"თონე" მანჰეტენზე - ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ამერიკული ოცნება
"ახლა აღარაა ის დრო, რომ მსოფლიო მხოლოდ სტალინის და შევარდნაძის სამშობლოთი გიცნობდეს"
"ამერიკელებს ძალიან მოწონთ ჩვენი ნაწარმი, განსაკუთრებით აჭარული და იმერული ხაჭაპური"
სწრაფი კვების ობიექტების ბიზნესი, ამერიკაში ძალიან განვითარებულია. მაკდონალდსი, ვენდისი და სხვ. დიდი პოპლუარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ასევე დიდი პოპულარობით სარეგბლობს ჩინური და იტალიური სამზარეულოც. ემიგრანტმა ქართველმა ნიკოლოზ ჩხეიძემ გადაწყვიტა, რომ ქართულ სამზარეულოს თავისუფლად შეუძლია კონკურენციის გაწევა ამ ბაზრის ნებისმიერ მოთამაშესთან, ამიტომაც ნიუ იორკში ქართული სწრაფი კვების ობიექტი გახსნა: "ჩვენი აზრით, ამერიკული ბაზარი ითხოვს ახალ პროდუქტს, ამიტომაც მივიჩნეით, რომ ესაა ჩვენი შანსი რათა წარმოვაჩინოთ ქართული სამზარეულო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული რესტორნები: "ოდა", "პეპელა", "ოლდ თბილისი გარდენ", ძალიან წარმატებით ფუნქციონირებენ მანჰეტენზე, ქართულ სამზარეულოს მაინც ნაკლებად იცნობენ, თანაც ზემოთჩამოთვლილი ობიექტები არიან ტიპიური რესტორნები, ხოლო ჩვენი ობიექტი უფრო კაფის ტიპისაა"."
ნიკოლოზს დ ამის პარტნიორებს სურთ, კაფე ქსელური გახდეს, ამიტომაც წლის ბოლომდე მანჰეტენზე რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნა იგეგმება. კაფეს "თონე-კაფე" ჰქვია:
ნიკოლოზ ჩხეიძე:
- ბრუკლინზე "თონე" რამდენიმე წელია, რაც არსებობს. თუმცა, თავდაპირველად მხოლოდ საცხობის სახით იყო წარმოდგენილი. ადგილზე ცხვებოდა შოთი, ხაჭაპური, ლობიანი. ორი წელია, რაც უფრო გავაფართოვეთ საქმიანობა - დავამატეთ ქართული კერძები. კაფეს გვერდით არის მაღაზიაც, სადაც იყიდება სხვა სახის ქართული პროდუქციაც. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ ამერიკის კონტინენტზეც გაიგონ. ჩვენი მიდგომა ისაა, რომ ჩვენი კულტურა ამ კუთხითაც გავაცნოთ ამერიკელებს.
ბუნებრივია, უცხო კერძში ფულის გადახდა პირველ ჯერზე ცოტა სარისკოა და ბევრი ერიდება კიდეც, ამიტომ კაფის მენეჯმენტმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: "ჩვენ ჩვენი მენიუდან, ამა თუ იმ კერძის პატარ-პატარა ნიმუშებს უფასოდ ვურიგებთ. როცა სინჯავენ, მოსწონთ და შემდეგ ჩვენი კლიენტები ხდებიან. ამერიკელებს ძალიან მოწონთ ჩვენი ნაწარმი, განსაკუთრებით აჭარული და იმერული ხაჭაპური". - გვითხრა ნიკოლოზ ჩხეიძემ. აჭარული ხაჭაპური ცოტა სპეციფიური საჭმელია, ამიტომ ამაზეც იზრუნეს: "ახლა ვიღებთ ფილმს, რომელიც ქართულ სამზარეულოს (და საერთოდ ქართულ კულტურას) ეძღვნება – სხვა ყველაფერთან ერთად, ნაჩვენები იქნება, როგორ უნდა მიირთვა ქართული კერძები, თუმცა მანამდე ჩვენი მომსახურე პერსონალი აჩვენებს ნებისმიერ სტუმარს, რა და როგორ უნდა. სხვათაშორის, ზოგი ამერიკელი უკვე ისეთი პროფესიონალია რომ უკვე თავად ასწავლის სხვებს.
ქართულ სამზარეულოს დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ძალიან გემრიელია, მაგრამ აუცილებელია გამოვიჩინოთ გარკვეული ზომიერება სანელებლებში. განაკუთრებით საფრთხილოა მეგრული სამზარეულო, რომელშიც ბევრი ნიგოზი და წიწაკაა გამოყენებული. ამ დროს აცულებელია ზომიერება, მაგრამ ჩვენ ეს დავარეგულირეთ და ასე ვთქვათ, ამერიკულ ბაზარს მოვარგეთ" .
ცოტა ხნის წინ კაფეს შესახებ ამერიკული პრესის გიგანტი "ვაშინგტონ პოსტი" წერდა: "რესტორნებში რესტორნის კრიტიკოსები და შემომწმებლები ისე დადიან, რომ ამის შესახებ წინასწარ არავინ იცის. ისინი მოდიან როგროც სხვა ნებისმიერი სტუმარი, რათა ვერავინ ამოიცნოს და შემდეგ საკუთარ შეხედულებას წერენ სტატიებს გაზეთებსა თუ ბლოგებში. სწორედ ასე შემთხვევით მოვხვდით "თონე-კაფეში."
"ასევე შემთხვევით აღმოვაჩინეთ საკუთარი თავი "ვაშინგტონ პოსტშიც." - გვეუბნება ნიკოლოზი. ამ სტატიების მერე კაფეს მომხმარებელმა საგრძნობლად იმატა, რადგან სტატიაში ძალიან კარგი შეფასებები ჰქონდა, მოეწონათ როგორც მომსახურება, ისე სამზარეულო.
საქართველო და ქართული კულტურა ამერიკლთათვის ჯერ კიდევ არაა კარგად ცნობილი. ყველა ემიგრანტი ერთგვარად საქართველოს კეთილი ნების ელჩია, რომელმაც საკუთარი ქვეყანა უნდა გააცნოს მასპინძელს:
ნიკოლოზ ჩხეიძე:
მიგვაჩნია, რომ ერთ პატარა აგურს იმ დიდი საქმეში, რასაც მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყნის გაცნობა ჰქვია, ჩვენც ვდებთ. ახლა აღარაა ის დრო, რომ მსოფლიო მხოლოდ სტალინის და შევარდნაძის სამშობლოთი გიცნობდეს, აჯობებს უფრო სხვა კუთხითაც გაგვიცნონ ქართველები."
ჩვენი ინტერვიუს დროს კაფეში უამრავი სტუმარი ირეოდა, ჩვენ კითხვაზე, მოსწონდათ თუ - არა ქართული კერძი? - ყველას მხოლოდ ერთი, თუმცა ამომწურავი პასუხი ჰქონდა - მაღლა აწეული ცერა თითი.