დეკანოზი დავით ისაკაძე: თქვენ გჯერათ, რომ მაჰმადიანი ქართველი მართლა ქართველია? - კვირის პალიტრა

დეკანოზი დავით ისაკაძე: თქვენ გჯერათ, რომ მაჰმადიანი ქართველი მართლა ქართველია?

დეკანოზი დავით ისაკაძე "რუსთავი2"-ის პროგრამა "პოსტსკრიპტუმში" სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, სამღვდელოება და მრევლი ვერ დაუშვებს "თურქულ ექსპანსიას" საქართველოში:

"ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ მოხდეს თურქული ექსპანსია საქართველოში, რამეთუ როცა თურქული ფულით შენდება საქართველოში მეჩეთი და მინარეთი, თურქული ფულით დაფინანსებული მუსულმანი აკეთებს თურქულ საქმეს...

.. და თქვენ გჯერათ, რომ მაჰმადიანი ქართველი მართლა ქართველია? მე არ მჯერა. არ მჯერა იმიტომ, რომ მისი ორიენტაცია სულ სხვა არის. ჩვენი წინაპრები ისლამის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რომლებსაც მახვილით უნდოდათ გაევრცელებინათ საქართველოში მაჰმადიანობა. ჩვენი წინაპრები ამას ებრძოდნენ. და აი ამ, სისხლით მორწყულ მიწაზე აღიმართა დღეს მინარეთი...", - განაცხადა დეკანოზმა ”რუსთავი 2” -ის ეთერში