მამა იოთამი: "ამ მთავრობას "პედერასტების ოცნებას" ვეძახი"
"20 წელიც რომ მომისაჯონ, ჩემთვის სულ ერთია, გინდ მონასტერში ვყოფილვარ, გინდაც ციხეში. მონასტერიც ხომ ერთგვარი ციხეა, სადაც ჩვენ ჩვენი ნებით არაფერს ვაკეთებთ და განაწესს ვემორჩილებით."
"ჩვენ, სასულიერო პირები, ჯარისკაცები ვართ, ხოლო გენერალია პატრიარქი და რასაც ის ბრძანებს იმას გავაკეთებთ"
"რა კანონიც არ უნდა მიიღონ, მაინც ვერ იპარპაშებენ, საერთოდაც ეგეთი კანონის შემსრულებელიც პედარასტი იქნება."
ერთი წლის წინ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავად გამოსულმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებმა საზოგადოების უფრო კონსერვატიულად განწყობილი ნაწილის, განსაკუთრებით სამღვდელოების რისხვა გამოიწვიეს. ამ დღის ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფოტო იყო მცხეთის ფერისცვალების მონასტრის მსახური მამა იოთამი (ბასილაია) ე.წ. ტაბურეტით ხელში. დღეს სასულიერო პირთა ნაწილი ისევ აპირებს მსვლელობის მოწყობას. ჩვენ დავუკავშირდით მამა იოთამს და კომენტარი ვთხოვეთ:
- როგორც პატრიარქი მაკურთხებს, ისე მოვიქცევი. მე ვმსახურობ მცხეთაში და ბევრი რამე არ ვიცი, არ მაქვს ტელევიზია, ინტერნეტი და შეიძლება ითქვას, მეათე კაცისგან მოდის ინფორმაცია. ჩვენ, სასულიერო პირები, ჯარისკაცები ვართ, ხოლო გენერალია პატრიარქი და რასაც ის ბრძანებს, იმას გავაკეთებთ. თანაც მოგეხსენებათ, 17 მაისი პატრიარქმა გამოაცხადა ოჯახის სიმტკიცის დღედ.
- მამაო, რის გაპროტესტებას აპირებთ?
-რომელი პროტესტანტი მე ვარ?! პირველი პროტესტანტი იყო ეშმაკი - ეს ისე, ცნობისთვის. ზოგადად, როდესაც უზნეობას აკანონებენ, ყოველთვის გვექნება პროტესტი. იცოდეთ, რომ პედარასტებს საქართველოში არასოდეს ექნებათ გასაქანი და ამაზე არც უნდა იოცნებონ. რა კანონიც არ უნდა მიიღონ, მაინც ვერ იპარპაშებენ, საერთოდაც ეგეთი კანონის შემსრულებელიც პედარასტი იქნება. ბევრი ახლა ამ სიტყვას რომ წაიკითხავს, იტყვის, ნახეთ, მამაო რას ამბობსო, მაგრამ იცით, რას ნიშნას ეს სიტყვა?! ბერძნულად პედო - ნიშნავს ბიჭს, ხოლო სიტყვის მეორე ნაწილი ნიშნავს არაკანონიერ სიყვარულს ანუ პედარასტი ნიშნავს - ბიჭის არაკანონიერ სიყვარულს, იგივე მამათმავლურ სიყარულს. ეს სიტყვა აბსოლუტურად ზრდილობიანია, მაგრამ ქმედებაა სასირცხვო.
- შარშან თქვენმა ფოტომ, სადაც ტაბურეტით ხელში მისდევდით აქციის მონაწილეებს, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...
- მე ვიღაცას წავართვი ტაბურეტი და მივდიოდი ჩემთვის, ეგ იყო და ეგ. უდანაშაულობის პრეზუმფცია მხოლოდ პედერასტებზე რომ მოქმედებს, ჩემზე რატომ არ მოქმედებს, რაღაცეებს რომ მაბრალებენ? ნახა ვინმემ, რომ ვინმეს დავარტყი ეს ტაბურეტი? მხოლოდ ავტობუსს დავარტყი და გადავიხდი იმ ჯარიმას, რასაც დამაკისრებს სასამართლო.
