"სტუდენტებო, მომბაძეთ!"
"კვირის პალიტრის" სტუდენტური პროექტი - გახდი პრესის გამავრცელებელი
"კვირის პალიტრას" ყველა კარგად იცნობს და უამრავი ერთგული მკითხველი ჰყავს. ამიტომ დიდი პატივისცემით არიან განწყობილნი. ამაზე ხალხის აზრი და ჩემ მიერ გაყიდული გაზეთების რაოდენობა მეტყველებს"
თუ ქუჩაში გაზეთებით მოსიარულე ახალგაზრდებს შეხვდებით და გთხოვენ, გაზეთ "კვირის პალიტრის" ერთი ეგზემპლარი შეიძინოთ, ჩათვალეთ, რომ ერთი კონკრეტული სტუდენტის განათლების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ. თქვენ ამ გზით გეძლევათ შესაძლებლობა, გახდეთ ქველმოქმედი. ამ სტუდენტებს ქუჩაში იოლად გამოარჩევთ - გაზეთ "კვირის პალიტრის" ლოგოიან ლურჯ ჟილეტსა და კეპში გამოწყობილ ახალგაზრდებს მალე დედაქალაქის ყველა უბანში შეხვდებით. ეს "კვირის პალიტრის" ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად სტუდენტების დასაქმებას ისახავს. რედაქციის მთავარი მიზანი განათლებისა და შრომის პოპულარიზაციაა.
გაზეთი "კვირის პალიტრა" ამ პროექტით შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, გამოიმუშაონ სწავლისთვის საჭირო სახსრები, ჰქონდეთ შრომითი გამოცდილება და განუვითარდეთ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებენ და თვლიან, რომ სტუდენტური სამუშაო მათთვის აუცილებელია. ამის გათვალისწინებით, მათი სამუშაო საათები მოქნილი და სწავლის გრაფიკზე ინდივიდუალურად მორგებულია. ეს არ არის სამსახური, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობას მოითხოვს. ამ პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ დღის განმავლობაში თავისუფალ დროს. საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ერთ-ერთი პირველია, ვინც რამდენიმე დღეა ჩაერთო "კვირის პალიტრის" სტუდენტურ პროექტში.
მეგი სუხიშვილი, 18 წლის, სტუდენტი: - სტუდენტური პროექტის შესახებ უნივერსიტეტში გავრცელდა ინფორმაცია. დავინტერესდი სამუშაო გრაფიკითა და მუშაობის სპეციფიკით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემთვის პირველი სამსახური არ არის და სხვადასხვა სარეკლამო კომპანიაში მიმუშავია, ვფიქრობდი, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა არ გამიჭირდებოდა. უნდა ვაღიარო, რომ ეს სამუშაო ყველასგან განსხვავებული, საინტერესო და პერსპექტიულია. ჯერ სულ რამდენიმე დღეა, რაც მუშაობა დავიწყე, ქუჩაში ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდები და მათ გულისხმიერ დამოკიდებულებას ვგრძნობ.
პირველი ორი დღე ცოტა დაძაბული ვიყავი, ვაკვირდებოდი ადამიანებს და ვუხსნიდი ჩემი სამუშაოს მთავარ მიზანს. ვთავაზობდი "კვირის პალიტრას" და ვეუბნებოდი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გაყიდული გაზეთი. თავიდან ცოტა მეშინოდა, რადგან ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხალხისთვის მაშინ შეთავაზებული უცნობი პროდუქცია ინტერესს არ იწვევდა. "კვირის პალიტრას" კი ყველა კარგად იცნობს და უამრავი ერთგული მკითხველი ჰყავს. ამიტომ დიდი პატივისცემით არიან განწყობილი. ამაზე ხალხის აზრი და ჩემ მიერ გაყიდული გაზეთების რაოდენობა მეტყველებს. მაგალითად, შემხვდნენ ადამიანები, რომლებიც "კვირის პალიტრას" გამოშვების დღიდან ყიდულობენ. ერთ-ერთს გაზეთის ყველა ნომერი ჰქონია შენახული. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემს შეთავაზებამდე "კვირის პალიტრის" ნომერი უკვე შეძენილი ჰქონდა, ჩემგან მაინც იყიდა, მეგობარს წავუღებო. იცით, საინტერესო რა არის?
ყველა ასაკის ადამიანი ყიდულობს ჩემგან გაზეთს. ამბობენ, რომ მრავალფეროვანი რუბრიკები და საინტერესო სტატიები ყველა გემოვნების მკითხველს აკმაყოფილებს...
სწავლაში ხელი არ მეშლება - ლექციებამდე და ლექციების შემდეგ ვმუშაობ. მეცადინეობისთვისაც საკმარისი დრო მრჩება.
შინიდან საგანგებოდ მომზადებული გავედი, რაც ყველაზე მთავარია, უკან იმედგაცრუებული არ დავბრუნებულვარ. პირველ დღეს 40 გაზეთი გავყიდე.
ჩემთვის მისაღებია ის თანხა, რაც რამდენიმე საათში გამოვიმუშავე. დღის ბოლოს ყველა ჩემს თანატოლ მეგობარს დავურეკე და ვურჩიე, ჩაერთონ""კვირის პალიტრის" სტუდენტური დასაქმების პროექტში.
ისინიც დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამ საკითხს და რედაქციას თავიანთი CV მიაწოდეს. მე უკვე მიყვარს ჩემი სამსახური, რადგან მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო დამოუკიდებელი და მშობლებს დავეხმარო ჩემივე სწავლის საფასურის გადახდაში. ასე რომ, სტუდენტებო, მომბაძეთ და ისარგებლეთ უნიკალური შანსით.
შრომა არ არის სირცხვილი. ნურც იმის შეგეშინდებათ, თუ აქამდე ადამიანებთან ადვილად ვერ შედიოდით კონტაქტში. ამ სამსახურით არა მარტო სწავლის დაფინანსებას გაიმარტივებთ, არამედ ადამიანებთან ურთიერთობასაც ისწავლით, რაც მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.
ამ ინტერვიუს ჩაწერისას ვფიქრობდი, რომ ჩემი სტუდენტობისას მსგავსი დასაქმების პროგრამა რომ ყოფილიყო, მე და ჩემს თანატოლებს გაგვიიოლდებოდა სტუდენტური ცხოვრება, რომელსაც ბევრი სირთულე ახლავს. ნამდვილად არ დავკარგავდი არც ერთ დღეს და აუცილებლად აქტიურად ჩავერთვებოდი მსგავს სამსახურში. ასე რომ, "პალიტრამედია" გაძლევთ საუკეთესო შესაძლებლობას, გახდეთ პრესის გამავრცელებელი, გაყიდოთ ბეჭდური მედია აქციის ფარგლებში და გქონდეთ საკუთარი შემოსავალი.
სტუდენტებო, გამოიყენეთ უპრეცედენტო შანსი და დასაქმდით თქვენივე წარმატებული მომავლისთვის. იჩქარეთ!
დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@palitra.ge გამოგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე:
599 04 11 95
თორნიკე ყაჯრიშვილი