"მოდიხარ და პარადს მიწყობ, აი რა კარგია პედერასტობაო, რა თქმა უნდა, არ დაგინდობ!" - კვირის პალიტრა

"მოდიხარ და პარადს მიწყობ, აი რა კარგია პედერასტობაო, რა თქმა უნდა, არ დაგინდობ!"

"მოვუწოდებთ ჩვენი და სხვა გვარების წარმომადგენლებს, სრულიად საქართველოს მოქალაქეებს, 17 მაისს, დღის პირველ საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, დაუყოვნებლად შეასრულონ ერისა და ბერის მოთხოვნები:

1. ამოღებულ იქნას ანტიდისკრიმინაციული კანონიდან მამათმავლობის დამკანონებელი ცნებები:

ა) სექსუალური ორიენტაცია;

ბ) გენდერული იდენტობა.

2. მიღებულ იქნას სპეციალური კანონი, რომელიც აკრძალავს საქართველოში მამათმავლობის (ე.წ. ლგბტ) პირდაპირ თუ ირიბ პროპაგანდას (გეიაღლუმებით, ტელევიზიით, პრესით, ინტერნეტით, სარეკლამო ატრიბუტიკის გამოყენებით და ნებისმიერი სხვა საშუალებით თუ ფორმით).

ხელისმომწერთა შორის არიან რეზო ჩხეიძე, ელდერ შენგელაია, გურამ დოჩანაშვილი, ლევან ვასაძე, ომარ მხეიძე და სხვები.."

აღნიშნულ საკითხზე ცნობილი მოცეკვავე, ჩოხოსანი ომარ მხეიძე გვესაუბრა...

ომარ მხეიძე:

- გვიკანონებენ, რომ გადაგვარებულებმა რაც არ უნდა პარადები გამართონ, ჩვენ ხმა ვერ ამოვიღოთ. მერე კაცების ქორწილები იქნება, ბავშვს აიყვანენ და გადაჯიშდება ქართველი ერი მთლად... მომავლის შიში აქვს ქართველ ხალხს და იმიტომ არიან გამწარებული.

- ანუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ვინმე დავჩაგროთ განსხვავებული ორიენტაციის გამო?

- დაჩაგვრა არ დევს ქართველი ადამიანის ბუნებაში.. საუკეთესო ტერიტორიები წაგვართვა რუსეთმა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა ჩვენს გვერდით მაცხოვრელს რუსს ქართველი აგრესიულად მოქცეოდეს?! რატომ გვაბრალებენ, მჩაგვრელი ხალხი ხართო?! მე მგონია, ეს მიზანმიმართულად ხდება. ვიღაცეებს დიდძალ ფულს უხდიან ამაში.

- შარშან 17 მაისს უკომპრომისო აგრესია ვიხილეთ უმცირესობის მიმართ...

- შარშანდელ 17 მაისს მაგალითად ნურავინ მოიყვანს!... სხვა შემთხვევა მითხარით, თუნდაც ერთი. მაპატიეთ და, საქართველოში ცისფერების პარადი გაგონილა?! არც უნდა იყოს! ამას ვეწინააღმდეგებით, ვინც როგორ შევძლებთ და რატომ გვაბრალებენ, რომ კაცთმოძულე ერი ვართ?! შენ რომ მოდიხარ და პარადს მიწყობ, აი ნახე, რა კარგია თურმე პედერასტოობაო, რა თქმა უნდა, არ დაგინდობ! გამოვიდნენ შარშან და გადარიეს ქართველი ხალხი. ძალით გვაღიზიანებენ და ჩვენს მოთმინებას ეთამაშებიან. ქართველი ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ გადაგვარებული და უზნეო ხალხის გაფეტიშებას ვერ ეგუება და ძალით აგიჟებენ ამ დიდსულოვან ხალხს. ეგ აქვთ ჩაფიქრებული, ქართველი ადამიანი წყობიდან გამოიყვანონ და მერე მსოფლიოს აჩვენონ, აი, ნახეთ ქართველები რა კაცთმოძულე და მტარვალები არიანო. უზნეოების მეტი რა ყოფილან, მაგრამ აქამდე თავისთვის იყვნენ და არც არავინ ერჩოდათ. შარშან კიდევ, გამოიჯგიმნენ და პლაკატები გამოფინეს, მოგვბაძეთ, რა კარგები ვართო. მერე ზოგი გაილახა და ძალიანაც კარგი! ამაზე ერთი ამბავი ატეხეს, აბა, მსოფლიოს ვუხმოთ და უმცირესობა დავიცვათო... იყვნენ თავისთვის და არავინ ცემს! 76 ქვეყანაში ვყოფილვარ და ყველგან ვამბობდი, თუ როგორი მოსიყვარულე ერი ვართ. გავიზარდე ეზოში, სადაც ქართველები, რუსები, სომხები და ქურთები ერთად ვცხოვრობდით და სულ შეხმატკბილებული ვიყავით. ახლა მეუბნებიან, არავინ დაჩაგროო... რომ გამაცოფებ, რაღაცას მოვიმოქმედებ, აბა რას ვიზამ?!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)