"ორივე მანქანა მგზავრებიანად ხევში გადაიჩეხა" - საზარელი ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა
3 იანვარს, გამთენიისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოსთან საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა - ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად7 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ერთი ოჯახის წევრი.
ნორიოს რწმუნებული ანტონ მამუკაშვილი მომხდარით შეძერწუნებულია და ამბობს, რომ გრდაცვლილებიდან ერთადერთი შუახნის ადამიანი იყო, დანარჩენი ექვსის ასაკი 25-27 წელს არ აღემატებოდა.
- საშინელი ტრაგედია დატრიალდა, თითქმის მთელი ოჯახი შეეწირა ავტოავარიას - 53 წლის მანანა გოგოლაძე და მისი შვილები - 25 და 23 წლის ცოტნე და ნატო ცოფურაშვილები. საუკეთესო ბავშვები - ბიჭი მუშაობდა, გოგონა სწავლობდა. მათთან ერთად მათი დეიდაშვილი, 22 წლის ცოტნე აფციაურიც დაიღუპა. ტრაგედია არა მხოლოდ ოჯახში ტრიალებს, არამედ სოფელშიც, ამ უბედურების გააზრება ძალიან ძნელია. ცოფურიშვილების მამა მთლიანად გათიშულია, თითქოს ვერც აღიქვამს გარშემო რაც ხდება.
- რა გარემოებაში მოხდა ეს უბედურება?
- ჩვენი სოფლიდან ცოფურიშვილები სოფელ გამარჯვებაში წასულან დეიდასთან ახალი წლის მისალოცად, უკანა გზაზე ახალგაზრდებს თავისი ტოლი დეიდაშვილიც გამოჰყვათ. ერთად ყოფნა და საახალწლო სიხარულის გაზირება უნდოდათ, ასე საშინლად კი დამთავრდა ყველაფერი.
ცოფურაშვილები ლოჭინის ხიდს გადმოსცდნენ და ნორიოს ხევთან დაეჯახათ გლდანიდან მომავალი მანქანა. ორივე მანქანა მგზავრებიანად ხევში გადაიჩეხა. ნორიოს ხევი ალბათ 5-6 მეტრი სიმაღლის იქნება, ხეებით არის სავსე. ზოგჯერ სასწაულიც მომხდარა და ხევში გადავარდნილი მანქანა ხესაც შეუჩერებია, მაგრამ ამ შემთხვევაში სასწაული არ მოხდა, საუბედუროდ. ცოფურიშვილები ძალიან ძველ, ჟიგულის მარკის "გაზ 07"-ით გადაადგილდებოდნენ, მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ ავტომობილში კი, როგორც ამბობენ, საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი იჯდა, რომლებიც სამსახურებოროვ მოვალეობას არ ასრულებდნენ. სამივე ახლაგზარდა გარდაიცვალა.
- გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიამ 6 ადამიანი შეიწირა.
- 5 მათგანი ადგილზე, ხევშივე გარდაიცვალა, ერთი საავადმყოფოში მიყვანისას, მეშვიდემ კიდევ რამდენიმე საათი იცოცხლა, ინფორმაციაც ამიტომ გავრცელდა ასე. ნეტავ კი გადარჩენილიყო ერთი კაცი მაინც.
შსს პრესამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოზრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)