"გინდა ჰომოფობი დამიძახეთ, გინდა - რასისტი" - რას პასუხობს მიშა გომიაშვილი "იდენტობას" - კვირის პალიტრა

"გინდა ჰომოფობი დამიძახეთ, გინდა - რასისტი" - რას პასუხობს მიშა გომიაშვილი "იდენტობას"

ნოდარ მგალობლიშვილი: მიშა, მაგრად იყავი, აქა ვარ!

"თურმე მე უნდა გადამეკეტოს გზები. გადამეკეტოს კი არა, ისეთს დავმართებ, ჭკუაზე ვერ მოვლენ ვერასოდეს!"

"ახლაც მსგავსი ორიენტაციის ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ზოგიერ მათგანთან მიწევს პროფესიული ურთიერთობა, თუ უბრალოდ შეხება, დიდ პატივს ვცემ ამ ხალხს, არა იმიტომ რომ ისინი ჰომოსექსუალები ან ლესბოსელები არიან, არა, იმიტომ, რომ ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და ზოგიერთ მათგანთან ვმეგობრობ კიდეც.ისინი კულტურული და განათლებული ადამიანები არიან და მეგობრობაც ძალიან კარგი იციან..."

"მოვუწოდებთ ყველა დამსაქმებელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბატონ გომიაშვილთან ყოველგვარი თანამშრომლობა იქამდე, სანამ ის არ გააცნობიერებს ადამიანთა და უპირველესად, საკუთარი ლგბტ კოლეგების წინააღმდეგ გადმონთხეული სიძულვილის მავნებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიზრუნებთ იმაზე, რომ მისი ნებისმიერ დამსაქმებელისთვის ამიერიდან შეუძლებელი გახდეს ჰომოფობი დასის წევრებთან ერთად "გარყვნილ დასავლეთში" გასტროლებით ტკბობა. ამიერიდან, ბატონ გომიაშვილსაც შეეძლება მსხვერპლად წარმოაჩინოს თავი." - ეს არის ამონარიდი ორგანიზაცია "იდენტობის" განცხადებისა, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, მიშა გომიაშვილის განცახდებების საპასუხოდ გამოაქვეყნა. "იდენტობა" მიიჩნევს, რომ მსახიობის "ფესიბუქგვერდზე" გამოქვეყნებული ტექსტი ჰომოფობიური იყო. რას პასუხობს მიშა გომიაშვილი "იდენტობის" მოთხოვნას და მიიჩნევს თუ არა, საკუთარ შეხედულებებს ჰომოფობიურად?!

მიშა გომიაშვილი:

- აი ხომ ხედავთ რა ხდება! მაპატიეთ, ქალბატონი ბრძანდებით, მაგრამ დღეს თუ ტ....ს არ ვიძლევი, თურმე თეატრში არ უნდა ვიყო. გავბრაზდი ამ ტელევიზიებზე, დავდე ჩემს გვერდზე წერილი და ამას მოჰყვა მათი აფაფხურება. თურმე მე უნდა გადამეკეტოს გზები. გადამეკეტოს კი არა, ისეთს დავმართებ, ჭკუაზე ვერ მოვლენ ვერასოდეს!

მიშა გომიაშვილის წერილი (შემოკლებით), რომელიც "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყანა:

"თბილისში, დიდი ხნის წინაც იყვნენ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები, მოცეკვავეები, რეჟისორები, არქიტექტორები, მსახიობები ადა ა.შ. ეს ის ხალხია, ვისაც მთელი თბილისი იცნობდა და ამ ხალხის მიმართ არასოდეს არ ყოფილა უარყოფითი დამოკიდებულება. პირიქით, ამ ხალხს პატივსაც სცემდნენ და ძალიანაც აფასებდნენ, როგორც თავიანთი საქმის პროფესიონალებს და როგორც პიროვნებებებს. ისინი არასოდეს გახვევდნენ თავს თავიანთ ორიენტაციას, ეს მათი პირადი საქმე იყო და არავინ ერეოდა მათ პირად ცხოვრებაში. ისინი ისე ცხოვრობდნენ, როგორც თვლიდნენ საჭიროდ და არც ქალაქისგან იყო მათ მიმართ აგრესია და გაკიცხვა. ახლაც მსგავსი ორიენტაციის ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ , ზოგიერ მათგანთან მიწევს პროფესიული ურთიერთობა, თუ უბრალოდ შეხება, დიდ პატივს ვცემ ამ ხალხს, არა იმიტომ რომ ისინი ჰომოსექსუალები ან ლესბოსელები არიან, არა, იმიტომ, რომ ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და ზოგიერთ მათგანთან ვმეგობრობ კიდეც.ისინი კულტურული და განათლებული ადამიანები არიან და მეგობრობაც ძალიან კარგი იციან... ეს ადამიანებიც ისე ცხოვრობენ, რომ არ გაწუხებენ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციით.... და თქვენ წარმოიდგინეთ არც რაიმე უფლებებს ითხოვენ, ეს მათ არ სჭირდებათ,... თუ გადახედავ მსოფლიო კულტურას, კინოს, მწერლობას, დრამატურგიას, მხატვრობას, ბევრი ხელოვანი არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელი იყო. ისინი გენიოსები იყვნენ...

