"ყველა პატარა რაიონს თავისი "გრიშა კაკაჩია" ჰყავს" - სერიალის ყველაზე კოლორიტული პერსონაჟის "თავგადასავალი"
"... ახლა სადაც მივდივარ, ყველა გრიშა კაკაჩიას მეძახის"
"ძალიან მინდა ვიყო... გრიშა კაკაჩიასავით მდიდარი, რომ ქველმოქმედების საშუალება მქონდეს", - ამბობს ჟურნალ "გზასთან მსახიობი დავით კვირცხალია.
- ბევრი როლი მითამაშია, მაგრამ ჩემთვის არავის დაუძახია "რომეო", "ზაზა", "ადოლფი" თუ სხვა, ჩემ მიერ განსახიერებული პერსონაჟის სახელი... ახლა სადაც მივდივარ, ყველა გრიშა კაკაჩიას მეძახის!.. განსაკუთრებით, ბავშვები აქტიურობენ. არ ვიცი, დამცინიან თუ რა ხდება (იცინის). "ასაკში ვარ" და ამას ყურადღებას არ ვაქცევ. სიმართლე გითხრათ, მსიამოვნებს კიდეც... ვერ გეტყვით,- გრიშა კაკაჩიას როლზე ვოცნებობდი-მეთქი...
ჩემს შვილიშვილებზე ვგიჟდები! მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი -ნათია კუპატაძე "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობდა. მას ვუთხარი, - გავიგე, ბაბუა და შვილიშვილის შესახებ ლიფონავა ახალი ფილმის გადაღებას აპირებს და მინდა, კასტინგი გავიარო-მეთქი. ნათია "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგის ხელმძღვანელს, ეკა მჟავანაძეს დაუკავშირდა, ყველაფერი გაარკვია და მითხრა: იმ ფილმზე ჯერ ლაპარაკიც არ არის, მაგრამ გრიშა კაკაჩიას როლს თუ ითამაშებ, იქნებ ხვალ მოხვიდეო. ძალიან ვნერვიულობდი. სხვა მსახიობები სერიალში თავს ისე გრძნობენ, რომ უკვე "ცურავენ", "დაფრინავენ"... არ მინდოდა, ახალგადმოსული მეზობელივით ვყოფილიყავი. გრიშას კონფლიქტი სიძესთან-მერაბთან მოვიგონე და სერიალში უცებ "შევედი". აღმოჩნდა, რომ მაყურებელი დაინტერესდა. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა - მურმან ჯინორიამ სერიის ეთერში გასვლისთანავე დამირეკა და მითხრა: - სერიალში გნახე. შენი პერსონაჟისგან ძალიან საგულისხმო რაღაცები "წამოვიდა" და ნახავ, გადასაღებად კიდევ დაგიძახებენო. ბევრი დრო არ გასულა და მართლაც, მითხრეს, - გრიშა კაკაჩიასთვის ახალი ეპიზოდი "მოვიდაო". მესიამოვნა, წავედი, გადამიღეს. მას შემდეგ დაიწყო და დაიწყო... გიორგი ლიფონავას მანამდე პირადად არ ვიცნობდი. ტელევიზორში თვალს რომ მოვკრავდი, მეგონა, ჩაქუჩას და მიშკას ტიპის ადამიანი იყო. არადა, დიდებული, დახვეწილი, რაინდული სულის მქონე გახლავთ. რასაც შევთავაზებ, მისმენს. ზოგჯერ არ მეთანხმება და დელიკატურად მიხსნის. თავისი საქმე ძალიან კარგად გამოსდის. ღმერთმა ხელი მოუმართოს-მისი წარმატება ძალიან მიხარია.
...
ამ ცხოვრებაში ყველას თავისი სიმართლე აქვს: გრიშა არავის არაფერს სთხოვს, პირიქით - რაღაცის სათხოვნელად მასთან მიდიან, ხოლო როცა ის თავისას ითხოვს, ყველა უბრაზდება,- რატომო? ის ხომ არავის არაფერს აძალებს?! საინტერესო პერსონაჟია: უცებ არ მოგწონს, მაგრამ დააკვირდები და, - მართალია! თუ არ მოგწონს, რატომ მიდიხარ, რატომ სთხოვ რამეს? გასესხებას და ჩუქებას თავისი წესები აქვს, გრიშას თვალსაზრისით.
ყველა პატარა რაიონს თავისი "გრიშა კაკაჩია" ჰყავს. ყველას ჰგონია, რომ ის მდიდარია. არადა, შეიძლება, მას უბრალოდ სურს, რომ ეს სტატუსი შეინარჩუნოს. შინ შუქს არ ანთებს, რომ ზედმეტი არ გადაიხადოს... გრიშა ძუნწია, მაგრამ, აბა, მფლანგველი სიმდიდრეს ვერ დააგროვებს. ფულის შოვნასაც თავისი "კანონი" აქვს. ესეც ერთგვარი ნიჭია. ასეთი ნიჭი მეც მაქვს თუ არა?-ბევრი ფული არასდროს მქონია, მაგრამ მშიერიც არ ვყოფილვარ. ჩემი თავი ბედნიერი სამჯერ მახსოვს, როცა რესტორანში ის დავპატიჟე, ვინც მინდოდა. სხვა დროს ამის საშუალება არ მქონია, სულ მე მეპატიჟებიან... სუფრა კი გამიშლია, მაგრამ ძირითადად-სახლში. არაჩვეულებრივი საძმაკაცო მყავს, რომელთა გარეშეც ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. (იხილეთ სრულად)