"ვადასტურებ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას" - დიმა ობოლაძე "რუსთავი 2"-დან მიდის?
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დიმა ობოლაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ს ტოვებს და სამუშაოდ ტელეკომპანია "იმედში" გადადის. ინფორმაციის გადასამოწმებლად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ზაალ უდუმაშვილს დავუკავშირდით.
როგორც მან განაცხადა, ეს ინფორმაცია პირველად გაიგო და დიმა ობოლაძესთან ამ საკითხზე არ უსაუბრია:
"ამ თემაზე დიმა ობოლაძესთან ჯერ არ მისაუბრია. ეს ინფორმაცია პირველად მესმის", - გვითხრა ზაალ უდუმაშვილმა.
ჩვენ დიმა ობოლაძესაც დავუკავშირდით.
- ხვალ ვიქნები მზად ყველა პასუხისთვის, დღეს არაფერს ვამბობ.
- ადასტურებთ, რომ თქვენი "რუსთავი 2"-დან წასვლის საკითხი დღის წესრიგში დგას?
- ვადასტურებ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, შესაძლოა "რუსთავი 2" დავტოვო.
- თუმცა წახვალთ თუ არა "იმედში" თუ სხვა ტელეკომპანიაში ამას არ ამბობთ...
- ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ახლა ვარ რაღაცეების გარკვევის პროცესში. მინდა, რომ ყველაფერი დაკონკრეტებული იყოს, როცა ვიტყვი რაღაცას.
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)