- ანუ შავი პიარია გაჩაღებული თქვენს წინააღმდეგ?
- მამათმავალს იცი, რა აწყობს?! ბევრი ლაპარაკი და თუ რაზე ილაპარაკებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან წელავენ ჩემ სასამართლოს და ალბათ კიდევ გაწელავენ, მაგრამ სრულებითაც არ მაღელვებს. 20 წელიც რომ მომისაჯონ, ჩემთვის სულ ერთია, გინდ მონასტერში ვყოფილვარ, გინდაც ციხეში. მონასტერიც ხომ ერთგვარი ციხეა, სადაც ჩვენ ჩვენი ნებით არაფერს ვაკეთებთ და განაწესს ვემორჩილებით.
- მამაო, ორგანიზაციამ, რომელიც შარშან იყო აქციის ორგნიზატორი, განაცხადა, რომ წელს აღარ გამოვლენ...
- ეს არის ტაქტიკა. პედარასტული მთავრობა მოელაპარაკა მამათმავლებს, წელს არაფერი არ ქნათ და მომავალ წელს გააკეთეთ, რაც გაგიხარდებათო. ეს იმიტომ ქნეს, რომ ხელისუფლებას არჩევნების შიში აქვთ და არ უნდა, რამე არეულობა მოხდეს.
- ანუ ის, რომ ქვეყანაში განსხვავებული ორიენტაციის ხალხი გამოთქვამს თავის შეხედულებას, ხელისუფლების ბრალია?
- აბა რა. ეგენი არიან ამ ყველაფრის სათავეში. ეს საცოდავი მათხოვრები აკეთებენ, რასაც ზემოდან ეტყვიან. საერთოდაც, ეს არცაა მთავრობა. მე ამათ არც დავწყევლი, რადგან საკუთარი საქციელით დაიწყევლეს თავი. ძველი აღთქმის წმინდა წერილში წერია: რომელი მამაკაციც მამაკაცთან დაწვეს, ხოლო ქალი ქალთანო, ერთიც უნდა მოიკლას და მეორეცო. ბუნებრივია, ჩვენ "კალაშნიკოვებს" ხელში არ ავიღებთ და პედერასტებს ხოცვას არ დავუწყებთ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ რომ ამის გამო უფლისგან ისჯიან საკუთარ თავს.
- 2012 წელს სასულიერო პირები აქტიურად უჭერდით მხარს დღევანდელ ხელისუფლებას...
- არ ამბობდნენ, მამათმავლებს ამდენის ნებას მივცემთო, თორემ მაგათ ხმას ვინ მისცემდა?!
- გამოდის, რომ მათ მოგატყუეს?
-არა, უბრალოდ ჩვენი წარსული მთავრობა არ მოგვწონდა (ან რომელ ნორმალურ ადამიანს უნდა მოსწონებოდა ისინი?!)და ამათ დავუჭირეთ მხარი. თორემ ჩვენ არასოდეს არ ვტყუვდებით. ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ტყუილის მამა ეშმაკია, ხოლო ეშმაკებს ჩვენ ვებრძვით.
- ანუ დღეს არსებულმა ხელისუფლებამ იეშმაკა?
- რა თქმა უნდა. ამ მთავრობას მე "პედერასტების ოცნებას" ვუძახი.
- თუ აქციის დროს თქვენთვის ამდენად მიუღებელი ორიენტაციის ადამიანები შეგხვდათ, თქვენი მხრიდან აგრესიას უნდა ველოდოთ?
- ჩვენ აგრესიას პედერასტის მიმართ არასოდეს გამოვხატავთ, ჩვენ ვებრძვით პედერასტიას. ხედავთ განსხვავებას? ჩვენ ვებრძვით ცოდვას და არა ცოდვილს.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)