20 წლის "ბაიკერის" საბედისწერო სიყვარული და ავარიის შემზარავი დეტალები (ექსკლუზივი)
20 წლის ბექა სეხნიაშვილი საყვარელ გოგონასთან ოჯახის შექმნასა და ლამაზ შვილებზე ოცნებობდა... ბექა "ბაიკერი" იყო, რამდენიმე დღის წინ, როდესაც მეგობრებთან ერთად მთაწმინდისკენ მიჰქროდა, ავტოვარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას საპარლამენტო უმცირესობის, გიგი წერეთელის ვაჟი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი ავტომობილით დაეჯახა. ამბობენ იმასაც, რომ დეპუტატის ვაჟი ნასვამი იყო. ტრაგედიის დეტალებზე და ახალგაზრდა ბაიკერის შესახებ ბექას ოჯახის წევრი გვიამბობს...
- ბექა თინეიჯერობის ასაკში რომ შევიდა ცოტა შეიცვალა, გულჩათხრობილი გახდა. ერთხელ დედამისმა შემომჩივლა, -შეყვარებულია, "ბაიკერი" გოგონა უყვარს, მის გარდა, არავის და არაფრის გაგონება არ უნდაო... მშობლებმა გული არ დაწყვიტეს და მასაც უყიდეს მოტოციკლი... მერე აიჩემა, ამ მოტოციკლეტს პატარა სიჩქარე აქვს, უფრო მძლავრსიჩქარიანი უნდა ვიყიდოო და მამამ გერმანიიდან ჩამოუყვანა. თუმცა დედა სულ ნერვიულობდა, ეშინოდა ხიფათს არ გადაყროდა. იმ საბედისწერო ღამესაც გათენებამდე ელოდა ბექას შინ დაბრუნებას... შვილის ლოგინში თვალმოუხუჭავად გაათენა, მერე სამსახურში წავიდა და დაიბარა, ბექა მოვა თუ არა, დამირეკეთო. ბექა აღარ მოვიდა... საშინლად დასახიჩრებული მოიტანეს მისი უსიცოცხლო სხეული. საბრალო ბიჭი, ულამაზესი იყო, ძალიან კოხტა, ლამაზად ჩაცმა უყვარდა, არაჩვეულებრივი თბილი ღიმილი ჰქონდა...
- მის შეყვარებულს თუ იცნობდით?
- არა, თეონას არ ვიცნობდი, თუმცა გადმოცემით ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზი გოგო იყო და ბექას უსაზღვროდ უყვარდა. "ბაიკერიც" ამ სიყვარულის გამო გახდა. უნდოდა, რომ სულ მის გვერდით ყოფილიყო. თეონა პირველად მაშინ ვნახე, როდესაც ბექას სამძიმარზე მოვიდა. მართლა ძალიან ლამაზი გოგონა ყოფილა.
- ხომ არ იცით, ტრაგედიის დროს თეონაც ბექასთან ერთად იყო?
- კი, ერთად ყოფილან. თეონამ თქვა, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, ოდნავ ვუსწრებდი და მთელ ტრაგედიას სარკიდან ვუყურეო... რუსთაველის გამზირზე შეკრებილან, სულ თორმეტნი ყოფილან... მთაწმინდისკენ მიმავალ გზას რომ გაუყვნენ, უკვე ღამე იყო. როგორც როგორც თეონა ამბობს, ბექას დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი თავიდანვე შეუნიშნავს და შეეცადა, არიდებოდა. ავტომობილიც თავის მხრივ შეეცადა თავის არიდებას და ისე მოხდა, რომ ორივე ერთი მიმართულებით გადავიდა... ბექას შეჯახების ტალღამ რამდენიმე მეტრზე გადაისროლა. თანაც, ავტომობილთან დაჯახების მომენტში მუზარადი მოძრობია და ხეს ამის მერე შესკდომია... ავტომობილში ოთხნი ისხდნენ, ისეთი მთვრალები იყვნენ, ერთმანეთს ძლივს ცნობდნენ. ჯერ გინება დაუწყიათ - ამათი ბაიკერი დედა, ეს რა გვიყვესო. მერე ერთმანეთისთვის დაუწყიათ გადაბრალება, არა, შენ იჯექი საჭესთან, არა შენო, თუმცა როგორც ამბობენ, საჭესთან პარლამენტარი გიგი წერეთლის შვილი იჯდა, თუმცა მე ხელს ვერავის დავადებ... ამასობაში სასწრაფოც მოსულა... თეონას ჯერ კიდევ იმედი ჰქონია, რომ ბექა ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ სასწრაფოს ექიმებს უნახავთ თუ არა, მაშინვე ლენტები გადაუკრავთ. საბრალო დედამისი და და გიჟებს გვანან, დედა სიმწრისგან იატაკზე გორავდა, შვილს როგორც ცოცხალს, ისე ეჩხუბებოდა, ეს რა გამიკეთე, როგორ დამღუპე, რატომ ამოიჩემე ეს დასაწავი მოტოციკლეტიო, მიცვალებულის სასახლეს მუშტებიც კი დაუშინა... ახლა ლოგინად ჩავარდა, საბრალო მამამისს კი ცრემლი აქვს გაშრობილი, მოკუნტული ზის და ხმას არ იღებს. არც კი ვიცი, როგორ გადაიტანს ეს ოჯახი ამ ტრაგედიას.
ხატუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)