"ასეთი რამის მთქმელს *** აქვს!!!" - ბესო ზანგური გია ცინაძეზე
ცოტა ხნის წინ, მსახიობმა გია ცინაძემ (რომელსაც მაყურებელი ტელესერიალში შესრულებული გმირის სახელით - "მყუდრო" უფრო იცნობს) ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა: სანამ ისეთი მთავრობა არ მოვა, რომელიც ილია მეორეს დაიჭერს... ...მანამდე არაფერი გვეშველება"-ო. გია ცინაძის ამ განცახდებაზე კომენტარი რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა გააკეთა:
- მე ეგეთ მსახიობს არ ვიცნობ, მაგრამ ეს უნიჭო კაცის გამოხტომაა და სხვა არაფერი. დაწერეთ, რომ ასეთი რამის მთქმელს *** აქვს!!! რომ შევხვდე, ამას პირშიც ვეტყვი და შეიძლება მხოლოდ თქმითაც არ დავკმაყოფილდე.
- ანუ ხალხის გარკვეულ ჯგუფზე მისი ეს სიტყვები გავლენას მოახდენდა?
- ვერ გეტყვით, ალბათ მოახდენდა კიდეც, მაგრამ ხალხის უმეტესობაში გაღიზიანებას გამოიწვევდა. იცით როგორაა, არიან ადამიანები-მაზოხისტები, ვისაც სიამოვნებთ, ერი რომ დედას აგინებს და ამ შემთხვევაში სწორედ ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე. ეგ ადამიანი მართლა რომ ასე ფიქრობდეს, ამ განცხადებას არ გააკეთებდა, უნდა, რომ ხალხისგან განსხვავებულ ტიპად წარმოჩინდეს და ეგაა, სხვა არაფერი.
- ბატონო ბესო, ერთგვარ მოდად იქცა სასულიერო პირების და ზოგადად ეკლესიის კრიტიკა...
- ყველზე დიდი პრობლემა უვიცობაა. ერს მოაკლდა ნაკითხი ადამიანები და როდესაც ადამიანი უწიგნური და ბეცია და ამ დროს უნდა ადგილის დამკვიდრებაც, ასეთ სისულელეებს ლაპარაკობენ. როდესაც პატრიარქად გყავს ფაქტობრივად ცოცხალი ანგელოზი და ლაპარაკობ, რომ ის უნდა დაიჭირონ, მაგარი გოიმი ხარ, რადგან არ იცი, სხვანაირად როგორ გააცნო ხალხს საკუთარი თავი. ის ხალხი ვინც ეკლესიას ლანძღავს, სწორედაც რომ მაგარი გოიმები არიან, არაფერი არ წაუკითხავთ და არ იციან, რას ლაპარაკობენ.
- საზოგადოებამ რა პასუხი უნდა გასცეს ასეთ მოვლენებს?
- ჩვენი მხრიდან ადეკვატური იქნება თუ ამ ადამიანებს წიგნის წაკითხვას ვურჩევთ, მივუთითებთ რომ მოინახულონ ქართული ეკლესია-მონასტრები და ისტორიული ძეგლები, რდაგან თუ ამ ყველაფერ გააკეთებს, მიხვდება, რომ ის რასაც ლაპარაკობს, არის უდიდესი სისულელე. არ მესმის, პატრიარქზე რატომ უნდა თქვა ასეთი რაღაც. მე წამიკითხავს ცნობილი სატანისტების წიგნებიც და იქაც კი არ ყოფილა ასეთი სისულელე. შეიძლება ამ ადამიანს არ მოწონდეს პატრიარქის საქმიანობა, მაგრამ არსებობს ბევრად დახვეწილი ფორმები, რითაც შეიძლება ამ ყველაფრის გამოხატვა და არა ასე გოიმურად და ქაჯურად.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)