დიმა ჯაიანი - ”სააკაშვილს სულ ფეხებზე ჰკიდია, ვისი შვილები კვდებიან ავღანეთში”
…”მე ვიყავი აფხაზეთის ომში. მე - ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არავითარი კავშირი არ მაქვს სამხედრო ტექნიკასთან (ვიცი მხოლოდ იმიტომ, რომ ომში მოვხვდი), 26 მაისს მივხვდი, რამხელა საშიშროება გველოდა. მიხეილ სააკაშვილი რომ შეხვდა ჯარისკაცებს და ეკითხებოდა, შენ რამდენი კაცი მოკალიო, - იმ კადრებს ვგულისხმობ”... - აცხადებს მსახიობი დიმა ჯაიანი... მან ინტერვიუში არ დამალა, რომ გაცოფებულია და გვთხოვა, მისი გულწრფელი გამონათქვამები არ შეგველამაზებინა...
- გაინტერესებთ ჩემი დამოკიდებულება იმ ფაქტთან, ავღანეთში რომ ქართველი სამხედროები დაიღუპნენ? - საოცარი დამოკიდებულება მაქვს, საოცარი!... კი ბატონო, მესმის, რატომ და რისთვის იბრძვიან ქართველი სამხედროები დღეს ავღანეთში, მაგრამ რატომ ჰყავს ჩვენზე ათჯერ დიდ ნატოს და ევროკავშირის წევრ ჩეხეთის რესპუბლიკას 600 ჯარისკაცი ავღანეთში გაგზავნილი და სააკაშვილს 1800?! მ არანორმალურ კაცს, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია (მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის), ვისი შვილები კვდებიან იქ! საკითხავია, არის თუ არა თვითონ ქართველი, იმიტომ, რომ საქართველო, ვიმეორებ - ფეხებზე ჰკიდია. საქართველოს, ყველაზე დიდი, 300 ჯარისკაცის გაგზავნა თუ შეეძლო ავღანეთში, მაგრამ საქართველოში ფაშიზმი მძვინვარებდა და ეგონა, 1800 კაცი რომ გაგზავნა, ამით ყველაფერს გადაფარავდა. რას გადაფარავდა?! - ადამიანებს რომ ცოცხებით აუპატიურებდნენ!? - ყველაზე დიდი დანაშაულია, ახლა რომ ხდება მთავარი რამის ჩაფარცხვა...… მე ვიყავი აფხაზეთის ომში. მე - ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არავითარი კავშირი სამხედრო ტექნიკასთან არ აქვს (ვიცი მხოლოდ იმიტომ, რომ ომში მოვხვდი), 26 მაისს მივხვდი, რამხელა საშიშროება გველოდა. მიხეილ სააკაშვილი რომ შეხვდა ჯარისკაცებს და ეკითხებოდა, შენ რამდენი კაცი მოკალიო, - იმ კადრებს ვგულისხმობ... ამ ჯარისკაცებს სახით უჩვენებდა ”რუსთავი 2”. ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვაცხადებ! - ამის გულისთვის დასახურია ”რუსთავი 2”, დასაჭერია ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა - თითოეული ჟურნალისტი და ოპერატორი, თითოეული დეგენერატი! როგორ შეიძლება მთელ მსოფლიოს ასეთი რამ აჩვენო?!.. წარმოგიდგენიათ საქართველოში რომ იგივეს ამბობდეს ავღანელი, მე ამდენი და ამდენი ქართველი მოვკალი ამა თუ იმ ქუჩაზეო?!... ავღანელი რომ საქართველოში ქართველს მიკლავდეს, ამას შევარჩენ? - რას ჰქვია საქართველოში ვიღაც ავღანელი ქართველ კაცს მიკლავ! - იგივე არ ხდება ახლა ავღანეთში? ეს რეგვენი პრეზიდენტი (მათ ხომ არ იციან, ეს რომ რეგვენია, პრეზიდენტი ხომ ჰქვია ამ განუვითარებელს, ამ საშინელებას?!) ასეთ შეკითხვას სვამს. ჟარისკაცებიც დაიბნენ, მიხვდნენ, რომ ამის კითხვა არ შეიძლებოდა, მაგრამ ჯარისკაცი ვალდებულია, პასუხი გასცეს... შემდეგ ტელეკომპანია ”მაესტრომ” გადააფარა ჯარისკაცებს სახეზე, მაგრამ რაღა დროს?! უკვე წასული იყო კადრები მსოფლიოში. ამ კადრების შედეგია ეს უბედურება. ამას ხმამაღლა ვაცხადებ, მთელი პროკურატურის წინაშე და სასამართლოს წინაშე პასუხს ვაგებ! სააკაშვილის ბრალია და ის ამისთვის აუცილებლად უნდა გასამართლდეს!.
