ტრაგედია ლანჩხუთში - რატომ მოიკლა თავი ორი შვილის დედამ? - კვირის პალიტრა

ტრაგედია ლანჩხუთში - რატომ მოიკლა თავი ორი შვილის დედამ?

"გოგო 15 წლის გათხოვდა, შვილი 8 წელიწადი არ ჰყავდა, ალბათ ამ ხნის განმავლობაში დარდს ატარებდა, თუმცა არ იმჩნევდა, იჯახიც გვერდით ედგა. ცოლ-ქმრის ჩხუბი და აყალ-მაყალი არავის გაუგია."

ბოლო ხანს ქვეყანაში სუიციდის შემთხვევები საკმაოდ გახშირდა. ფსიქოლოგთა თქმით, პრობლემა მეტად სერიოზულია, რომელსაც მასშტაბური კვლევა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული შემთხვევა სუბიექტურია და კონკრეტულად შესასწავლი, ამგვარი შემთხვევების პროვოცირებას ფსიქოლოგიური პრობლემები და მძიმე სოციალური ფონიც უწყობს ხელს.

ამჯერად ტრაგედია ლანჩხუთის მინიციპალიტეტის პატარა სოფელი ქვიანში დატრიალდა, სადაც ახალაგზარდა ქალმა, ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ თავი მოიკლა. მომხდარით შეძრულია ოჯახი, მთელი სოფელი, ამბობენ, რომ 32 წლის ქალს ამის მიზეზი არ ჰქონდა... გარადაცვლილს მშვიდ, მხიარულ და გაწონასწორებულ ადამიანად მიიჩნევდნენ... ყველას ერთი კითხვა აწუხებს - რა მოხდა?! ნათია ამავე სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ხალისით სავსე და მოსიყვარულე გოგონა ცოლად თანასოფლელს 15 წლის გაჰყვა...

ლ. კ; სოფელ ქვიანის მცხოვრები:

- ძალიან მიმძიმს მომხდარზე ლაპარაკი, თითქოს ნათიას ლაპარაკი და სიცილი ჩამესმის... გოგო 15 წლის გათხოვდა, შვილი 8 წელიწადი არ ჰყავდა, ალბათ ამ ხნის განმავლობაში დარდს ატარებდა, თუმცა არ იმჩნევდა, იჯახიც გვერდით ედგა. ცოლ-ქმრის ჩხუბი და აყალ-მაყალი არავის გაუგია. პირიქით, რაც ჩვენ ვიცით და გარედან ჩანდა, მუდამ ქმრის გვერდით იყო, ყანაშიც ერთად მუშაობდნენ და ლხინშიც ერთად იყვნენ.…დედამთილ-მამათილი თბილი და ტკბილი ხალხია, რასაც ვუყურებდით სიამატკბილობა ჰქონდათ ოჯახში. ნათიას ორი ობოლი დარჩა, ერთი 6 წლისაა, მეორე კი - წლისა და 7 თვის...

- ანუ ნათიას შვილები 8-წლიანი უშვილობის შემდეგ შეეძინა?

- დიახ. ნანატრი შვილები ჰყავდა, ულამაზესები. თავადაც და ყველა მის გარშემო, ამ ბავშვებს ისე უფრთხილდებოდა, როგორც მარგალიტებს. საშინელ დღეში არიან ნათიას დედა და ძმები, ვერავინ ხსნის რა უნდა გამხდარიყო ამ ტარგედიის მიზეზი... ისეთი გადარეული დედა იყო, გასაოცარია, რომ შვილების სიყვარულმა მაინც არ ააღებინა ამ საშინელ გადაწყვეტილებაზე ხელი...

- შეუძლებელია თავი ადამიანმა ისე მოიკლას რაიმე პრობლემა არ ჰქონდეს, ნათიას ფარული ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა ან, იქნებ, ნაადრევი ქორწინების ბრალია, - ფსიქოლოგების თქმით, ნაადრევად დაქორწინებულები ოჯახის ტვირთის ვერ უძლებენ...

- ჩვენ ვერაფერს ვატყობდით, ვერც ახლობლები. მისი სიკვდილის დღეს მისი ქმარი და ძმები კარტოფილს თესავდნენ, დაღლილები დაბრუნებულან შინ, მათთან ერთად იყო, სადილი მოუმზადა, ვიდრე აბაზანაში შევიდოდა 15 წუთით ადრე მამამთლის ყავა მოუდუღა თურმე... მერე უთქვამს, - ახლა აბაზანაში შევალ და დავიბანო. რომ დაიგვიანა და არ გამოვიდა, ქმარმა დაუძახა, კარგა ხანს ეძახა თურმე, რომ არ გამოეპასუხა, კარი შეამტვრია... სააბაზანოში შესულებს საშინელის სურათი დახვდათ ქალს თოკი ჩემობა და თავი ჩამოეხრჩო...

მომხდარზე გამოძიება 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)