ზოგიერთმა, სოციალური ქსელის მომხმარებელმა, კომენტარში დამიწერა, რომ მე თურმე პრობლემა აზროვნებაში მაქვს.... და მე, ამ ხნის კაცს, ზომბად გადაქცევის მეშინია და ჩემი აზროვნების ვიწრო არეალზე მიმითითებს და მამცნობს, რომ თურმე ეს ადამიანები დღეს ცდილობენ მიიღონ ის, რაც მათ ეკუთვნით-თავისუფლება. რას ეძახით თავისუფლებას? ასე ძალიან რომ ხართ შეყვარებული ამ ევროპასა და ამერიკაზე, თუ ყოფილხართ ამ თქვენს შეყვარებულ ქვეყნებში, ნახავდით, რომ ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი კლუბები, კაფეები და რესტორნები და ზედ დიდი ასოებით აწერია რომ ეს არის გეიკლუბი... და თუ არ გაქვს სურვილი იქ არ შეხვალ, მორჩა და გათავდა... თუ სადმე გინახავთ კაფეში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მჯდომი ოჯახი და მათ გვერდით მაგიდასთან მჯდომი ორი გეი, რომლებიც თავიანთ სასიყვარულო ვნებებს მიცემიან? დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ნახავდით. ვერც საღამოს რესტორანში და კიდევ სხვა ბევრ ადგილას. და ვერ ნახავდით იმიტომ, რომ მათ ააქვთ ამდენი შეგნება.

ჩვენთან ყველაფერი გაუკუღმართებულია. რომ ბრძანებთ, უფლება და თავისუფლებაო!!!...სად არის მაშინ ჩვენი უფლებები და თავისუფლება? რა, ვუვარდებით მათ სახლებში, შეკრების ადგილებში და ვარბევთ?...ა სეთი სიცხოველის წინააღმდეგი მეც ვარ, მაგრამ როდესაც დღისით მზისით ქალაქის ცენტრში სკოლასთან დგას ორი ახალგაზრდა შეღებილი ყმაწვილი და "ზასაობს", ამას რა დავარქვა, - თავისუფლება?! ეს რა საქციელია? გინდა ჰომოფობი დამიძახეთ და გინდა რასისტი... მთელი ქალაქი ათასი რჯულის ხალხით გაივსო და ქალაქის ცენტრში ბორდელები გაგვიხსნეს... და ისე იქცევიან რომ ჩემს ქალაქში თავი სტუმარი მგონია. ეს ალბათ არ გაწუხებთ, განა ესეც თავისუფლებაა?

ჰომოფობიაში რომ მდებთ ბრალს, ჯერ გაერკვიეთ ამ სიტყვის მნიშვნელობაში, მერე, თუ თქვენ ვერ ძალგიძთ ამოიკითხოთ აზრი ჩემი წერილიდან, სთხოვეთ ვინმეს რომ აგიხსნათ თუ რა წერია ჩემს წერილში და მერე გამომიტანეთ განაჩენი თუ რა საკადრის პასუხს გამცემს ისტორია და რა ადგილს მომიჩენს... ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რა ადგილიც არ უნდა მომიჩინოს ისტორიამ, თქვენ ჩემს გვერდით ნამდვილად ვერ მოხვდებით... უპრიანი ხომ არ იქნებოდა თქვენს აზროვნებაში მოგეძებნათ პრობლემა?!"

საკითხის მიმართ საკუთარი პოზიცია გამოხატა მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმაც:

- მიშა, მაგრად იყავი, აქა ვარ! მიხელ გომიაშვილმა, საკუთარი აზრი, საკითარი დამოკიდებულება "იდენტობის" მიმართ, განსაკუთრებულად მკაცრად გამოხატა, მაგრამ დიდი ტკივილით, მისი გამოსვლა დროულია! სამწუხარო რეალობა დღეს ასეთია! დღეს თუ "იდენტობის" მხრივ "გამორჩეული" არა ხარ, თურმე შენი ადგილია არსად არის?! ასეთ ქვეყანაში ცხოვრება მართალაც რომ რთულია. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ეს არის ევროპული სატნდარტი? - არა, ბატონებო!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)