"წელიწადში ორ მილიონს გადაგიხდით, თუ ტელევიზიით იმას გაუშვებთ, რაც ჩვენ გვინდაო" - რა შესთავაზეს "ნაციონალებმა" "მაესტროს"? - კვირის პალიტრა

"წელიწადში ორ მილიონს გადაგიხდით, თუ ტელევიზიით იმას გაუშვებთ, რაც ჩვენ გვინდაო" - რა შესთავაზეს "ნაციონალებმა" "მაესტროს"?

"მაესტროს" გარშემო არსებული გაურკვევლობის თაობაზე გაზეთი "კვირის პალიტრა" ვრცელ სტატიას გთავაზობთ, რომელშიც არაერთ აქამდე უცნობ დეტალს გაიგებთ. გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:

ლევან ჩიკვაიძე ("მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც წილი გია გაჩეჩილაძეს მიჰყიდა):

- პირველი მწვავე კითხვები მაშინ გამიჩნდა, როდესაც ტელევიზია წამყვანმა ჟურნალისტებმა, სანაიამ, ჟიჟილაშვილმა და სხვებმა დატოვეს.

ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ სხვა დამფუძნებლებსაც, მათ შორის, მამუკა ღლონტს, რომელიც იმ პერიოდში უკვე აღარ ერეოდა მართვაში. თუმცა კონკრეტული პასუხი მენეჯმენტისგან ვერ მივიღეთ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტელევიზიაში წილის ყიდვა "ნაციონალურ მოძრაობას" სურდა. დიახ, დაახლოებით ორი-სამი წლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი "მაესტროს" ერთ-ერთ დამფუძნებელს შეხვდა და მას 10-12 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ტელევიზიის გაყიდვა შესთავაზა. დამფუძნებლებმა უარი ვთქვით.

- დაასახელებთ, ვინ იყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და ვის ხვდებოდა ის დამფუძნებლებიდან?

- ჯერჯერობით ვინაობას არ გავასაჯაროებ. სწორედ ამის შემდეგ "ნაციონალებმა" ახალი წინადადებით მოგვმართეს - არ გვინდა წილები, თქვენი იყოს, ოღონდ ერთ პირობას დათანხმდით - წელიწადში ორ მილიონს გადაგიხდით, თუ ეთერში იმას გაუშვებთ, რაც ჩვენ გვინდაო.

რას ამბობს "ნაციონალთა" შეთავაზებაზე მამუკა ღლონტი?

რატომ ფიქრობს ლევან გაჩეჩილაძე, რომ გოგელია და გადაბაძე ტელევიზიას მიზანმიმართულად აკოტრებდნენ?

ეს და სხვა ექსკლუზიური დეტალები წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად.