"ჩვენ რომ ნეონაცისტური იდეები გვქონდეს, დამერწმუნეთ, ჰომოსექსუალებს აქ არც შემოვუშვებდით"
29 მაისს, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე არსებული ვეგეტარიანული კაფეში "კივი", ინციდენტი მოხდა. კაფეს თანამშროლების განცხადებით მათთან მივიდა რამდენიმე აგრესიული პიროვნება, რომლებმაც კაფეს სტუმრებს და თანამშრომლებს მიაყენეს შეუარცხყოფა. მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც კაფეს მხარდასაჭერად აშშ-ს ელჩიც კი ეწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და მისი მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, ვეგანურ კაფეს მეუღლეებთან ერთად ესტუმრნენ. "ძალიან საინტერესო ადგილი ჩანდა და ამასთანავე, გვინდოდა ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა მთლიანად ამ იდეისადმი, რომ აქ ყველა სასურველი სტუმარია", - აღნიშა იან კელიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვეგანურ კაფეში მისული ადამიანები კაფე "მილიტარდან" იყვნენ. (სტატიის მთავარი ფოტო აღებული ბარ "მილიტარის" "ფეისბუკგვერდიდან")
ნიკა ყაველაშვილი, კაფე "მილიტარის" მეპატრონე
- 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბარში დაგეგმილი გვქონდა გარკვეული ღონისძიება, საკმაოდ ბევრ სტუმარს ველოდით. დაახლოებით 11 საათზე მოვედით და დაგვხდა საშინელი სურათი: ბარის ჩამოსასვლელში არსებული სილით სავსე დეკორატიული ტომრები დაგვხდა დაჭრილი და კარებთან იყო ჩაყრილი, ხოლო აბრა, სადაც ბარის სახელი აწერია, ორი ქუჩის მოშორებით ეგდო სანაგვე ყუთში.
მაშინვე ჩავაყენეთ საქმის ყურში პოლიცია. სათვალთავლო ვიდეოკამერის კადრებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ჩვენს კაფეს არბევდა, მუშაობს კაფეში "კივი", თუ არ ვცდები ბარმენია. აღმოჩდა, რომ ამ პიროვნებას ჩემი მეგობარი იცნობდა. 28 მაისს ჩემი სამი მეგობარი წავიდა იმ ადამიანთან შესახვედრდა, მას აარონს ეძახიან, ნამდვილი სახელი არ ვიცი. ნახეს ეს აარონი, რომელმაც უთხრა, - დღეს ბევრი ხალხი მყავს, ვერ გესაუბრებით და იქნებ, ხვალ მოხვიდეთ და წყნარად დავილაპარაკოთო". თანაც მასთან გვქონდა შეთანხმება, რომ ჩვენი კაფედან რაღაც პროდუქტს წავიღებდით, რომ საუბრის მერე, როცა ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდებოდა, ასე ვთქვათ შერიგება აგვეღნიშნა. მართლაც, მეორე დღეს, 29 მაისს, 5-6 კაცი წავიდა ჩვენგან აარონთან შესახვედრად და შეთანხმებისამებრ თან წაიღეს პროდუქტებიც: სოსისი, მწვადი და სხვა (სხვათა შორის სალათის ფურცლებიც ჰქონდათ). "კივში" მისულებს დახვდათ აბსოლუტურად სხვა სურათი, იქ იყვნენ ადამიანები (თვითონ აარონი საერთოდ არ იყო), რომლებმაც ჩვენი დანახვისთანავე, ისე რომ კაფეში არც შევსულვართ (მხოლოდ ერთი ჩვენგანი შევიდა შიგნით), დაიწყეს ლანძღვა-გინება, წამოვიდნენ პირდაპირ პროვოკაციაზე. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც
- თუმცა ვიდეოკადრები პირდაპირ კაფეში შესვლით იწყება და არ ჩანს რა ხდებოდა მანამდე...
- ამ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს, როგორ ვეუბნებით, - სამეგობროდ ვართ მოსულებიო, თუმცა ისინი მაინც გვაგინებდნენ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც არ გვიჩხუბია და არ ავყოლილვართ პროვოკაციას. კონფლიქტის დროს ჩამოვიდნენ კაფეს მეზობლები (დაახლოებით 9-10 ადამიანი, ძირითადად კაცები) და მათ დაუწყეს ყვირილი და ლანძღვა კაფეს თანამშრომლებს: "თქვე "პედერასტებო" უკვე ყელში ამოხვედით"! აქედან გაეთრიეთ"! და ა.შ რაც შეეხებათ "კივის" თანამშრომლებს, ისინი ჩემს მეგობრებს უღერებდნენ დანებს, ესროდნენ ბოთლებს და ა.შ.
- რატომ დასჭირდათ კაფე "კივის" წარმომადგნლებს მსგავსი ტიპის პროვოკაცია?
- მხოლოდ პიარის გამო. 29 მაისამდე თუ მათთან მიდიოდა 5-6 ადამიანი, დღეს მიდის - 50. სხვათა შორის, ჩემი აზრია, რომ ჩვენი კაფეს დაზიანებაც გამიზნული ნაბიჯი იყო, რადგან იცოდნენ, რომ აუცილებლად გამოვეხმაურებოდით. მე საჩივარი მაქვს დაწერილი და იმედია შსს ობიექტურად გამოიძიებს ამ ფაქტს. "კივში" მომხდარი ფაქტის გამო უკვ დაგვკითხეს. პირადად მე, 11 საათი მკითხავდნენ.
