"ერ­თად დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით... 10 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა" - რას ყვება ზურაბ ჟვანიას ქალიშვილი მამაზე - კვირის პალიტრა

"ერ­თად დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით... 10 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა" - რას ყვება ზურაბ ჟვანიას ქალიშვილი მამაზე

რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაა დატანილი: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი". ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. სტრასბურგში იმყოფებოდნენ ექსპრემიერის მეუღლე ნინო ჟვანია და შვილები, ბუსა და ლიზა ჟვანიები.

რა ემოციებით დაბრუნდა ლიზა ჟვანია სტრასბურგიდან და ზოგადად, როგორი ცხოვრობენ ექსპრემიერის შვილები მისი გარდაცვალების შემდეგ, ამის შესახებ ლიზამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ისაუბრა:

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო ზურას ღვაწლის ასეთი ტიპის დაფასება. ზოგადად, ძალიან საინტერსო და შთამბეჭდავი იყო სტრასბურგში ყოფნა, ევროსაბჭოს ნახვა და იმის ხილვა, რომ ზურას ღვაწლი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ფასდება" - აღნიშნა ლიზა ჟვანიამ.

"10 წლის ვიყავი, როდესაც ზურა გარდაიცვალა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... განათლება ამერიკაში მივიღე, იელის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკლკუტეტი დავამთავრე. 5 წელი იქ ვცხოვრობდი. ერთი წელია, რაც ჩამოვედი. ცოტა ხნის წინ გავხსენი საგამოფენო და სახელოვნებო ცენტრი "მაუდი". ახლა ამ მიმართულებით ვარ დაკავებული... რაც შეეხება ზურას, ის როგორც ოჯახში, ისე ოჯახის გარეთ დიდი ფიგურა იყო. ძალიან თბილი ადამიანი იყო, ერთად დიდ დროს ვატარებდით. ბუნებაში დავყავდით, გვესაუბრებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი გავლენა მოახდინა მისმა დანატოვარმა. მუდმივად ვხვდები ხალხს, რომლებიც მას იცნობდნენ და ეს ჩემთვის საშუალებაა, რომ ზურა უკეთ გავიცნო" - აღნიშნა ლიზა ჟვანიამ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "მაკა ვარ და ძალიან მიყვარხართო, - ზურამ კი უპასუხა, არჩევნების შემდეგ დამირეკეთო" - ვინ აწუხებდა ზურაბ ჟვანიას სიყვარულის საკითხზე

იხილეთ ასევე