რამ გამოიწვია "ჯეოსელის" ქსელის შეფერხება - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია "ჯეოსელის" ქსელის შეფერხება

"ჯეოსელის" ქსელში შეფერხება აღმოიფხვრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სილქნეტში" განუცხადეს. ქსელში ხარვეზი დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა, რასაც მომხმარებლების უკმაყოფილება მოჰყვა.

"ხარვეზი დაფიქსირდა, დროებით შეფერხდა ინტერნეტის და ხმოვანი სიგნალის მომსახურება, ამჟამად ქსელი მუშაობს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" "სილქნეტში".

"ინტერპრესნიუსი"