- თქვენს მისამართით იწერება, რომ კაფე "მილიტარის" გუნდი არის ნეონაცისტური იდეების მიმდევარი და ვეგანური კაფეს დარბევაც სწორედ ამის შედეგი იყო...
- ცოტა ხნის წინ ჩვენ კაფეში სამი ჰომოსექსუალი იყო შემოსული, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენ გაღიზიანებას, აგრესიულად გვეკითხებოდნენ რატომაა თქვენს კაფეში საქართველოს დროშები, რატომაა ბორჯღალი და სხვა. ჩვენს სიმშვიდიზე გაღიზანდნენ, ადგნენ და წავიდნენ. ჩვენ რომ ნეონაცისტური იდეები გვქონდეს, დამერწმუნეთ, ჰომოსექსუალებს აქ არც შემოვუშვებდით და თუ შემოვიდოდნენ, სხვანაირად დასრულდებოდა ყველაფერი.
- 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, მოეწყო მარში, რომლის სათავეშიც იდგა "ქართული ძალა" სწორედ ამ ადამიანებს აბრალებენ კაფე "კივის" დარბევას და ამბობენ, რომ თქვენ კაფესთანაც აქვთ კავშირი...
- "ქართული ძალის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა ბურნაძეს პირადად ნამდვილად ვიცნობ. ჩვენს კაფეში მართლაც დადიან "ქართული ძალის" წევრები, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერ სხვა.
- ლაპარაკობენ, იმაზე რომ თქვენი კაფე რუსულ პროპაგანდას ეწევა...
- ჩვენთან გამოფენილია საქართველოს სამფერიანი დროშა, რომელსაც გამოვლილი აქვს აფხაზეთის, სამაჩაბლოს, 2008 წლის ომები. ამ დროშაზე ჩვენი ჯარისკაცების სისხლია. ამის გარდა ბიძაჩემი აფხაზეთის ომშია დაღუპული. ჩემი მეგობრების (რომლებიც თითქმის ყოველდღე მოდიან აქ), ძმები და მამები არიან აფხაზეთის ომში დაღუპულები და როგორ შეიძლება მე რუსული პროპაგანდის გამტერებელი ვიყო?!
სოფო - კაფე "კივის" წარმომადგენელი, რომელმაც არ ისურვა გვარის გამხელა, გარდა ამისა ხაზგასმით აღნიშნა რომ მის საუბარი არის მხოლოდ მისი პოზიცია და არა კაფე "კივის" ოფიციალური განცხადება:
- კაფეში გვქონდა ფილმის ჩვენება. დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთში შემოვიდა სამი ადამიანი, რომლებიც თავიდანვე ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდნენ. იყიდეს ლუდი. ჩვენ ვიცანით ერთ-ერთი მათგანი ეს იყო დაჯგუფება "ბერგმანის" წევრი. მე დავაპირე გარეთ გასვლა, მაგრამ ვერ გავედი, რადგან კარებს გარედან მოაწვა ხალხის მასა 15-20 ადამიანი, რომლებსაც ხელში ეჭირათ შამფურზე ასხმული მწვადები და ერთ-ერთს ყელზე შემოხვეული ჰქონდა სოსისები.
- კაფე "მილიტარის" ხელმძღვანელობა ამბობს, რომ 26 მაისს, ვინმე აარონმა, რომელიც მუშაობს თქვენთან დააზიანა მათი კაფეს ინტერიერი და მხოლოდ მასთან სასაუბროდ იყვნენ მოსულები
- პირველ რიგში გეტყვით რომ აარონი არაა კაფეს თანამშრომელი, უბრალოდ ჩვენი ხშირი სტუმარი და ჩვენი თანამშრომლების მეგობარია. რაც შეეხება მათ მიერ ხსენებულ ინციდენტს თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა, უბრალოდ მათ სურთ თავის მართლება და იგონებენ ასეთი ფაქტებს
- გავრცელებულ ვიდეკადრებში, ჩანს რომ აგრესია მოდის თქვენს კაფეში მყოფი ადამიანებისაგან...
- ეს ვიდეო არის დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი, იმიტომ რომ ჩვენთან, ვინც მშვიდობიანად მოდის, არავის ვეჩხუბებით. კადრებში არსებული ჩხუბი იმის მერე მოხდა, რაც ისინი შემოვიდნენ აგრესიულად და ჩვენ ვთხოვეთ, რომ დაეტოვებინათ კაფე.
- თქვენი აზრით, რა მიზანით დაარბიეს ვეგეტარიანული კაფე?
- როგორც ჩანს განსხვავებული შეხედულების ადამიანებთან აქვთ პრობლემა, რადგან ჩვენთან შემოვიდნენ ხორცით. სხვათა შორის, იყო ფაქტები, რომ ჩვენს სტუმრებს საჭმელში ჩაუყარეს ხორცი, გარდა ამისა მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ჩვენს კაფეში ძალიან ბევრი ეროვნების ადამიანი დადის, ხოლო ეგენი არიან ნაცისტები და რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ მოსწონთ.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)