"სირცხვილი მსოფლიოს, ბავშვებისა და სტუდენტების გაჟლეტაზე ასეთი ყალბი და ამაზრზენი დუმილისთვის!"
"ასირიელი ქრისტიანი ბავშვის ჟლეტა და კენიის ქალაქ გარისას უნივერსიტეტში ისლამის სახელით "ალ-შაბაბის" ტერორისტების მიერ ქრისტიანი სტუდენტების დახოცვა, ეს ამ პლანეტაზე სიკეთის დასარულია."
სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ქრისტიანების დახოცვის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები უკანასკნელი დღეების ერთ-ერთო ყველაზე აქტუალური საკითხია, პოეტი დავით დეფი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ საკითხს მწვავედ გამოეხმაურა:
- შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ერთადერთია სასწრაფოდ, ახლავე, ამ წამსვე მსოფლიოს ლიდერების შეკავშირება და იმ სასაკლაოდან ბავშვების გამოყვანა. ასირიელი ქრისტიანი ბავშვების ჟლეტა და კენიის ქალაქ გარისას უნივერსიტეტში ისლამის სახელით "ალ-შაბაბის" ტერორისტების მიერ ქრისტიანი სტუდენტების დახოცვა, ეს ამ პლანეტაზე სიკეთის დასარულია. "შარლი ებდოს" შემთხვევაში ყველას გვეგონა, რომ მსოფლიო შეკავშირდა, სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა.
- საქართველოს ამ საქმეში რა როლის შესრულება შეუძლია?
- თუნდაც იმის, რომ ბავშვები შევიფაროთ! სასწრაფოდ, ახლავე, ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. მსოფლიო სიყალბით გაივსო. ახლა ამ საშინელ კადრებს ყველა უყურებს, თუმცა ცხოვრება მაინც მშვიდად გრძელდება, თითქოს არაფერი ხდება... სირცხვილი მსოფლიოს, ბავშვებისა და სტუდენტების გაჟლეტაზე ასეთი ყალბი და ამაზრზენი დუმილისთვის! სირცხვილი მთელ მსოფლიოს ასე დაცემისთვის... ასე დაცემა დანაშაულია.
ამ უბედურებას, რომელსაც გონება ვერ იტევს და რაც კაცობრიობის სიკვდილის ტოლფასია, მკაფიოდ და ნათლად უნდა გამოუცხადოს პროტესტი კეთილგონიერმა მუსულმანურმა სამყარომ და დაიწყონ კონკრეტული მოქმედება. აუცილებლია მსოფლიო გაერთიანდეს ISIS-ის წინააღმდეგ! დაე, მომაკვდინებელი სიბნელე გაქარწყლდეს. განათლებამ უნდა აჯობოს ამ შავ-ბნელ გაუნათლებლობას.
აუცილებელია საქართველომ მიიღოს ასიერიელი დევნილები, რათა კაცობრიობა გადარჩეს. თუ გადავარჩენთ ბავშვებს - გადავარჩენთ სიკეთეს. თუ არა და ამ პლანეტაზე ცივილიზაცია გაუნათლებელი და საშინელი ბრბოს წინაშე დამარცხდება. ასეთი მსოფლიო ყალბია და საზიზღარი. მსოფლიოს პოლიტიკურ და სულიერ ლიდერებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, აქვთ ძალა, იარაღი, საშუალებები რათა ბავშვები დღესვე, დაუყოვნებლივ გადავარჩინოთ. თუ ასე არ მოხდება, მერე აზრიც აღარ აქნება არაფერს...
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
სტატიის მთავარი ფოტოს სახელწოდებაა "სირიის ომი" და მისი ავტორია კუბელი ფოტოგრაფი ერიკ რაველო, რომელმაც 2013 წელს შექმნა ფოტოების სერია, კონცეფციით: "ბავშვობის უფლება ხელშეუხებელია!"
იხილეთ ფოტოები