- უნდა გამოიყვანოს საქართველომ სამხედროები ავღანეთიდან?
- სამხედროების შეყვანაა ადვილი, თორემ გამოყვანა ძალიან რთულია. ყველაფერი გააკეთა ამ დაკომპლექსებულმა კაცმა, ქართველი სამხედროების რიცხვი 1800-მდე რომ გაეზარდა. ახლა ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ და ნაწილი მაინც გამოვიყვანოთ. დღეს ტელევიზიებმა გადმოსცეს და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, წნევა ორასზე ამივარდა, სამძიმარი გამოაცხადა საკნიდან ვანო მერაბიშვილმაო... დიქტორებმა გამოაცხადეს - საკნიდან გენერალურმა მდივანმა - ვანო მერაბიშვილმა სამძიმარი გამოუცხადა მთელ საქართველოსო. დაგვცინიან, მარაზმია?!
- დღევანდელ ხელისუფლებას არ აკისრებთ რამე პასუხისმგებლობას?
- დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად ვერაფერს დავაბრალებ. ნამდვილად ვიცი, რომ დღე და ღამე ფიქრობენ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გამოყვანა. ეს ნამდვილად ვიცი, მაგრამ ნატოზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ნამდვილად ვიცი ფინალი (ჩემთვის ვიცი) - ტერიტორიები დაკარგულია, რუსის ჯარი ყოველ ოც მეტრში დგას და ვინ შეგიშვებს შენ ნატოში?! რაღაცას ვეპოტინებით, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არაფერი გამოვა. მე ისიც კარგად ვიცი, ბიძინა ივანიშვილმაც რომ იცის, მაგრამ ასე ლაპარაკი მე შემიძლია, რადგან თავისუფალი, მსახიობი კაცი ვარ... ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, ტყუილად რომ იხოცებიან ჩვენი ბიჭები... გამოდიან და აცხადებენ - გლოვის დღეა, ჩამოუშვით დროშებიო...… სიყალბეა ეს ყველაფერი და აღარავინ ”ჭამს”. ეს გარეწარი წავა, ხინკლებს გადაყლაპავს, წაიყვანს მომღერლებს. თავის საყვარელ ადამიანებს და ჰგონია, ამ იდიოტის ნიანგის ცრემლების თუ კიდევ ვინმეს სჯერა... უზარმაზარი ტკივილი მაქვს და როგორც ერთი რიგითი ქართველი, მართლა გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს. ჩემსავით ძალიან ბევრია გულდამწვარი დღეს. თეატრალურ საზოგადოებაში ერთმა კაცმა თქვა, მთელი ღამე ვტიროდიო...… მჯერა, ასე იქნებოდა და რამდენი ასეთი თვალცრემლიანი იქნებოდა წუხელ ჩვენს ქვეყანაში. თითოეულ ასეთ ადამიანს ვუსამძიმრებ, მიიღონ ჩემი უზარმაზარი გულისტკივილი. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რაღაც და პირველ რიგში მე ვიქნები მათ შორის. რასაც ამ ინტერვიუში ვამბობ, იგივეს ვიყვირებ ყველგან და უარესსაც.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)