნდობის ფაქტორს რა ვუყოთ? საოცრებაა, მაგრამ ეს ვიდეო პირველად რომ დავდე "ფეისბუკში", ასეთი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. დღეს ელვის სისწრაფით გავრცელდა. ალბათ მაშინ რომ სათანადო რეაქცია გვქონოდა ყველანაირ უსამართლობაზე, ციხის კადრები არ იარსებებდა. თუმცა, რამდენიც უნდა გვეყვირა, შედეგს მაინც ვერ ვაღწევდით, პირიქით, ჯინაზე უფრო მეტად გვიჭერდნენ ხელს. ერთხელ მახსოვს, ნინო ჟვანიას კრიტიკულ გამოსვლას ასე უპასუხეს: - ჭირისუფალი რასაც ამბობს, სერიოზულად არ უნდა მიიღოო. ალბათ ცოტას ახსოვს ეს, რადგან ვარდების სურნელით იყვნენ გაბრუებულნი... მახსოვს, ერთმა ჩემმა მეგობარმა ამ ვიდეოზე მიმიწერა, - შენი მოსაწონი ქვეყანა ვერ აშენდებაო. ეს უნდა მომწონდეს თურმე! ააშენეს კიდეც თავისი მოსაწონი ქვეყანა...
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამაზე რეაგირებისთვის წინასაარჩევნო ამინდი იყო საჭირო. რაც შეეხება "არ ვიცოდი"-ს: რამდენჯერ გამოვიდა პატიმრების წერილები ციხიდან? რამდენს ლაპარაკობდნენ პატიმრების ოჯახის წევრები? რამდენი ფოტო გვაქვს ნანახი? რამდენი "თვითმკვლელობის" ფაქტი, "წინასუიციდური მაზოხისტური გამოხდომებით" (თურმე თვითმკვლელი, სანამ ყულფში გაუყრიდა თავს, თვითონ ეწამებოდა), მაგრამ ახლა საარჩევნოდ და ტყავის გადასარჩენად ხელი უნდა გამოიღონ კოპშეკრულებმა, ხოლო მიშისტებისგან გადმოგდებული "ხავსუკა", რომ თურმე მასალას საარჩევნოდ ინახავდნენ, თუ ინახავდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამაზე რეაგირება მოეხდინათ. და, საერთოდ, მიშისტებო და ადამიანებო, ვინც ცდილობთ, რომ ეს სიგიჟე გაამართლოთ, უკიდურესად ცუდები ხართ, შეიძლება ითქვას, არაადამიანებიც!
"მზად უნდა იყო, რომ სიმპტომები განმეორდება"
ბრმას თვალი თუ აეხილა და ყრუს სმენა დაუბრუნდა, უნდა მიიღო, ოღონდ მზად უნდა იყო, რომ სიმპტომები განმეორდება. ვგიჟდები, წითელ მაისურებს რომ იხდიან და ლურჯს იცვამენ. რა, უმაისუროდ ნულია შენი ფასი? წადი, რა, დატოვე "ნაცმო" და ბოდიში მოიხადე იმ გამოშტერებისთვის, რაც გჭირდა და ეჭვი მაქვს, რომ კვლავ გჭირს. იქნებ დაფიქრდნენ, რატომ ედგნენ "ნაცმოს" და რა შეცდომები აქვთ დაშვებული. როცა ერთხელ ასეთ ქაქს შეჭამ, ცოტა უნდა დაფიქრდე, არა?
ილია ჭავჭავაძე და მერაბ მამარდაშვილი დღეს რომ ცხოვრობდნენ, რუსეთის აგენტებად მონათლავდნენ. მამარდაშვილის ლექციები ძალიან მძიმე აღმოჩნდა მაშინდელი ხელისუფლებისთვის და ახლაც მძიმე იქნებოდა. მამარდაშვილი ამბობდა, "ადამიანობა არის ძალისხმევა, იყო ადამიანი"... ამ ფრაზას სიტყვის შეცვლაც არ დასჭირდებოდა, ისე ერგება დღევანდელ სიტუაციას...
ბარათაშვილის ხიდთან, რიყეზე, როგორც ჩემმა შვილმა დაარქვა, საწვიმწურწურე მილის ფორმის შენობას რომ აგებენ, ეს ძალადობა არაა? რატომ ვაუპატიურებინებთ ქალაქს? ყველაფერში ძალადობაა. აგრესიული მშენებლობით გაერთო ჰიტლერიც და ვინც ხმა ამოიღო, დედა უტირა, მერე ქალაქების განადგურებაზე გადავიდა და მერე ქვეყნების... გუშინწინ პოლონელები წავიყვანე მანდვე რომ კაფეა ხედით. ისე დავსვი, რომ ნარიყალას ხედავდნენ მხოლოდ, მაგრამ მე ისეთ შავ დღეში ჩავვარდი, სულ თავბედს ვიწყევლიდი ამ საშინელებას რომ ვუყურებდი. ის პოლონელი გოგო ახალ პროექტზე მელაპარაკებოდა და მე კონცენტრაციას ვერ ვახდენდი. კინაღამ გავაფრინე. როცა მონატრებულ თბილისში ჩამოვდიოდი, მაგ ადგილზე სუნთქვა მეკვროდა, ისეთი ლამაზი იყო. ახლა აღარაფერი ჩანს. ეს არის ძალადობა ქალაქსა და ჩვენზე. ამაზე რომ გამოაცხადონ, თუ გინდათ დაშალეთო, გეფიცებით, ""სვარშიკად"" ვიმუშავებ და მე თვითონ მივიღებ მონაწილეობას დემონტაჟში, მიუხედავად იმისა, რომ თეატრია..."
თუ საზოგადოებას სურს თავისი ცივილიზებულობის შემოწმება, ციხეში უნდა შეიხედოს
ფეოდორ დოსტოევსკი