სანდრო ბრეგაძე: ”დიდი იმედი მაქვს, რომ არარაობა ირაკლი ვაჭარაძეს არსად შევხვდები!"
”ილია მეორე არის საქართველოს მთავარი მტერი, – ამის შესახებ ლგბტ პირების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ირაკლი ვაჭარაძეს მწვავედ უპირისპირდება...
- სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ ასეთი ავადმყოფური აზროვნების ადამიანები, როგორიც ეს ერთუჯრედიანი არსებაა. მათ გულს უხარებთ მართლმადიდებლური, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, უხამსი და ყოველგვარ მორალს მოკლებული გამონათქვამებით, ოღონდაც იაფფასიანი პოპულარობა მოიხვეჭონ მოსახლეობაში... არა მარტო მართლმადიდებლური რელიგიის წინამძღვარის, არამედ მუსლიმები იქნებიან თუ იუდეველები, მათი სულიერი ლიდერის შეურაცხყოფა ყველაზე დიდი ცოდვა და საშინელებაა... აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ პიროვნების მიმართ! თუ ასე არ მოხდება, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ემოციურ ფონზე თავად გამოიყენებს ძალას!
- თქვენც რომ პირისპირ შეხვდეთ, ფიზიკურად გაუსწორდებით?
- დიდი იმედი აქვს რომ მაგ არარაობას არსად შევხვდები! არ ვიცი, რას ვიზამ, თუმცა მე თმენის ვალდებულება მაქვს... საპატრიარქოს ინიციატივა იყო, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის შემუშავებულიყო სპეციალური კანონი, რომელიც აკრძალავდა რელიგიური გრძნობების და რელიგიური ლიდერების შეურაცხყოფას. სააკაშვილის ხელისუფლებამ რასაკირველია, ყველაფერი გააკეთა, ეს კანონი რომ არ ყოფილიყო შემუშავებული. როდესაც ასეთი ვიგინდარები ამგვარ სისულელეებს ამბობენ, ვრწმუნდები, რომ ეს კანონი სასწრაფოდ არის დასარეგულირებელი. ჯობია ყველაფერი კანონის ფარგლებს იყოს, ვიდრე სამართლიანობა ხალხმა აღადგინოს! კანონის ფარგლებში თუ მოექცევა ყველაფერი, მაშინ ასეთი ტიპის მანქურთს მიეხედება, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და ასეთი განცხადებით, იმედოვნებს, რომ რაღაც გრანტს მიიღებს. რაღაც გადმოგდებულ გროშს, შემდგომში რომ თავის საქმიანობა გააგრძელოს. ასეთი ტიპის ადამიანების საქმიანობა შეზღუდული უნდა იქნას, რადგან გარკვეულწილად ექსტრემისტები არიან და ხელს არ უწყობენ ქვეყნის განვითარებას. დემოკრატია გულისხმობს რომ ადამიანებმა უაპელაციოდ ერთმანეთს შეურაცყოფა არ მიაყენონ! როდესაც ვინმე საქართველოს პატრიარქს საქართველოს მტრად აცხადებს, ის თავად აღიქმება ჩემთვის სერგო ორჯონიკიძის სულიერ შვილად. მესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს თავის აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს აზრი ზომიერების ფარგლებში უნდა გამოითქვას. საქართველოს პატრიარქზე რომ ამბობს, მტერიაო, მართლა თავად არიან მტრები, რომლებიც გროშებზე ყიდიან ქვეყანას! ისინი არიან შეგნებული მტრები! ქართულ ეკლესიას რამდენიც არ უნდა ებრძოლონ ვაჭარაძისნაირმა ძლოკვებმა და ერთუჯრედიანმა ჭიებმა, ვერაფერს დააკლებენ. მე უბრალოდ იმის მეშინია, რომ ხალხმა არ არასრულოს სამართალი. ყველაფერი ჯობია კანონს ფარგლებში იყოს!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)