ჟანრი ლოლაშვილი - "ქალის და კაცის ალერსს აჯარიმებენ და გეი პარადს არა?"
ცნობილი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების შესახებ კანონის გამკაცრებაზე კომენტარს აკეთებს:
- ესე იგი ფული შემოაკლდათ ბიუჯეტში... ქალის და კაცის ალერსს აჯარიმებენ და გეი პარადს არა? რომ ითხოვენ გადაგვარებულები, გინდათ თუ არა, მიყურეთ რას ვიზამ ქუჩაში, აი, ეგ არის ადამიანური ღირსების დარღვევა და სწორედ ეგ არის დასაჯარიმებელი და არანაირი ჯარიმა არ კმარა - ციხეც ალალია!. უკვე პოლიტიკურ ზრახვებში გადააქვთ თავიანთი გადაგვარებულობა. კაცი კაცს რომ ენას გადაუგდებს ქუჩაში, რა უბედურებაა?!... ქალისგან და კაცისგან აღარ მოგვწონს სასიყვარულო სცენა და ახლა ამათი დროა, არა?! რა დრო დაგვიდგა, კაცი კაცთან მეტი მინახავს ქუჩაში ჩახუტებული ვიდრე გოგო-ბიჭთან და ესენი კიდე აჯარიმებენ? უზნეო ადამიანი რომ იქნები, უზნეო საქციელით, გინდ ცისფერი იყავ და გინდა მწვანე, რაც არ შედის ადამიანური ქცევების ყოველდღიურ ნორმებში დასასჯელია, აბა რა ოხრობაა?! ნორმალური ვინმე, თუნდაც ცოლ-ქმარი გინახიათ გამოსული რომ იძახდნენ პარადი გვინდაო?! ესენი უნდა აიკრძალოს, თორემ ახალგაზრდები თუ ერთმანეთს აკოცებენ და მოეალერსებიან, ის რაღა ასაკრძალია?!... ასეთი ძალად ნორმები არ ვარგა. საჭესთან რომ მთვრალი არ უნდა დაჯდე, ეგ ისედაც ყველამ უნდა იცოდეს. ამ დროს პოტენციური მკვლელი და დამნაშავე ხდები. ან ჩემ წინ რომ მორბიხარ და ლამის მაფურთხებ, რა უბედურებაა?! თუ იხრჩობი, სადღაც მიდი, მიეფარე სანაგვე ურნასთან და იქ გადააფურთხე!... ადამიანი არის საზოგადოებრივი ცხოველი და სახლიდან გარეთ რომ გადის, რაღაც წესები უნდა დაიცვას, რადგან საზოგადოება უკვე სხვა მოვლენაა. შენს სახლში რაც გინდა ის ქენი, თუ გინდა კაცთან იხურუშე, იდიოტო კაცო! გარეთ რომ გადაგვარებულობით ცდილობ ყურადღება მიიქციო, ამას აწესებ და რეკლამირებას ახდენ, ავადმყოფი ხარ და შენთვის ყველანაირი ჯარიმა ცოტაა. თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი და ახალგაზრდების სასიყვარულო სცენებსაც. ახლა მე რომ სტადიონზე გადავაწვინო ქალი და ვკოცნო მთელი ძალ-ღონით და ხალხს მოვუწოდო, მიყუროს, სწორი იქნება?! - სტადიონზე იმიტომ ხარ მითრეული, ფეხბურთს უყურო!... ანუ, ამ მხრივ ვიწონებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ნაბიჯს. თუმცა, საცოდავ მძღოლებს რაღაც ძალიან ბევრი ჯარიმები მოგვაყარეს, მანქანა აღარ ვიცით სად დავაყენოთ და ესეც აუტანელია. რაღაც ნორმები უნდა არსებობდეს. ისე, თავშეკავება არავის აწყენს. ასე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რაც მოგესურვება ის თუ ქენი, კაცს რომ კუჭი აეშლება, უნდა ჩაიხადოს და თეატრის წინ მოისაქმოს?! ან ტრანსპორტში რომ ბუთქოს ერთი, კარგი იქნება?!...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)